საზოგადოებრივი ალქიმიკოსების ოქრო 2018, 20 აგვისტო, 11:39 ალქიმია (მეცნიერება ხელოვნური ოქროს მიღების შესახებ) – სიტყვა, რომელიც ბევრისთვის უარყოფითი შინაარსის მატარებელია. მაგრამ, ის უკვე არაერთი საუკუნეა რაც არსებობს და უამრავი მცდელობის მიუხედავად, მისი გაქრობა, ამოძირკვა მაინც ვერ მოახერხეს. რა იზიდავს ხალხს ამ მეცნიერებაში? ალბათ ის, რომ უამრავი ლეგენდის გარდა, ბევრი ისტორიული ფაქტიც არსებობს, რომლის ჭეშმარიტებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, ჯერ-ჯერობით...
ნიკოლა წიგნების გადამწერი იყო და დიდი ხნის მანძილზე ცდილბდა ებრაული მანუსკრიპტების გაშიფვრას – ცალკეული ნიშნების და სიმბოლოების ამოცნობას. როდესაც ის, რჩევის საკითხად, ძველი ტექსტების სპეციალისტებთან მიდიოდა, სათარგმნად, მხოლოდ ცალკეული სიტყვები და ფეაზები მიჰქონდა. სავარაუდოდ, ფლამელი ძველი ებრაული ტექსტის გადათარგმნას ცდილობდა. ნიკოლა ტექსტზე წლების მანძილზე მუშაობდა, ვიდრე ცოლმა არ ურჩია, მეცნიერი რაბინისთვის მიემართა. მაგრამ, ყველა ებრაელი უკვე დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ, ფილიპ II ოგიუსტის (1165-1223 წწ.) მიერ იყო საფრანგეთიდან განდევნილი და მას ესპანეთში მოუხდა წასვლა. 2 წელი ეძებდა ის საჭირო ადამიანს და ბოლოს, როგორც იქნა მიაგნო მეცნიერს, რომელიც კარგად ერკვეოდა როგორც ებრაულ სიმბოლოებში, ისე მისტიკაში. როდესაც ამ უკანასკნელმა საიდუმლო წიგნის არსებობის შესახებ გაიგო, ყველაფერი მიატოვა და ფლამელთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა. როგორც მოგვიანებით ფლამელი წერდა, მათი მოგზაურობა არც თუ ისე კარგად დასრულდა. რაბინმა მას სიმბოლოების და ნიშნების უდიდესი ნაწილის მნიშვნელობა აუხსნა. მაგრამ, ორლიანში ავად გახდა და ისე გარდაიცვალა, რომ საიდუმლო წიგნი, რომლის გამოც ამხელა გზა გაიარა, თვალითაც არ უნახავს. ხოლო ფლამელმა, მიღებული ცოდნის გამოყენებით, 1382 წლის 17 იანვარს, როგორც ამბობდნენ, ვერცხლის წყლიდან სუფთა ოქროს მიღება შეძლო და წიგნების უბრალო გადამწერი საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. იმავე წელს, მხოლოდ რამდენიმე თვეში, ფლამელი 30-მდე სახლი და მიწის ნაკვეთი იყიდა. ხანდაზმულობის ასაკში ის ქველმოქმედებით იყო დაკავებული: დააფუძნა რამდენიმე ფონდი, ხელს უწყობდა ხელოვნების განვითარებას, აფინანსებდა საავადმყოფოების და სამლოცველოების მშენებლობას. მან ჯერ საკუთარ სახლთან, ხოლო შემდეგ, ქვეყნის მასშრაბით, 8 ეკლესია, ღარიბებისთვის თავშესაფარი და 14 საავადმყოფო ააშენა. საკმაოდ სოლიდურ თანხებს სწირავდა მოხუცთა თავშესაფარებს. უცნობია ასევე, თუ საიდან მოიტანა 1460 წელს, უბრალო ალქიმიკოსმა ჯორჯ რიპლიმ რამდენიმე ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ოქროს მონეტები, რომელიც მან იონიტების ორდენს გადასცა, ევროპაში შემოჭრილი თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ცნობილი მეცნიერები ნ. ტესლა (1856-1943) და ტ. ედისონი (1847-1931) ლაბორატორიებში განმარტოებულები, საიდუმლო ცდებს ატარებდნენ. ზოგიერთი დოკუმენტის თანახმად, ისინი ახალი მოწყობილობებით