x
image
თორ ნიკე
ევროპული ნაციონალიზმი კვლავ ძლიერდება
ევროპული ნაციონალიზმი კვლავ ძლიერდება


ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 7 მეჩეთი დაიხურება და გააძევებენ ავსტრიიდან 40 იმამს. ეს განაცხადა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა, 2018 წლის 8 ივნისის პრესკონფერენციაზე. "ჩვენს ქვეყანაში არ არის პარალელური საზოგადოების, პოლიტიკური ისლამის, და რადიკალური ტენდენციების ადგილი." - პირდაპირ განაცხადა მან. ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილება ეფუძნება 2015 წელს მიღებულ კანონს, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნების მიერ რელიგიური ჯგუფიების დაფინანსებას. ამჟამად ავსტრიაში მოქმედი 260 იმამიდან, ჯერჯერობით მხოლოდ 40-ს უწევს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ შემოწმებებს"-ო. შსს მინისტრი ჰერბერტ პიკლი იუწყება, რომ დახურვის საშიშროება ემუქრება ყველა იმ მეჩეთს და დაწესებულებას, რომელიც კულტურული და სოციალური თანამშრომლობის თურქულ ისლამურ კავშირშია გაერთიანებული. ავსტრიაში ეს კავშირი განაგებს 60 ორგანიზაციას და მას დაახლოებით 100, 000-მდე წევრი ჰყავს. ავსტრიის ხელისუფლება მას ადანაშაულებს ქვეყანაში თურქული ნაციონალიზმის და ისლამიზმის გავრცელებაში. თურქი რადიკალი მუსლიმების "რუხი მგლების" მეჩეთიც დაიხურება.


ევროპული ნაციონალიზმი კვლავ ძლიერდება


ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა სიცოცხლის ხელყოფის მუქარის მრავალი შეტყობინება მიიღო. ავსტრიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა მოსახლეობა და ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მაგალითად იტალიაში მოქმედი პოლიტიკური პარტიის - "ლიგის" ლიდერი და შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი ამ ამბავს ასე გამოეხმაურა": "ვინც აღიარებს რელიგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას, უნდა გავაძევოთ ევროპიდან." "საფრანგეთის ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ - მარინ ლეპენმა კი განაცხადა, რომ ავსტრიამ მაგალითი მისცა ევროპას, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ორბანმა კი განაცხადა, რომ ეს მიგრაციის ბრალია. ეს გადაწყვეტილება მოიწონა პოლონეთის მთავრობამაც და განაცხადა, რომ ვენის მაგალითს ბევრი სხვა ევროპული ქვეყანაც მიჰბაძავს.



ევროპული ნაციონალიზმი კვლავ ძლიერდება


ეს ყველაფერი მიუთითებს, თუ როგორ იცვლება ევროპის კონტინენტის პოლიტიკური მეინსტრიმი. ვინაიდან არც ავსტრიის კანცლერი კურცი, არც იტალიელი სალვინი ან თუნდაც მთელი იტალიის მთავრობა, არც ორბანი არ ითვლებიან მარგინალებად, ისინი ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობებსა და მოთხოვნებს გამოხატავენ, რომელიც აქამდე სრულიად იგნორირებული გახლდათ ლიბერალური ძალების მიერ ევროპაში. ევროპული პოლიტიკური ამინდი მკვეთრად იცვლება. ევროპაში როგორც ჩანს, ეროვნული განწყობები იმატებს, მულტიკულტურალიზმმა კი ფაქტობრივად შეგვიძლია თამამად აღვნიშვნოთ, რომ კრახი განიცადა.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



3
522
3-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
522
  
2018, 22 სექტემბერი, 9:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ქეთი მარტიაშვილი-ის კომენტარზე
2018, 21 სექტემბერი, 10:01
იმას, რასაც დღეს ევროპა ებრძვის, რომელმაც თავის დროზე უდიდესი შეცდომა დაუშვა - ყველა სახიფათო ელემენტისა თუ აგრესიული რელიგიების თავისუფალი მოქმედების მიცემით, საკუთარი ქვეყნების ტერიტორიაზე - ჩვენ რატომღა ვუშვებთ და ვეფერებით? ანუ, რატომ ვისვამტ გველს უბეში?
2018, 27 ივლისი, 9:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3