x
image
_K_
სასარგებლო რჩევები და ხერხები iPhone-ის მომხმარებლებისთვის
image

2016 წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 62%-ს ჰქონდა მობილური ტელეფონი. მომდევნო წელს ეს რიცხვი 5 მილიარდამდე გაიზარდა. ჩვენ ვეღარ წარმოგვიდგენია ცხოვრება სმარტფონების გარეშე, რომლებსაც სხვადასხვა აპლიკაციები აქვთ განსხვავებული სიტუაციების გასამარტივებლად. თუმცა, ხალხის უმრავლესობა მობილურის მხოლოდ რამდენიმე ფუნქციას იყენებს და ზოგჯერ წარმოდგენაც არ აქვს მის ფართო შესაძლებლობებზე. მაგალითად, იცოდით, რომ სელფის გადაღება ყურსასმენით შეგეძლოთ?


ცნობილი ფუნქციების გარდა სმარტფონებს კიდევ ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს, რასაც ჩვენი ცხოვრების გამარტივება შეუძლია სხვადასხვა სიტუაციაში.


სტატიაში Bright Side-ის მიერ შეგროვებულ, აქამდე ნაკლებად ცნობილ სასარგებლო რჩევებს და ხერხებს გთავაზობთ iphone-ის მომხმარებლებისთვის.









1. Airplane mode (თვითმფრინავის რეჟიმი) უკეთესი სიგნალისთვის



თუ შეამჩნევთ, რომ მობილური ინტერნეტი საკმაოდ ნელია, უბრალოდ, 2-3 წამით მობილური airplane mode-ზე გადართეთ. ეს პრობლემას გადაჭრის, რადგან როცა მობილური ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება, ის ავტომატურად დაუკავშირდება უახლოესი სიგნალის ცენტრს, რაც კარგ კავშირს უზრუნველყოფს.

image









2. კარგი ხმა ვიდეოსთვის


ვიდეოს რომ უკეთესი ხმა ჰქონდეს, ხელით დაფარეთ მობილურის მიკროფონი და ხმის წყაროს მიუშვირეთ. ასე ვიდეოში აღარ იქნება არასაჭირო ხმები, რამაც შეიძლება ის გააფუჭოს კიდეც.

image








3. კლავიატურის შორთქათები (სწრაფი აკრეფის ღილაკები)


უფრო სწრაფად რომ დაწეროთ ტექსტი, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზებისთვის შორთქათების შექმნა შეგიძლიათ. მაგალითად, თუ თქვენ გრძელი იმეილის ხშირად წერა გიწევთ, გამოგადგებათ იმეილის შორთქათი, რაც დროს ნამდვილად დაგიზოგავთ.

image








4. სურათის გადაღება ყურსასმენების დახმარებით


გაინტერესებთ, როგორ გადაიღოთ სელფი ისე, რომ სურათში თქვენი ხელები არ ჩანდეს? ეს ძალიან მარტივია. თუ აიფონი გაქვთ, მისი ყურსასმენები გამოიყენეთ, შეუერთეთ ის მობილურს, ჩართეთ კამერა და გადაიღეთ ფოტო ყურსასმენის ღილაკზე თითის დაჭერით. ასევე, შეგიძლიათ სადმე დადოთ მობილური, ჩაატაროთ ექსპერიმენტები და სცადოთ ფოტოს სხვადასხვა კუთხიდან გადაღება.

image








5. რეკლამების გამორთვა


თუ უფასო აპლიკაციებს იყენებთ, ალბათ, ხშირად გაღიზიანებთ ეკრანზე გამოჩენილი არასასურველი რეკლამები. მათგან თავის ასარიდებლად შეგიძლიათ მობილური airplane mode-ზე გადართოთ და ისიამოვნოთ თამაშებითა და აპლიკაციებით!

image








6. სმარტფონი სათვალეების ნაცვლად


თუ კარგად ვერ ხედავთ ან სათვალეები დაგრჩათ სახლში, სმარტფონი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. გახსენით კამერა და იმ ობიექტზე დააჭირეთ, რომლის მკაფიოდ ნახვაც გსურთ, მაგალითად ხილ-ბოსტნეულის ფასების ან მომავალი ავტობუსის ნომრის.

image









7. თვითნაკეთი სტაილუსი


აპლიკაციებზე დასახატად სპეციალური სტაილუსის ყიდვა აღარ გჭირდებათ, შეგიძლიათ მის ნაცვლად ჩვეულებრივი გაფუჭებული ელემენტი გამოიყენოთ. უბრალოდ, შეახეთ მობილურს ელემენტის ნაწილი, რომელზეც "-" (მინუსი) არის გამოსახული და ითამაშეთ ან დახატეთ.

image









8. ენერგიის დამზოგავი რეჟიმი


ალბათ, იცით ბატარეის შემნახველი ხერხები: შეტყობინებების გამორთვა, განათების დაწევა, ვიბრაციის გამორთვა, აპლიკაციების გამოყენებისგან თავის შეკავება... კიდევ ერთი ხერხი არსებობს: დააყენეთ მუქი ფერის სურათი მობილურზე, რის შემდეგაც ეკრანზე მხოლოდ ფერადი პიქსელები განათდება. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მუქი იქნება თქვენი ბექგრაუნდის ფოტო, მით უფრო დიდხანს გაგიძლებთ ბატარეა.

image









9. თქვენი აიფონი რომ სწრაფად იპოვოთ...


"დამირეკე, მობილურს ვერ ვპოულობ"! სწორედ ასე ეძებს ადამიანების უმეტესობა თავის სმარტფონს. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ სახლში მარტო ხართ ან მობილური უხმო რეჟიმზე გაქვთ დატოვებული? გამოიყენეთ Google Device Manager სხვა მოწყობილობიდან (მაგალითად ლეპტოპიდან) იმისთვის, რომ სიგნალი გააგზავნოთ თქვენს მობილურზე. სმარტფონი დარეკავს, სანამ არ იპოვით, მაშინაც კი, თუ ვიბრაციაზე გაქვთ დაყენებული. აიფონის მფლობელებს შეუძლიათ ანალოგიური აპლიკაცია, სახელწოდებით Find iPhone გამოიყენონ.

image










ასევე დაგაინტერესებთ:


1. ნუ მისცემთ სოციალურ მედიას თქვენით მანიპულირების უფლებას! - გაითვალისწინეთ ეს 10 რჩევა

image



2. გსურთ, გაიგოთ, ვინ ეწვია თქვენს Facebook-გვერდს? - ეს უკვე შესაძლებელია!

image



3. ფრთხილად! ინტერნეტ სივრცეში ყველაფერი სხვაგვარად ჩანს

image


0
124
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0