x
image
თამილა გურაშვილი
"ალმასი ბევრად მეტი ყოფილა დედამიწაზე, ვიდრე აქამდე გვეგონა..."- მასაჩუსეტის მკვლევარები
image
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწის ქერქში კვადრილიონ ტონაზე მეტი ბრილიანტები ინახება. თუმცა, მისი მოპოვება ნაკლებად სავარაუდოა - ნათქვამია ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.

ალმასები დედამიწის ქერქში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ხმოვანი ტალღების დახმარებით. ასეთი ტალღების სიგრძე იცვლება ტემპერატურისა და სიმჭიდროვის მიხედვით.

ექსპერიმენტის შედეგად, მეცნიერებმა მოახერხეს ლითოსფეროს სტრუქტურის, პლანეტის მყარი ქერქის მოდელის შექმნა.

ბრილიანტების რეზერვები არის კრატონებში - დედამიწის ქერქის ნაწილებში, რომელიც ქმნის კონტინენტებს და განლაგებულია ცენტრალურ ნაწილის ფირფიტებში.


ძვირფასი ქვები დედამიწის ზედაპირიდან 140-240 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ჯერჯერობით შეუძლებელია ადამიანმა ასეთ სიღრმეებზე საბურღი სამუშაოები განახორციელოს, ამიტომ შეუძლებელია ალმასების მოპოვება.- წერენ ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.

კვლევამ აჩვენა, რომ ალმასი არამარტო ეგზოტიკური მინერალია, არამედ გეოლოგიური მასშტაბით საკმაოდ გავრცელებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივიღებთ ამ ბრილიანტებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ალმასი ბევრად მეტი ყოფილა დედამიწაზე, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ადრე, საერთაშორისო გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლოურენსის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერები, აღმოაჩინეს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ დეფექტები მცირე ბრილიანტეში და მათთან ერთად გავზარდოთ მაგნიტური რეზონანსის გამოსახულების და ბირთვული მაგნიტური რეზონანსის მგრძნობელობა.

0
168
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0