დიეტოლოგია ვიტამინებით სავსე კოქტეილები წონაში დასაკლებად - 5 გემრიელი რეცეპტი 2018, 28 ივლისი, 16:37 კოქტეილი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმის, სადილის ან სამხარის მაგივრად.
ეს სასმელი კლავს შიმშილს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს და ამდიდრებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. 1. საზამთროს, მარწყვისა და ლაიმის კოქტეილი ![]() ინგრედიენტები: 3 ჭიქა საზამთრო 1 ½ ჭიქა მარწყვი; 1 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი; ½ ჭიქა წყალი. მომზადება: საზამთროს შემოვაცალოთ კანი, მარწყვი გავარჩიოთ, დავასხათ ლაიმის წვენი და წყალი. ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. N2. კიტრის, ნიახურისა და ოხრახუშის კოქტეილი. ![]() ნიახური შეიცავს ბოჭკოებს და ხელს უშლის შეშუპებას; ამცირებს ქოლესტერინის დონეს. 100 გრამ ნიახურს 12 კალორია აქვს. კიტრი ხელს უწყობს მსვილი ნაწლავის მოქმედებას; გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. ოხრახუში ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ინგრედიენტები: 1 საშუალო კიტრი; რამდენიმე ღერი ნიახური ; ½ ჭიქა წყალი; 1 ღერი ოხრახუში. მომზადება: ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ, სანამ ფორმირებული მასა არ ჩამოყალიბდება. N3 კოქტეილი გრეიფრუტის, ანანასის, იოგურგისა და ჯანჯაფილის გამოყენებით ![]() გრეიფრუტი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. ანანასი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ეხმარება ცილის გადამუშავებაში ორგანიზმს. ბერძნული იოგურტი კალციუმისა და ცილის საბადოა. ჯანჯაფილი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. ინგრედიენტები: 1 გრეიფრუტი; 2 ჭიქა ახალი ან გაყინული ანანასის ნაჭრები; ⅓ ჭიქა ბერძნული იოგურტი; 1 ნაჭერი ახალი ჯანჯაფილი. მომზადება: გასუფთავებული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთიანი მასის მიღებამდე. N4 კეფირის, შვრიის, ვაშლისა და დარიჩინის კოქტეილი ![]() კეფირი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გამოაქვს ქოლესტერინი. შეიცავს ბევრ ცილას. დარიჩინი ამცირებს შაქრის დონეს. შვრიის ფანტელები და ვაშლი უზრუნველყოფს დანაყრებას დიდი ხნის მანძილზე. ინგრედიენტები: 1 ჭ კეფირი, ½ მწვანე ვაშლი, 2 ს/კ შვრიის ფანტელი ½ დარიჩინი მომზადება: დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთიანი მასის მიღებამდე. N5 ჯანჯაფილის, თაფლისა და ლიმონის კოქტეილი ![]() 187 5-ს მოსწონს
|