x
image
გიო თუთიაშვილი
როგორ გახდა უბრალო სოფლელი გოგონა პრეზიდენტი და რატომ უყვარს ის მილიონობით ადამიანს
ხორვატიის პრეზიდენტ კოლინდა გრაბარ-კატაროვიჩის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, როცა ის რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრების მხარდასაჭერად ეკონომკლასის სამგზავრო რეისით ჩაფრინდა. მან მთელი ბავშვობა სოფლად გაატარა და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე არასდროს უფიქრია. მისი ოცნება სტიუარდესობა იყო.


image




კოლინდა ქალაქ რიეკაში დაიბადა, მაგრამ მთელი ბავშვობა იქვე მეზობელ სოფელში გაატარა, სადაც მის ოჯახს ფერმა და საყასბო ჰქონდა. მისი მშობლები გოგონას ოცნების წინააღმდეგნი არ იყვნენ, მაგრამ მანამდე სურდათ, მას კარგი განათლება მიეღო. 17 წლის კოლინდას შანსი გაუჩნდა აშშ-ში სწავლის გაგრძელების, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ზაგრების უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.



image




საპრეზიდენტო არჩევნებამდე მან პარლამენტში იმუშავა, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ში ხორვატიის ელჩიც იყო.


image


46 წლის კოლინდა არა მხოლოდ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ქალი, არამედ თანამედროვე ისტორიაში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მმართველიც გახდა.



image


„მე არავის მივცემ უფლებას, ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ხორვატია განვითარებული ქვეყანა არ გახდება“, - ამ ფრაზით დაიწყო გრაბარ-კიტაროვიჩმა ქვეყნის მმართველის როლში პირველი გამოსვლა.



image



ის ბედნიერია ქორწინებაში და ორი შვილიც ჰყავს - უმცროსი ვაჟი ლუკა და ქალიშვილი კატარინა. კოლინდას 17 წლის ქალიშვილი ციგურებით ფიგურულ სრიალში იუნიორთა შორის ხორვატიის ჩემპიონია.



image


ხორვატიის პრეზიდენტი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, ესპანურად და პორტუგალიურად. იცის ცოტა იტალიური, ფრანგული და გერმანული.


image


2017 წელს ჟურნალმა Forbes-მა გრაბარ-კიტაროვიჩი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რიცხვში შეიყვანა.image



ოფიციალურ შეხვედრებზე სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს კოლინდა ხშირად ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების სახელობის მაისურებს ჩუქნის.





image


ხორვატები თავიანთი ქვეყნის ხელმძღვანელს სახალხო პრეზიდენტს უწოდებენ.



image


ის სასადილოში ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ჩვეულებრივ საკვებს მიირთმევს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაბრძანდება. ბაზარშიც თავად არჩევს და ყიდულობს სურსათს.



image


2018 წლის ჩემპიონატზე ეკონომკლასით ჩაფრინდა და ხორვატიის ნაკრების მატჩებს ტრიბუნებიდან, რიგით მაყურებლებთან ერთად, ადევნებდა თვალყურს.



image


მიუხედავად ფინალურ შეხვედრაში მარცხისა, პრეზიდენტმა ყველა ფეხბურთელს ძალიან ამაღელვებლად გადაუხადა მადლობა.



image



პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ხალხზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ ოჯახზე, უდავოდ აღტაცების ღირსია. კოლინდა ყველაფერს ასწრებს - მოსიყვარულე დედაცაა, ქვეყნის მმართველიც და ფეხბურთის თავგადაკლული ფანიც.



image



image





5
550
7-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
550
  
2018, 28 ივლისი, 19:36
ეს თვითონ მას კითხეთ მიშა თუ ყავს ნანახ?
2018, 28 ივლისი, 18:10
მიშას არ გადაჰყრია სადმე?
2018, 28 ივლისი, 5:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 27 ივლისი, 11:46
ძალიან მაგარი ადამიანია, პრაქტიკულად მან მისცა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ფინალში გასასვლელად სტიმული...
0 1 5