x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ტელეფონი თუ წყალში ჩაგივარდათ...
image


თუ შემთხვევით, ტელეფონი წყალში ჩაგივარდათ, რაც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, მისი გადაგდება და ახალის შეძენა, საჭირო არ არის.
უპირველეს ყოვლისა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოიღოთ წყლიდან, რომ წყალმა შიგნით შეღწევა ვერ მოასწროს და რაც მთავარია, შესამოწმებლად არ ჩართოთ, ვიდრე არ გააშრობთ:

I. გრავიტაციის კანონის თანახმად, ყველაფერს, რაც ჰაერზე მძიმეა, დედამიწა იზიდავს და ქვევით ექაჩება. ამიტომ, წყალი ეკრანის მოდულში რომ არ მოხვდეს, როგორც კი წყლიდან ამოიღებთ, დისპლეით ზევით დაიჭირეთ. ასე, მთელი წყალი ტელეფონის უკანა ნაწილში მოგროვდება და მისი იქიდან გამოდევნა უფრო მარტივი იქნება.

II. დაშალეთ ტელეფონი ნაწილებად – მოხსენით ყველაფერი, რაც ეხსნება: ამოიღეთ ელემენტი, SIM-ბარათი, მეხსიერების ბარათი და სხვა პერიფერიული მოწყობილობები.image


III. გაწმინდეთ რბილი ქსოვილით ან სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით. მას ქსოვილზე უკეთესად შეუძლია ნესტის შეწოვა და ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ამოძრაოთ ტელეფონი, წყალმა კორპუსის შიგნით არ უნდა იმოძრაოს.


image


შეგიძლიათ, გამოიყენოთ მტვერსასრუტიც. მას შეუძლია წყალი შეიწოვოს, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, – ტელეფონის ყველა დეტალი დამაგრებული უნდა იყოს. ამ პროცედურას 5-7 წთ. დაუთმეთ.imageშენიშვნა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფენი. რადგან, ის წყალს კი არ ამოაშრობს, მას ჰაერის ნაკადი სხვა ადგილზე გადაიტანს, რაც გაშრობას კიდევ უფრო გაართულებს.

image


IV. მას შემდეგ, რაც აპარატს წყლის ძირითად ნაწილს მოაცილებთ, ის «სტაციონარში» უნდა მოათავსოთ. ამისთვის დაგჭირდებათ სითხის მშთანმთქმელი ნივთიერება. საუკეთესო ვარიანტია სილიკა გელაი, მაგრამ ის ყველას არა აქვს და ვერც ექნება.

imageამიტომ, სახლის პირობებში, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ბრინჯი გამოიყენოთ: ჩაყარეთ ბრინჯი ჭურჭელში, რომელსაც სახურავი ჰერმეტულად ეხურება. მოათავსეთ ტელეფონი მასში ისე, რომ ყველა გვერდი ბრინჯით ჰქონდეს დაფარული და სახურავი დაახურეთ.

შენიშვნა: შეგიძლიათ ჰერმეტული კონტეინერი ნაცვლად, ჩვეულებრივი გამოიყენოთ და ბოლო ეტაპზე, პოლიეთილენის აპკით ისე შეფუთოთ, რომ მასში ჰაერმა ვერ შეაღწიოს.


image


V. გააჩერეთ ტელეფონი ამ მდგომარეობაში, მინიმუმ, 24 სთ და მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება მისი აწყობა და შემოწმება.


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

ტელეფონით უკვე ნამდვილი კოცნის გაგზავნა შეიძლება
მობილური ტელეფონები ახლა და 20 წლის წინ. როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება

როგორ დაიპყრო სმარტფონმა ჩვენი გული, სული და გონება

1
211
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
211
  
2018, 7 აგვისტო, 0:22
აიღეთ გადააGდეთ ნაგავში და სასწრაფოდ გაიქეცით უახლოეს მაღაზიაში ახალის საყიდლად. არ დაგავიწყდეთ ფაცებუკზე დაპოსტვა რომ ძალიან უბედური ხართ რადგან თქვენი საყვარელი აიფოუნი წყალში ჩაგივარდა და რა გეშველება ეხლა.
0 1 1