სისხლის სამართალი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მალხაზ კობაურის ადვოკატმა მის დაცვაზე უარი განაცხადა 2018, 22 ივლისი, 12:11 ![]() ამონაწერი ექსპერტიზის დასკვნიდან:"კონტეინერი ლორა ჯოი სმიტის ნაცხი უკანა ტანიდან, გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც ერთი ეკუთვნის მალხაზ კობაურს, მეორე ნაწილი ეკუთვნის ლორა ჯოი სმიტს" ![]() ![]() შეგახსენებთ, ადვოკატის აყვანის შემდეგ მალხაზ კობაურმა თავდაპირველი აღიარებითი ჩვენება შეცვალა და ამბობდა, რომ სმიტები ორმა უცხოელმა დახოცა, მას კი დაემუქრნენ, რომ თუ ამბავს გათქვამდა დედმამიშვილებს დაუხოცავდნენ. ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ კობაურის ადვოკატმა დავით გირგვლიანმა მის დაცვაზე უარი განაცხადა: საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო შემდეგი განცხადება! ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზი კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელზეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე! ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისათვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული! სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ!"-წერს სოციალურ ქსელში გირგვლიანი. ![]() ![]() ![]() ხადის ხეობაში მოკლული რაიან სმიტის, ლორა სმიტისა და მათი 4 წლის ვაჟიშვილის ცხედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში კიევბის გავლით გადაასვენეს. გადასვენების ხარჯები აშშ-ს საელჩომ დაფარა. გარდაცვლილების ოჯახის წევრების თხოვნით, საელჩო მათი დაკრძალვის ადგილის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. 241 7-ს მოსწონს |
ცხოვრების გაგრძელებას... წყეულები!!!