"..მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხელოვნური და მიზანმიმართულია" -
აჭარაში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხელოვნური და მიზანმიმართულია. მსგავსი საკითხების განხილვისას მთავარი ვექტორიდან გადახვევა ყოველთვის დემაგოგიის წყარო ხდება და ხელოვნურად მოწყობილი მეწყერივით ფარავს მთავარს, მთავარი კი აი, ესაა - მეჩეთი, მართლმადიდებლური ტაძარი, ნებისმიერი საკულტო ნაგებობა, უნივერსიტეტი, სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, სახლი, თუნდაც პატარა ჯიხური და ა.შ..უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება - არ უნდა აშენდეს! თუ! თუ ამას ითხოვს ''გარე ძალა'' ან მისგან მართული ''შინაური''! რა არის აქ საკამათო! თუ წინააღმდეგობას ვერ უწევ ''იმ გარე ძალას'', მაშინ დაანებე თავი დემაგოგიას, რომ ტოლერანტული ხარ და თქვი, რომ სხვა გზა არ გაქვს!..და მორჩა!
P.S .. ყველა უნამუსობის და უნიათობის ტოლერანტულობით და სტუმართმოყვარეობით შენიღბვასაც აქვს საზღვარი!