ვარსკვლავები როგორ გამოიყურება პირველი სუპერმოდელი საუდის არაბეთიდან 2018, 30 ივლისი, 13:31 “ქალებს, საუდის არაბეთიდან, უყვართ მოდა. გრძნობენ მოდას და ოცნებობენ."-ეს სიტყვები დიზაინერ ანტონიო გრიმალდის ეკუთვნის. სწორედ მის ჩვენებაზე, რომელიც 2018 წლის 2 ივლისს პარიზში გაიმართა, საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა სუპერმოდელი ახლო აღმოსავლეთიდან, 17 წლის თალიდა თამერი.
![]() ![]() თალიდა თამერი საპორტო ქალაქ ჯიდაში დაიბადა და გაიზარდა. მის კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ოჯახმა: ლიბერალურად განწყობილმა მამამ და განსაკუთრებით, იტალიელმა დედამ, რომელიც საუდის არაბეთში გათხოვებამდე მოდელად მუშაობდა ნიუ-იორკში, ტოკიოსა და მაიამიში, თანამშრომლობდა Giorgio Armani-სთან, Gianfranco Ferre-სთან La Perla-თან. “ბავშვობაში დედაჩემის ლამაზ ფოტოებს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი:“ეს ისაა, რაც მინდა, რომ ვაკეთო."-ამბობს თალიდა. მშობლების მხარდაჭერით, პარიზში გამართულ ჩვენებაში მონაწილეობამდე, თალიდამ უკვე მოასწრო ფოტოგადაღებებში მონაწილეობა. ![]() ![]() ![]() ![]() 133 შეფასება არ არის
|