x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
გინდათ ქვის ხანის პური გასინჯოთ?აი თქვენ რეცეპტი

image

აიღეთ ფქვილი ველური ხორბლისგან და ქერისგან, შეურიეთ დანაყილი ფესვები(რომელი კონკრეტულად ქვემოთ გაეცნობით), დაუმატეთ წყალი და გამოაცხვეთ ცხელ ქვებზე კოცონის დანთების შემდეგ.


უახლესი კვლევების თანახმად, ეს არის პურის უძველესი რეცეპტი, რომელსაც აცხობდნენ გვიანდელი პალეოლითის ხანაში 14 ათასი წლის წინათ.


მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თქვენ მიიღებთ პურის ხმიადს, რომლის გემოც არ წააგავს თანამედროვე მრავალმარცვლეულ პურს.


ჩვენი წინაპრებიც ალბათ მსგავს ხმიადებს აცხობდნენ, იმისთვის, რომ მასში ხორცი გაეხვიათ, ასე რომ მეცნიერების ვარაუდით, უძველეს პურს იყენებდნენ უძველეს სენდვიჩის მოსამზადებლად.


"ეს არის უძველესი სამზარეულოს მაგალითი-შერეული კვებითი ინგრედიენტებით, მათ ჰქონდათ ლავაში, შემწვარი გაზელი და სხვა პროდუქტები.ეს არის, რისგანაც იმზადებდნენ სადილს"-აღნიშნა პროფესორმა დორიან ფულერმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.


დიდი ხნის განმავლობაში პური ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია.თუმცა ცოტა რამ ვიცით პურის წარმოშობის შესახებ.


ბოლო დრომდე მიჩნეული იყო, რომ პური პირველად დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 9000 წლის წინ გამოჩნდა.


მაგრამ ახლახან იორდანიაში ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენების შემდეგ პურის დამზადების თარიღმა მინიმუმ კიდევ 5000 წლით გადაიწია.


მეცნიერებმა იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნატუფიის მონადირე-შემგროვებლების ორ სახლში აღმოაჩინეს დიდი წრიული კერა, სადაც ქვით მოკირწყლულ ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა გამომცხვარი პურის ნამცეცები.

image

რადიონახშირბადის ანალიზმა აჩვენა, რომ პური დაახლოებით 14 ათასი წლისაა. ეს დრო შეესაბამება ადრეულ ნატუფიის პერიოდს და გვიანდელ პალეოლითის ხანას.


ნატუფიის კულტურა განვითარებული იყო ლევანტში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში დაახლოებით 11.6 - 14.6 ათასი წლის წინ.


ნარჩენები ძალიან ჰგავს ევროპასა და თურქეთში აღმოჩენილ რამდენიმე ნეოლითურ და რომაულ უფუარ პურს. შესაბამისად, ნათელი ხდება, რომ პურის მსგავს პროდუქტებს სოფლის მეურნეობის წარმოშობამდე ბევრად ადრე აწარმოებდნენ.


24 ნარჩენის ანალიზმა აჩვენა, რომ ამჟამად კულტივირებული ხორბლეულის, მაგალითად, ქერის, ხორბლისა და შვრიის უძველეს გარეულ წინაპრებს მომზადებამდე ჯერ ცეხვავდნენ და შემდეგ ზელდნენ.



14 000 წლის წინანდელი პურის გამოცხობის იორდანიული რეცეპტი:



*დაცეხვეთ ფქვილი ველური ხორბლისგან და ქერისგან;

*დაფშვენით სანაპირო წყლების მცენარეების გამხმარი ფესვები - ისლი ან ლელქაში;

*გააზავეთ წყლით, სანამ პასტას ან ცომს არ მიიღებთ;

*გამოაცხვეთ კოცონის გარშემო შემოწყობილ გავარვარებულ ქვებზე;



9 ათასი წლის წინანდელი თურქული რეცეპტი:


*დაცეხვეთ ფქვილი შინაური ხორბლისგან და ქერისგან;

*დაუმატეთ დაფშვნილი მცენარეები პარკოსანთა ოჯახიდან-მუხუდო ან ოსპი;

* გააზავეთ წყლით ცომის მისაღებად;

*გამოაცხვეთ კოცონზე.


0
218
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0