საბუნებისმეტყველო კოსმოსიდან დაბრუნებული ბაქტერიები კიდევ უფრო აგრესიულები და მდგრადები არიან ანტიბიოტიკების მიმართ 2018, 3 აგვისტო, 18:30 ![]() დედამიწიდან კოსმოსში გაგზავნილმა მიკროორგანიზმებმა შეძლეს 31 თვის განმავლობაში შეენარჩუნებინათ სიცოცხლისუნარიანობა საერთაშორისო კომოსურ სადგურზე.ექსპერიმენტი სახელწოდებით "Биориск" რუსმა მეცნიერებმა ჩაატარეს. მიკრობილოგიის ინსტიტუტის სამედიცინო- ბიოლოგიური პრობლემების ლაბორატორიის გამგემ ნატალია ნოვიკოვამ РИА Новости-სთან საუბარში აღნიშნა, რომ კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ მიკრორგანიზმებში შეინიშნება მაღალი აგრესიულობა და მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება ბაცილებში, ჩვეულებრივად ეს მიკროორგანიზმები მრავლდება ორ უჯრედად დაყოფის შემდეგ, მაგრამ კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ შეინიშნებოდა მრავლობითი ახალი უჯრედები, ამასთანავე კოსმოსში ნამყოფი მიკრორგანიზმები უფრო პათოგენურები გახდნენ, ვიდრე მათი დედამიწელი "თანამოძმეები", აღნიშნა ნოვიკოვამ. ![]() 76 5-ს მოსწონს
|