x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩრდილოეთ აფრიკის უძველესი ქალაქები, რომელიც დღემდე არსებობს
ჩრდილოეთ აფრიკის უძველესი ქალაქები,  რომელიც დღემდე არსებობს


ჩრდილოეთ აფრიკა და აფრიკის რქა (სომალის ნახევარკუნძული)


ამ ტერიტორიებზე ისტორიის განმავლობაში უარსებია ათიათასობით დასახლებას, ათასობით ქალაქს, რომელთა არსებობა არც კი ვიცით, ბევრი მათგანი კი მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის საკუთრებადღა დარჩა, მაგრამ არსებობს დიდი ისტორიის ძველი ქალაქები, რომლებიც დღემდე აგრძელებს არსებობას და ვითარდება.


1) ლუქსორი (რომელიც უკეთაა ცნობილი მისი ბერზნული სახელით - თებე) - ძველი ეგვიპტის ქალაქი, რომელიც მდებარეობს დღევანდელ ეგვიპტეში, დაარსდა ძვ.წ. 3200 წელს. პირველად გამოცხადდა ზემო ეგვიპტის დედაქალაქად, შემდგომ კი მთელი ეგვიპტის რელიგიური ცენტრი გახდა, სანამ რომაულ პერიოდში არ მოხდა მისი ნელ-ნელა დაცემა.



ლუქსორი. თებე


2) ანაბა (ჰიპო რეგიუს) - ნუმიდიის ქალაქი, რომელიც მდებარეობს დღევანდელ ალჟირში, დაარსდა ძვ.წ. მე-12 საუკუნეში ფინიკიელების მიერ.


3) ტრიპოლი (ეა) - დაარსდა ლიბიის ტერიტორიაზე ძვ.წ. 700 წელს ფინიკიელების მიერ.


4) კონსტანტინი (კირთა) - დაარსდა ალჟირის ტერიტორიაზე ფინიკიელების მიერ ძვ.წ. 600 წელს.


5) ბენღაზი (ეუსპერიდე) - დაარსდა ისტორიულ კირენაიკაში, დღევანდელ ლიბიაში ძვ.წ. 525 წელს ბერძნების მიერ.


6) ტანგიერი - დაარსდა ისტორიულ კართაგენში, დღევანდელი მაროკოს ტერიტორიაზე ძვ.წ. 500 წელს კართაგენელების მიერ. მოგვიანებით გახდა რომის იმეპერიის რეგიონის - მავრიტანია ტინგიტანას ცენტრი.


7) აქსუმი - დაარსდა ისტორიულ აქსუმის სამეფოში და იყო მისი დედაქალაქი, დღევანდელი ეთიოპიის ტერიტორიაზე ძვ.წ. 400 წელს.


8) ბერბერა - დაარსდა ისტორიულ ბილად არ ბარბარში, დღევანდელი სომალის ტერიტორიაზე ძვ.წ. 400 წელს.


9) ალექსანდრია - დაარსდა ძველ ეგვიპტეში, ძვ.წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელის მიერ.


ალექსანდრია


10) მოგადიშუ - დაარსდა ისტორიულ ბილად ალ-ბარბარში, დღევანდელი სომალის ტერიტორიაზე ძვ.წ. 200 წელს.


11) ჯენე-ჯენო - დაარსდა მალის ტერიტორიაზე ძვ.წ. 200 წელს და არის ერთ-ერთი ცნობილი უძველესი ქალაქი სუბ-საჰარულ აფრიკაში.


12) ძველი კაირო - დაარსდა ეგვიპტეში ძვ.წ. 100 წელს. იმპერატორმა ტრაიანემ თავისი ციხესიმაგრე დააარსა სწორედ ამ ტერიტორიაზე, რამაც ქალაქს ჩაუყარა საფუძველი.


13) ზეილა/ავალიტი - დაარსდა ისტორიულ ბილად ალ-ბარბარში, დღევანდელი სომალის ტერიტორიაზე 1-ელ საუკუნეში და იყო უმთავრესი სავაჭრო ქალაქი მთელ სომალის ნახევარკუნძულზე.


14) კისმაიო - დაარსდა ისტორიულ ბილად ალ-ბარბარში მე-4 საუკუნეში. თავიდან იყო მეთევზეთა პატარა ქალაქი, მაგრამ შემდეგ გაფართოვდა და სომალის სანაპიროს მთავარი სავაჭრო ქალაქად იქცა.


15) ფესი (ფეს ალ-ბალი) - დაარსდა მაროკოში 789 წელს, როგორც ახალი დედაქალაქი იდრისიდების დინასტიისა.


16) მარაკეში - დაარსდა მაროკოში 1070 წელს ალმორავიდების დინასტიის მიერ.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
307
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
307
  
2018, 7 აგვისტო, 7:05
ეგვიპტეში თებეში მდებარეობდა ამონ-რას ტაძარი სადაც 1000-მდე ქურუმი და 5000-მდე მონა ცხოვრობდა ის მაშტაბებით, გავლენით მრევლის რაოდენობით და შენაწირის რაოდენობით ძველი სამყარის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ტაძარი იყო. ხოლო მისი უმაღლესი ქურუმი ხშირად ფარაონზე უფრო დიდი გავლენა და მასზე მეტი სიმდიდრეც გააჩნდათ. მისი ერთი სიტყვა წყვეტდა ადამიანი ჯოჯოხეთი წავიდოდა თუ სამოთხეში.
2018, 2 აგვისტო, 16:39
იდეოლოგიას მხოლოდ იდეოლოგიით დაამარცხებ. საჭიროა ისლამის განადგურება იდეოლოგიურად. უნდა ვწეროთ როგორც მე ვაკეთებ და ვთარგმნოთ ანტი-ისლამური არგუმენტირებული ლიტერატურა. სადაც მეცნიერულად, ლოგიკურად, ფილოსფიურად ახსნილია და დაღეჭილია თუ რატომაა სრულიად არაადეკვატური და ტყუილი, ბოროტი იდეოლოგია ისლამი. ;)
2018, 2 აგვისტო, 16:29
უნდა დაადუღო ეს ქალაქები,რადგან ძირითადად,აქედან გამოდიან ტერორისტები..
0 1 3