x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"აი ესაა შეშლილი მსოფლიო" - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ჯუჯა სახელმწიფოები!

დედამიწაზე არის ისეთი დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლების შესახებაც შესაძლოა არაფერი იცოდეთ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე "ჯუჯა"სახელმწიფოებს...


image



10. ტუვალუ


image


სახელმწიფო მდებარეობს წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში, ავსტრალიასა და ჰავაის შორის. სანაპირო ზოლის სიგრძეა — 21 კმ. განთავსებულია 4 კუნძულზე, ქვეყნის ხმელეთის საერთო ფართობი 26 კმ²-ია და ამ მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ჯუჯა სახელმწიფოა. ქვეყანა აღმოჩენილ იქნა 1568 წელს, ესპანელი მეზღვაურის ალვარო დე მენდანიას მიერ. მოსახელობა 2014 წლის მონაცემებით 11 000 არ აღემატება. ტუვალუს ტურისტები ხშირად სტუმრობენ, თუმცა როგორც ცნობილია, ადგილობრივები არცისე სტუმართმოყვარენი არიან. ნაურუს დედაქალაქია - ფუნაფუტი.





9. ნაურუ


image


ჯუჯა სახელმწიფო მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მისი ფართობი შეადგენს 21, 3 კმ²-ს, მოსახლეობა კი — 10 084 ადამიანს(2012 წლის მონაცემებით). ნაურუმ დამოუკიდებლობა 1968 წელს გამოაცხადა, ქვეყანას დედაქალაქი არ აქვს. როგორც ცნობილია, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჭარბწონიანია. როგორც ტუვალუში, ასევე ნაურუშიც ტურისტები არ მოსწონთ.





8. ჰუტ რივერის სამთავრო


image


ეს რამდენიმეკაციანი დასახლება, ავსტრალიაში, ამავე სახელწოდების პროვინციაში მდებარეობას. იგი ლეონარდ კასლიმ დააარსა და მან თავისი მეურნეობა ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამ ადგილს ბევრი ქვეყანა სახელმწიფოდ არ აღიარებს, მაგრამ აქ მცხოვრებთ აქვთ საკუთარი ვალუტა, პასპორტები და განსხვავებული პრინციპებით ცხოვრობენ. ამ ჯუჯა სახელმწიფოში დაახლოებით 35 ადამიანი ცხოვრობს, ფართობი 75 კვ.კმ- ია.





7. პალაუ



image


ალაუს რესპუბლიკა კუნძულებზე მდებარეობს და სხვადასხვა ზომის 300 კუნძულს აერთიანებს. ეს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ჩვენს პლანეტაზე. მისი ტყეები სავსეა უნიკალური ჯიშის ხეებითა და ჩიტებით. ქვეყნის ფართობი 459 კვ.კმ-ია, ხოლო მოსახლეობა 22 000-მდე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პალაუში 130-მეტი ზვიგენის სახეობა ბინადრობს.





6. ნიუე


image


ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესი ადგილია, აქ ტურიზმი განვითარებული არ არის. ქვეყანა დამოკიდებულია უცხოეთის დახმარებაზე. განსაკუთრებით დიდ დახმარებას ის ახალი ზელანდიისგან იღებს. დედაქალაქი პატარა სოფელს ჰგავს და აქ მხოლოდ 600 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულებს აქვს საკუთარი აეროპორტი და სუპერმარკეტი, რომელიც სახელმწიფოში ერთადერთია. მთლიანობაში ნიუეში 1200 მდე მოქალაქეა, ხოლო ქვეყნის ფართობი 292 კვ, კმ-ია.





5. სტ კისტი და ნევისი


image


ახელმწოფო ორ კუნძულზე მდებარეობს, სენტ კიტსა და ნევისზე. შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო შაქრის ინდუსტრიაა. კუნძულები მდებარეობს კარიბის ზღვაზე, თუ აქ ცხოვრების მსურველი იქნებით, აუცილებლად უნდა შეიძინოთ 400 000 დოლარიანი ბინა. ქვეყნის ფართობი 261 კვ.კმ-ია და მოსახლეობა 15 000 -ზე მეტი.





4. სებორგას სამთავრო


image


მცირე მოსახლეობით დასახლებული ტერიტორია იტალიაში მდებარეობს და მას მარჩელო პირველი განაგებს. არაღიარებულ სახელმწიფოს ჰყავს თავისი არმია, რომელიც 3 კაცისგან შედგება, მას ორი მესაზღვრე იცავს. ასევე ჰყავთ თავდაცვის მინისტრი. ფართობი 4, 91 კვ.კმ -ია. ხოლო მოსახლეობა 312 კაცისგან შედგება. სებორგას სამთავრობოს მსოფლიოს სხვა ქვეყნები არ აღიარებენ.





3. მოლოსიას რესპუბლიკა


image


0, 055 კვ.კმ და მხოლოდ 7 მოსახლით, მოლოზიელები თავს დედამიწაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებენ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკა კევინ ბაუმ შექმნა და ის აშშ-ში, ნევადაში მდებარეობს. მოსახელობა შედგება თავად ბაუსგან, მისი ოჯახისგან, 3 ძაღლის, 1 კატის და 1 კურდღლისგან, რათქმაუნდა სხვა ქვეყნები მოლოზიის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ(სასაცილოდაც ჟღერს). ასევე ძალიან საინტერესოა, რომ ამ ოჯახურ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ჰიმნი და დროშაც. 2018 წლის მაისში რესპუბლიკა 41 წლის გახდა.





2. მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი


image


ამ ჯუჯა სახელმწიფოს ფართობი 0, 012კვ.კმ-ია. გარდა ვატიკანისა, რომში არის კიდევ ერთი პატარა სახელმწიფო, რომელსაც მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენს უწოდებენ. სახელმწიფო აერთიანებს 3 შენობას, მათგან ორი რომში მდებარეობს, ხოლო მესამე მალტის კუნძულზე. ქვეყანას აქვს საკუთარი ვალუტა, მანქანის ნომრები და პასპორტები. ამ წუთისთვის მოსახლეობა ოფიციალურად ცნობილი არ არის.





1.სილენდის სამთავრო


image


ჯუჯა სახელმწიფოს ფართობი 0.004 კვ, კმ-ია. კუნძულზე ცხოვრობს 27 ადამიანი. არაღიარებული სახელმწიფო 6 მილითაა დაშორებული დიდი ბრიტანეთიდან. მას მართავს თვითგამოცხადებული ლიდერი, პრინცი რეგენტი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიპოვოს ბარონის, ან ჰერცოგის სტატუსი. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს ვებ-გვერდზე შეხვიდეთ და წოდებისთვის რამდენიმე ასეული ფუნტი გადაიხადოთ.










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}





1. "მიწაა, ბატონო, ქართული მიწა!...." - რა მოხდა თურქეთის საბაჟოზე

2. ასაკი მხოლოდ ციფრებია - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ბებია

3. რას ნიშნავს იყო ორი შვილის დედა - სახალისო ილუსტრაციები

4. როგორ გადარჩებიან გამოქვაბულში დარჩენილი ბავშვები? - უცნაური შემთხვევა ტაილანდში, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო!

5. ანგუსის ხორცი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

6. თავდაპირველად ხე ეგონათ, მაგრამ ამოღების შემდეგ გაოცებულნი დარჩნენ!

7. ვინ არის ეკაპოლ ჩანანტაპოგი?

8. საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება


0
1530
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0