და ზუსტი ხელსაწყოებით, ლითონისგან ხელოვნური ოქროს მიღებას ცდილობდნენ. XIX საუკუნის II ნახევარში აშშ-ს სამეცნიერო წრეებში კარგად იყო ცნობილი სტივენ ემენსის სახელი. ის სახელგანთქმული ქიმიკოსი, გამომგონებელი და რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. გარკვეული ხანის შემდეგ, ემენსი უფრო შორს წავიდა და ექსპერტებს 4 მექსიკური დოლარი მიუტანა ანალიზისთვის. მან იქვე მოაჭრა თითოეულ მონეტას ნახევარი და საკუთარ ლაბორატორიაში გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ, მონეტების მეორე ნახევრებიც გადასცა კომისიას. აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე მონეტის იმ ნახევარში, რომელიც პირველად გადაეცა კომისიას, ოქრო არ იყო, ხოლო მეორე ნაწილი – ვერცხლის გარდა, ოქროსაც შეიცავდა. 1900 წ. სტივენს ემენსს, პარიზის მსოფლიო გამოფენაზე, ხელოვნური ოქროს შექმნის პროცესის საჯარო ჩვენებას დათანხმდა. მაგრამ, მოულოდნელად გაუჩინარდა და მას შემდეგ არავის უნახავს. კაცობრიობის ისტორიაში უამრავი მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული, რაც ეჭვქვეშ აყენებს დოგმას, ოქროს ხელოვნურად მიღების შეუძლებლობის შესახებ.
ეგვიპტეში ალქიმიით მხოლოდ ქურუმები იყვნენ დაკავებული და ის საიდუმლო კულტად ითვლებოდა, თავისი რიტუალებით და მაგიური წეს- ჩვეულებებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალქიმიკოსობა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, რდაგან მსგავსი საქმიანობა კანონით იკრძალებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ალქიმიური ექსპერიმენტებით კაცობრიობის უჭკვიანესი ადამიანები იყვნენ დაკავებულები. მათ შორის: ფრენსის ბეკონი (1561-1626), ავიცენა (980-1037), ლაიბნიცი (1646-1716), სპინოზა (1632-1677), ნიუტონი (1643-1727) და ბევრი სხვა.
როგორც ამბობენ, ყველა დიდ იდეას მხოლოდ საკუთარი წამებულები და გმირები კი არა, შარლატანებიც ბევრი ჰყავს. ალქიმიკოსობა დაწყევლილი იყო კათოლიკური ეკლესიის მიერ და ინგლისში და საფრანგეთში ოფიციალურად აკრძალული იყო. ტყუილში მხილებულ ალქიმიკოსებს, ისე ახრჩობდნენ, როგორც ფულის გამყალბებლებს. თუმცა, გამყალბებლების სახრჩობელისგან განსხვავებით, მათი სახრჩობელა მოოქროვილი იყო. ხოლო, თუ ნამდვილ ალქიმიკოსს დაიჭერდნენ, რომელსაც მართლა შეეძლო ხელოვნური ოქროს მიღება, პატიმრობას უსჯიდნენ და იქამდე აწამებდნენ, ვიდრე ოქროს მიღების საიდუმლოს არ გათქვავდა. წამების მსხვერპლი გახდა, ზემოთ ხსენებული ალქიმიკოსი ალ. სიტონიც. საქსონიის კურფიურსტი კრისტიან II ყველანაირად ცდილობდა მისთვის ფილოსოფიური ქვის საიდულმოს გაგებას. მაგრამ, ალქიმიკოსი გარდაიცვალა და საიდუმლო სამარეში წაიღო. ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნური ოქროს მიღების იდეით შეპყრობილი ადამიანები, სახიფათო პრპფესიას თავს მხოლოდ სახრჩობელაზე ასვლით ან ციხის წამების კამერაში მოხვედრის შემდეგ ანებებდნენ. საინტერესო და დამაინტრიგებელ ალქიმიას მიმდევრები დღესაც ჰყავს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ტესტ-ვიქტორინა: «ოქროს ციებ–ცხელება»
595 8-ს მოსწონს
|