x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138464
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
თუ სოკო გიყვართ... 5 მარტივი რეცეპტი
image

I. ქამასოკო ტომატით


ინგრედიენტები:


ქამასოკო — 400 გრ.

ხახვი — 1 თავი (პატარა)


ნიორი — 2-3 კბილი

პომიდორი — 4-5 ცალი

ტომატ-პასტა — 2-3 ს. კ.

ოხრახუში — 2-3 ღერი

ზეთი — 4 ს. კ.

მარილი და პილპილი — გემოვნებით


მომზადება:


1. მოამზადეთ სოკო: გარეცხეთ და გაწმინდეთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით. თუ სოკო სუფთაა (სუპერმარკეტიდან არის), შეგიძლიათ არ გარეცხოთ და მხოლოდ გაწმინდოთ > გაყავით თითოეული სოკო 4 ნაწილად.

2. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი > გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით პომიდორი.

3. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე > მოშუშეთ ხახვი და ნიორი, ისე რომ ოქროსფერი მიიღოს.

4. დაუმატეთ სოკო > შუშეთ 3-4 წთ. > დაუმატეთ ტომატი, პომიდორი და მწვანილი > კარგად მოურიეთ.

5. დაუმატეთ მარილი და პილპილი > გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი.

6. სითხე რომ აორთქლდება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით.

image

II. შემწვარი სოკო არაჟნით (სამარხვო და ჩვეულებრივი)


ინგრედიენტები:


ქამასოკო — 500 გრ.

ხახვი — 1 ცალი

არაჟანი — 200 მლ.

მარილი — 0, 5 ჩ. კ.

პილპილი — 0, 5 ჩ. კ.

ზეთი — 4 ს. კ.


მომზადება:


1. დაჭერით სოკო თხელ ფირფიტებად (სუპერმარკეტებში დაჭრილი სახითაც იყიდება). სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სოკო 4 ნაწილად გაჭრათ.

2. დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად ან პატარა კუბიკებად.

3. გააცხელეთ ზეთი > შეწვით სოკო საშუალო ცეცხლზე. თან დროდადრო ურიეთ.

4. წვენი მთლიანად რომ ამოშრება, დაუმატეთ ხახვი > მოშუშეთ კარგად, შეწითლებამდე.

5. დაუმატეთ არაჟანი, მარილი და პილპილი > როდესაც არაჟანი ადუღდება, დაახურეთ ტაფას სახურავი > შუშეთ დაბალ ცეცხლზე. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ცოტა წყალიც დაამატოთ.

6. გააჩერეთ ცეცხლზე 5-15 წუთი. შეგიძლიათ წვენი სრულად ამოაშროთ ან საწებლად დატოვოთ.

P.S. თუ სამარხვო კერძს ამზადებთ, არაჟნის ნაცვლად, ბოლო ეტაპზე, გემოსა და არომატისთვის, 1 კბილი, პრესში გატარებული ნიორი დაამატოთ.

image

III. შემწვარი სოკო ბრინჯით


ინგრედიენტები:


ქამასოკო — 300 გრ.

ბრინჯი — 100 გრ.

ხახვი — 1 თავი (დიდი)

სტაფილო — 1 დიდი ან 2 პატარა

ნიორი — 4 კბილი

სუნელები — 1 ჩ. კ.

წითელი მწარე წიწაკა — 1 ცალი

ოხრახუში — 1 კონა

მწვანე ხახვი — 1 კონა

ზეთი — 3 ს. კ.


მომზადება:


1. მოხარშეთ ბრინჯი

2. გაასუფთავეთ სოკო > მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში > იმდენი წყალი დაასხით, რომ სოკო თავისუფლად მოძრაობდეს ქვაბში > წყალი რომ ადუღდება, 5 წუთი ხარშეთ (ქამასოკო მალე იხარშება) და მარილი დაამატეთ > მოხარშული სოკო თუშფალანგზე მოათავსეთ.

3. ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად და მოშუშეთ ზეთში.

4. ვიდრე ხახვი იშუშება, გახეხეთ სტაფილო > დაამატეთ ხახვს > მოშუშვა გააგრძელეთ.

5. სოკო კუბიკებად დაჭერით > დაამატეთ ხახვს და სტაფილოს > მოურიეთ და დაამატეთ სუნელები, დაჭრილი ნიორი და წიწაკა > შუშეთ 5 წუთის მანძილზე, თან ურიეთ.

6. დაამატეთ მოხარშული ბრინჯი > კარგად მოურიეთ > დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 2 წუთი.

7. დაამატეთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი > გადმოდგით ცეცხლიდან.

image

IV. სოკოს კოტლეტი (სამარხვო და ჩვეულებრივი)


ინგრედიენტები:


სოკო (ნებისმიერი) — 1 კგ.
ხახვი — 2 თავი
კვერცხი (აუცილებელი არ არის, მის ფუნქციას შვრიის ფაფა შეასრულებს) – 2 ცალი

შვრიის ფანტელი — 200 გრ.
საფანელი — 2 ს. კ.

ქინძი — 1 კონა

პილპილი და მარილი – გემოვნებით

საფანელი — ამოსავლებად

ზეთი — შესაწვავად


მომზადება:


1. სოკო მოხარშეთ მარილიან წყალში.

2. გადაიტანეთ თუშფალანგზე, რომ კარგად დაიწკრიტოს > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.

3. შვრიის ფანტელი მოათავსეთ პატარა ქვაბში ან თასში > დაასხეთ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ დაიფაროს > დააფარეთ სახურავი.

4. დაჭერით ხახვი და მწვანილი წვრილად.

5. თასში შეურიეთ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი > შეანელეთ მარილით და პილპილით. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად სქელი არ იქნება, დაუმატეთ 3-4 კოვში ფქვილი.

6. ფარში დაყავით გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში.

imageV. ქამასოკოს სალათა


ინგრედიენტები:


ქამასოკო — 300 გრ.

ნიორი — 1 კბილი

ლიმონის წვენი — 1 ს. კ.

ლიმონის ცედრა — 0, 5 ჩ. კ.

ზეითუნის ზეთი — 100 მლ.

მარილი ან სოიას სოუსი — გემოვნებით

შაქარი — 1 მწიკვი

დაფქული პილპილი — გემოვნებით

დაფქული წითელი წიწაკა — 0, 5 ჩ. კ.

ოხრახუში — რამოდენიმე ღერი

ზეთი (ნებისმიერი) — სოკოს შესაწვავად


მომზადება:


1. სოკო კარგად გაწმინდეთ ქაღალდის პირსახოცით (არ გარეცხოთ, რადგან დიდი დრო იქნება საჭირო სითხის ასაორთქლებლად) > პატარა ზომის სოკოები არ დაჭრათ, ხოლო დიდი - 4 ნაწილად გაჭერით.

2. თასში ერთმანეთს შეურიეთ: ზეთი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი ან სოიას სოუსი, შაქარი, პილპილი და წიწაკა, ლიმონის ცედრა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე წვეთი ბალზამიკო (არომატისთვის).

3. სოკო შეწვით ზეთში, 10-15 წუთის მანძილზე, ვიდრე კარგად არ დაწითლდება.

4. დაელოდეთ, ცოტა რომ შეგრილდება > გადაიტანეთ თასში, რომელშიც დანარჩენი ინგრედიენტები არის შერეული > კარგად აურიეთ და წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageრჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)
imageimageimage

2
3098
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3098
  
2018, 26 ივლისი, 22:13
კარგი რეცეპტია და მიხარია, რომ კომენტარებში დაწერეთ ახლა, 5 კი არა, უკვე 6 რეცეპტია :)
2018, 26 ივლისი, 9:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2