სიახლეები კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი ეკონომიკაზე 2018, 31 ივლისი, 15:48
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის „რეალიდან“ „იუვენტუსში“ £ 99 მილიონად გადავიდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი 5 ოქროს ბურთის მფლობელია. 438 მატჩში 450 გოლის გატანა შეძლო ( „რეალის“ მაისურით). ამჟამად იგი 33 წლისაა. კრიშტიანუ მხოლოდ სტატისტიკით არაა გამორჩეული. მას დიდი გავლენა აქვს სოციალურ მედიაზე და „CR7“ ბრენდის შემქმნელიცაა.
აუდიტურმა კომპანიამ, KPMG-მ, ჩაატარა კვლევა იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს რონალდუ ეკონომიკაზე. ქვემოთ კი წარმოგიდგენთ კვლევის შედეგებს.
ანდრეა სარტორი, KPMG-ის სპორტული განხრის ხელმძღვანელი, წერს: „ გარდა ასეთი კარგი ფეხბურთელის შეძენისა, რონალდუს ყიდვა „ბებერ ქალბატონს“ მისი მასიური ფანების ბაზით სარგებლობის საშუალებას აძლევს, რაც კომუნიკაციურ და კომერციულ პერსპექტივებს აჩენს. გვჯერა, რომ „ივენტუსის“ აქციონერები შეძლებენ ამ ინვესტიციის სრულ კაპიტალიზაციას, თუ მათ ექნებათ სოციალური მედიის აუდიტორიის უკეთ მონეტიზებისაკენ მიმართული სტრატეგია, რადგან სავარაუდოა, რომ მომავალ თვეებში კლუბის პოპულარობა მედიაში მნიშვნელოვნად გაიზრდება". რონალდუ წარმატებულად გამოდიოდა „მანჩესტერ იუნაიტედში“, „რეალ მადრიდსა“ და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში. ამან კი საშუალება მისცა შეექმნა საკუთარი, „CR7-ის“ ბრენდი და ცნობილი კომპნიებისთვის რეკლამებშიც მიეღო მონაწილეობა. გასული წლის მონაცემებით ფორბზის ტოპ 100 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენს შორის კრიშტიანუმ მე-3 ადგილი დაიკავა. მან 2017 წელს $108 მილიონის გამომუშავება მოახერხა. წარმატრებულმა ფეხბურთელობამ რონალდუს სოციალურ ქსელებშიც მოუტანა პოპულარობა. მას ტვიტერში, ფეისბუქსა და ინსტაგრამში ჯამში 332 მილიონზე მეტი ფოლოუერი ყავს. KPMG ასევე გვეუბნება: „ იტალიელ გიგანტს მომდებნო სეზონებში ოპერაციული შემოსავლების ზრდა დასჭირდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ბებერი ქალბატონი“ რონალდუსგან 2018/2019 წლის სეზონში დიდ სარგებელს ნახავს. მაგრამ გვჯერა, რომ მომავალ 3 სეზონში „იუვენტუსი“ £66.8 მილიონიდან £89.1 მილიონამდე თანხას გამოიმუშავებს. ეჭვგარეშეა, რომ რონალდუს შეძენა კლუბს ახალ, უფრო ძლიერ, პოზიციაზე დააყენებს სპონსორებთან მოლაპარაკების დროს". კვლევში აგრეთვე წერია, რომ კომერციული შემოსავლები შესძლოა შემოვიდეს ისეთი ადგილებიდან, სადაც „იუვე“ პოპულრობით არ სარგებლობს და ეს კრიშტიანუს პოპულარობის გამო მოხდება. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით ოფიცილური განცხადება გააკეთა „იუვენტუსის“ აქციების ფასი დაახლოებით 32%-ით გაიზარდა. რონალდუს ტრანსფერმა სოციალურ ქსელებზეც მოახდინა გავლენა. თვითერზე „იუვეს“ ფოლოუერთა რაოდენობის ზრდამ 15% შეადგინა, ხოლო ინსტაგრამზე 25%. კრიშტიანუს ტრანსფერით მხოლოდ ფეხბურთელი და „ბებერი ქალბატონი“ არ ისარგებლებენ, ეს Serie A-სთვისაც სასარგებლო იქნება. იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის სპონსორს, TIM-ს, კონტრაქტი ამოეწურა. ხოლო, KPMG თქმით, კრიშტიანუ რონალუს ტრანსფერი დაეხმარება Serie A-ს, რათა ლიგამ უფრო უკეთესი სპონსორი მოძებნოს. 108 შეფასება არ არის
|