საზოგადოებრივი ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი 2018, 23 ივლისი, 19:45 კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა - კოლხეთის აკადემია. ფაზისის, ახლანდელი ფოთის მახლობლად მე-3 - 6 საუკუნეებში არსებული უმაღლესი საფეხურის სასწავლებელი. მასზე დღემდე შემორჩენილია ერთადერთი პირდაპირი ცნობა ბერძენი ფილოსოფოსის - თემისტიოსის მიერ (ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დაახლოებით 317-388 წლებში). მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ თემისტიოსის მამას, ევგენიოსს, და თვით თემისტიოსსაც ამ სასწავლებელში რიტორიკული განატლება მიუღიათ. თემისტიოსი ხაზს უსვამს, რომ კოლხეთი უაღრესად კულტურული ქვეყანაა და იგი მეცნიერებისა და ხელოვნების მუზების ტაძარს წარმოადგენს. არავითარი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ თუ რა პროგრამებით და რა ენაზე მიმდინარეობა იქ სწავლება ან ვინ ასწავლიდა. თემისტიოსი აღნიშნულ წერილში არ ასახელებს კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის დამაარსებელს, თუმცა მას ბრძენსა და სათნოს უწოდებს. კოლხეთს თემისტიოსი იმ დროის მსოფლიოში კულტურულად ყველაზე დაწინაურებულ ელადას ადარებს. იმ დროს განსწავლა ათენშიც შეიძლებოდა, მაგრამ სპეციალიზებული რიტორიკული სკოლა მხოლოდ კოლხეთში არსებობდა. ამ სასწავლებელში განუყოფელი იყო ფილოსოფია და მჭევრმეტყველება. თემისტიოსი იმასაც ამბობს, რომ კოლხეთის უმაღლეს რიტორიკულ სკოლაში მეზობელ ბარბაროსთა წესებისდამიხედვით ისართ ტყორცნა და ოროლთ სროლა ან ჯირითი კი არ ისწავლებოდა, არამედ ამ სკოლის აღსაზრდელები რიტორიკულ ხელოვნებაში იწრთობოდნენ და ელინთა დღეობებზე ბრწყინავდნენ. ამ ცნობას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის აღზრდილების ბერძნულ ენაში გაწვრთნილობასა და კლასიკურ ბერძნულ ლიტერატურაში საფუძვლიან განსწავლულობაზე მიუთითებს. რიტორიკულ სასწავლებელში იღებდნენ ბერძნული ენის მცოდნე ახალგაზრდებს. ეს კი გვაფიქრებინებს მოსამზადებელი სკოლის არსებობაზე. თემისტიოსის ცნობიდან ისიც ჩანს, რომ კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა თავისი შინაარსითა და მიზანმიმართულებით ძვ. ბერძნული და რომაული რიტორიკული სკოლებისგან ბევრად არ უნდა განსხვავებულიყო და ცოდნის იმ მინიმუმის დაუფლებას მოითხოვდა, რაც ორატორისთვის ციცერონისა და კვინტილიანეს შეხედულებით იყო გათვალისწინებული. ისევე, როგორც რომაულ რიტორკულ სასწავლებელში, აქაც უთუოდ ასწავლიდნენ ლიტერატურას, ასტრონომიას, მუსიკას, მათემატიკას, ძირითადად კი ფილოსოფიისა და სამართლის საფუძვლებს. რიტორიკულ ხელოვნებას იმჟამინდელ კოლხიდაში პრაქტიკული გამოყენებაც ჰქონდა. აგათია სქოლაასტიკოსის (536-582 წწ.) საისტორიო თხზულებაში დაცულია ცნობა კოლხი პოლიტიკური მოღვაწეების (აეტი, ფარტაძი და სხვ.) ბრწყინვალე ორატორული გამოსვლების შესახებ. ცხადია, ეს ცოდნა მათ თანმიმდევრული და საფუძვლიანი სწავლით მიიღეს. "ბერძნები ჩინებულად იცნობდნენ კოლხეთს. ვარაუდობენ, რომ კოლხეტსი ძლიერი იყო ჰეკატეს, ჰერაკლეს, რეა-კაბალეს, აზიას, ინდური შივას კულტიც კი. რომ რეა იგივე ფაზისი იყო. რომ ოლიმპიური ასპარეზობანი პელოპონესში კოლხეთიდან შევიდა." ნ.კ. შპრინგელი. მედიცინის ისტორია. " ფაზისში (ფოთში) რომ შედიხარ მარხნივ აღმართულია ქანდაკება ღმერთქალი ფასიანესი. გარეგნობით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წინწილა უპყრია. აგრეთვე მისი სავარძლის წინ ლომები წვანან და თვით კი ზის როგორც ფიდიასის ქანდაკება მეტროონში". თავად ქალაქ ფაზისის სახლეს რაც შეეხება აღსანიშნავია, რომ ფასიდი იყო ჰელიოსის (მზის ღმერთის) და ოკეანიდ ოკიროეს შვილი, კოლხთა წინაპარ კოლხოსის მამა. ის ასევე იყო მდინარე ფაზისის ღვთაება, ეს იყო ძველი კოლხეთის სანაოსნო მდინარე რომლითაც არგო შემოვიდა, ამ მდინარეს დღეს რიონი ეწოდება. თავიდან ფაზისი ამ მდინარის ახლოს დაარსებული იქნა კოლონისტ მილეტელ ბერძენთა მიერ, შემდგომ ისინი გაკოლხდნენ და დღეს ამ ქალაქს ფოთი ეწოდება. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 1170 4-ს მოსწონს |
Kurt Polycarp Joachim Sprengel (1766–1833) - was a German botanist and physician who published an influential multivolume history of medicine, Versuch einer pragmatischen Geschichte der Arzneikunde (1792–99 in four volumes with later editions running to five) and several other medical reference works.
Higher Rhetorical School Colchis - Colchian Academy. Phasis, near present-day Poti, a high school in the 6th-3rd centuries BC. The only direct reference to it has survived to this day by the Greek philosopher Themistocles (lived and worked around 317-388). One of his letters mentions that Themistocles' father, Eugene, and Themistocles himself received a rhetorical education at this school. Themistocles emphasizes that Colchis is a highly cultural country and it is a temple of muses of science and art. There is no information about what programs and in what language are taught there or who taught them. Themistocles in this letter does not name the founder of the Higher Rhetorical School of Colchis, though he calls him wise and virtuous. Colchis is compared by Themistocles to the most culturally advanced Greece in the world at that time. At that time education was also possible in Athens, but a specialized rhetorical school existed only in Colchis. Philosophy and theology were inseparable in this school.
(ფლავიუს არიანე II ს.)