x
image
natia.a
საქართველოს რომელი კურორტია სურათზე - ტესტი

image

საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქვეყანაში არსებული ზამთრისა თუ ზაფხულის საკურორტო ადგილები ყოველთვის იზიდავდა მრავალრიცხოვან ტურისტებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობს მსოფლიოში ცნობილი ყველა სამედიცინო პროფილის კურორტი.


განსაკუთრებით აღსანიშნავია კლიმატური პირობები მთიან ზონებში, სადაც თავმოყრილია ბალნეოკლიმატური (ნაბეღლავი, ზვარე, ნუნისი, ტყვარჩელი, ბორჯომი, საირმე, უწერა, სურამი) და სამთოკლიმატური (აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ჯავა, კოჯორი, კიკეთი. მანგლისი) კურორტები.


მასობრივი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს შავი ზღვის სანაპირო. ამ ზონაში განლაგებულია ძირითადად, კლიმატური კურორტები - გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, გუდაუთა, სოხუმი, ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ურეკი და სხვ. კლიმატი აქ ნოტიო სუბტროპიკულია, რბილი ზამთრითა და ხანგძლივი ცხელი ზაფხულით.



კურორტული დასვენების და მკურნალობის კომპლექტში დიდ მნიშვნელობას იძენს მინერალური წყლების გამოყენება. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა ტიპის მინერალური წყალი და არის 2000-ზე მეტი მინერალური წყარო. მინერალური წყლების ბაზაზე მოქმედებს ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტები - ბორჯომში, შოვში, უწერაში, ნაბეღლავში, საირმეში და სხვ.


ქვემოთ გთავაზობთ მცირე ზომის, ძალიან მარტივ კითხვარს, რომლითაც შეძლებთ შეამოწმოთ, ვიზუალურად რამდენად კარგად იცნობთ საქართველოში არსებულ დასასვენებელ ადგილებს. ტესტი უფრო სახალისო ხასიათისაა და სულ ათიოდე ფოტოშეკითხვისგან შედგება. თქვენ უბრალოდ უნდა გამოიცნოთ, საქართველოს რომელი კურორტია ასახული სურათზე.


გისურვებთ წარმატებებს!


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ტესტი: რომელი ქალაქია ფოტოზე - შეამოწმეთ რამდენად კარგად იცნობთ საქართველოსimage


2. 25 თებერვალი: გახსოვთ რა მოხდა ამ დღეს? - ტესტი იმაზე, რაც არასოდეს უნდა დავივიწყოთ...image


3. იცით ვისი ძეგლია ფოტოზე? დარწმუნებული ხართ? - გამოსცადეთ საკუთარი თავი (ტესტი)image


4. ეს სიმღერა ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ ტექსტის ავტორი? არადა ისეთი ცნობილი პოეტია... (ტესტი)image


5. ეს ლექსები ყველა პატარამ ზეპირად იცის, მაგრამ იცით ვინ არის ავტორი? - ტესტი: გამოსცადეთ თავიimage


6. ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ "ვეფხისტყაოსანს" - შეამოწმეთ საკუთარი თავიimage


7. ეს ლექსი ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ ავტორი? - გამოსცადეთ საკუთარი თავი (ტესტი)image

3
7433
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7433
  
2023, 2 აპრილი, 20:37
10 -იდან 10 გამოვიცანი,არა და უმეტეს ადგილზე საერთოდ არ ვარ ნამყოფი
2018, 31 ივლისი, 15:02
მე კი ეჭვი არ მეპარებოდა რომ შენ ყველას გამოიცნობდი, მანჩო
2018, 31 ივლისი, 13:41
ჩემდა გასაოცრად ყველა გამოვიცანი :)
0 1 3