x
image
თათიაა
ვარჯიში სახის კანის გასამკრივებლად
image
პირველი ნაოჭების გაჩენისთანავე კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად კანის გამამკვრივებელ სპეციალურ მარტივ საშუალებებს თუ მიმართავთ შედეგი გაცილებით ეფექტიანი და ხანგრძლივი იქნება. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით შედეგიანია, როცა კანი კომეტიკური საშუალებებით გადაღლილი და მოდუნებულია. თანაც ამ ვარჯიშების უპირატესობა ისიც არის, რომ მათი შესრულება ნებისმიერ დროს და ადგილზე არის შესაძლებელი.

ტუჩების ვარჯიში

დადექით სწორად, იყურეთ პირდაპირ, პირი დამუწეთ. გაიღიმეთ რაც შეიძლება ფართოდ ოღონდ ისე, რომ ბაგეები ერთმანეთს არ დააცილოთ. გაჩერდით ასე 5 წამი, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ტუჩები მოკუმეთ და წინ წამოსწიეთ, თითქოს ვინმეს კოცნით. ამ მდგომარეობაში 5 წამი გაჩერდით და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. გაიმეორეთ 10-ჯერ.


ყელისა და ღაბაბის ვარჯიში

დაჯექით სწორად, თავი უკან გადასწიეთ და ჭერს ახედეთ. პირი დამუწეთ და ყბა ისე ამოძრავეთ, თითქოს კევს ღეჭავთ. მაშინვე იგრძნობთ, რა ინტენსიურად მუშაობს ყელისა და ნიკაპის კუნთები. ვარჯიში შეასრულეთ 20-ჯერ.

ლოყების ვარჯიში

პირი მოკუმეთ, ოყები ჯერ შესწიეთ, შემდეგ კი გამობერეთ. ორივე მდგომარეობაში 10-10 წამი გაჩერდით. ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ.

ქუთუთოების ვარჯიში

დაჯექით გამართულად და ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ, გაიხედეთ პირდაპირ, შემდეგ მაღლა, დაბლა, მარჯვნივ და მარცხნივ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

შუბლის ვარჯიში

რაც შეიძლება ძლიერად შეყარეთ წარბები, შემდეგ მაღლა აზიდეთ და თვალები ფართოდ გაახილეთ. გაიმეორეთ 5-ჯერ.

1
1117
2-ს მოსწონს
ავტორი:თათიაა
თათიაა
1117
  
0 1 1