საზოგადოება ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები - თქვენ რომლის გჯერათ? 2018, 24 ივლისი, 9:35 მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ცრურწმენების ძალიან ცოტა სივრცეა, ადრე ისინი ისტორიის ნაწილს წარმოადგენდნენ, რამაც დიდი როლი ითამაშა მაშინდელი კულტურისა და საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხში. რა არის სინამდვილეში ისინი, უბრალოდ ლეგენდა, ბებიების მიერ მოგონილი საშინელი ისტორიები თუ სინამდვილის მარცვალი?
სამწუხაროდ, დღესაც არის ხალხი, რომელთაც აქვთ ცრურწმენების საკუთარი კომპლექტი ტრადიციულად შემორჩენილი. რომელია მათგან ყველაზე გავრცელებული? 1. შავმა კატამ გადაგირბინათ? ეს ძალზედ გავრცელებული ცრურწმენა, რომელიც დღესაც ატარებს არსებით ხასიათს, შუა საუკუნეებში აღმოცენდა. მაშინ, რატომღაც მიაჩნდათ, რომ გასათხოვარ ქალს თავი შორს უნდა დაეჭირა კატებისგან, ვინაიდან კატის სული ეშმაკთან ასოცირდება. ამიტომ, მანდილოსნებს, რომლებსაც ჰყავდათ სახლში კატები და უყვარდათ ისინი, ვერ გათხოვდებოდნენ სწორედ ზემოხსენებული მიზეზის გამო, ვინაიდან კატის სხეულში არსებული დემონური სული იმოქმედებდა ქალის აურაზე. 2. ღამით საღეჭი რეზინის ღეჭვა ახლობლის სიკვდილის მომასწავებელია. ღამით საღეჭი რეზინის ღეჭვით გამოწვეული ახლობლის სიკვდილი, თურქეთში დამკვიდრებული ცრურწმენაა. 3. ცხენის ნალი წარმატებისთვის და თვალისაგან დასაცავად. ეს ცრურწმენაც ფართოდ გავრცელებულია და ბევრი თქვენგანი დღესაც ხედავს ვინმეს ან საკუთარი კარის თავზე მიმაგრებულ ნალს, რომელიც ძველი ცრურწმენებიდან გამომდინარე, ბოროტი თვალისგან დასაცავად და წარმატების მოსატანად გამოიყენებოდა, ვინაიდან სტანდარტულ ნალს აქვს შვიდი ხვრელი, შვიდი რიცხვი კი როგორც მოგეხსენებათ ბედნიერებასთან ასოცირებული რიცხვია. 4. პარასკევი დღე 13 რიცხვი. პარასკევი დღის 13 რიცხვი მე-19 საუკუნეში ცრუმორწმუნეთა წყაროდ იქცა, ხოლო მასზე კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვინ და რის საფუძველზე მოიგონა, არ არსებობს. უბრალოდ, დღესაც შემორჩა ხალხს ამაზე რწმენა და 13 რიცხვის პარასკევ დღეს საქმეს, ბიზნესი იქნება ეს, ბანკეტი თუ მგზავრობა, თავს არიდებს, უბრალოდ სჯერათ, რომ ეს დღე დაწყევლილია და წარუმატებელი იქნება. 5. ჩიტის სკლინტს სიმდიდრე მოაქვს. რუსეთში გავრცელებული ფორმაა ეს ცრურწმენა, რომლის თანახმად, თუ ჩიტმა თქვენ ან თქვენს მანქანას დაასკლინტა, აუცილებლად ფულს და სიმდიდრეს გიქადით ბედი. 6. ერთი ასანთით სიგარეტის სამ ღერზე მოკიდება. ყირიმის ომიდან, პირველ მსოფლიო ომამდე იყო ეს ცრურწმენა გავრცელებული, რომლის თანახმად, სამი ჯარისკაცი, რომლებიც ერთი ასანთის ღერით მოუკიდებდა თამბაქოს, უეჭველი მტრის ტყვიის მსხვერპლი გახდებოდნენ, ვინაიდან სანამ ისინი ბოლთას სცემდნენ, სნაიპერისთვის ადვილი შესაძლებელი იყო, მოუმზადებელი ჯარისკაცისთვის შუბლი გაეხვრიტა. თუმცა, დღესაც საკმაოდ გვრცელებული ფორმაა. 7. ე.წ. ნიჩურიტი. ნიჩურიტი, ანუ თითების გადაჯვარედინება უძველეს ხასიათს ატარებს. თითების გადაჯვარედინებას უძველეს დროში ქრისტიანები გამოიყენებდნენ ბოროტი სულების განსადევნად, ვინაიდან თითებს ჯვრის ფორმა ეძლეოდა. თუმცა მას ჩვენს დროში თეთრი ტყუილისთვის იყენებენ. 8. დაცემინებაზე "ჯანმრთელობის" თქმა. დღესაც ფართოდ გავრცელებული ფორმაა დაცემინების დროს შემდეგი ფრაზები: "ჯანმრთელობა, დღეგრძელობა" და ა.შ. ამ ცრურწმენას კი დასაბამი პაპმა, გრიგოლი დიდმა მისცა, რომლის თქმითაც დაცემინების დროს ადამიანის სხეულს სული ტოვებდა და მას უსურვებდნენ ზემოხსენებულს, რათა სული წარმატებით დაჰბრუნებოდა სხეულს. 9. თარსი 13 რიცხვი. დღემდე უცნობია, თუ რატომ თვლიან 13 რიცხვს წარუმატებლად და თარსად, თუ რომელი ჭორის საფუძველზე და სად შეიქმნა ამ რიცხვზე ამხელა აჟიოტაჟი. უბრალოდ ბევრი დღესაც გაურბის ამ რიცხვს, მაგალითად: არ აგებენ 13 საფეხურიან კიბეს, 13 სართულიან შენობას და ა.შ. 10. ხელისგულის ქავილი. მრავალი ვარიაცები არსებობს ამ ცრურწმენასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თუ მარცხენა ხელისგული გექავებათ, აუცილებლად ფულს მიიღებთ, თუ მარჯვენა - დაკარგავთ. ორივე ხელისგულის ქავილის შემთხვევაში კი უმჯობესია, ექიმს გაესინჯოთ. 11. ახალი ცოცხი ახალ სახლში, ახალ წელს... თუ ყოველივე ახალს ახალი ცოცხით შეხვდებით და გახვეტავთ, წარმატება და იღბალიც გარანტირებული გაქვთ, აი, ასეთი ახსნა აქვს ცრურწმენას ცოცხებზე, რომელიც ცოცხებზე გავრცელებული ცრურწმენებიდან ერთ-ერთია. 12. გატეხილი სარკე. მოგეხსენებათ, რომ სარკესთან დაკავშირებულია ბევრი მისტიკურობა. თუმცა, არსებობს ცრურწმენებიც, რომლის თანახმად სარკის გატეხვა ზიანს და უიღბლობას მოგიტანთ, ვინაიდან ცრურწმენების დასკვნით სარკეში ბოროტი სულები სახლობენ და მისი გატეხვის შემთხვევაში ისინი გარეთ გამოდიან. 13. ხეზე ან ხის ავეჯზე დაკაკუნება. როგორც ცხადია ძველი მონაყოლებიდან, კეთილი სულები ხეში ცხოვრობდნენ, მასზე უაზროდ დაკაკუნებით კი ვანრისხებთ ამ კეთილ სულებს და ეს ცუდის მომასწავებელია. 155 11-ს მოსწონს
|