კოლექციები საიზოლაციო ლენტი ქსოვილის ნაცვლად: მოდაში შემოდის სამარცხვინო საცურაო კოსტიუმები 2018, 22 ივლისი, 20:59 ![]() თამამად გადამალეთ საცურაო კოსტიუმები კარადაში. აღმოჩნდა, რომ ამ ზაფხულის ყველაზე ცხელი ტენდენცია არის (არავითარი კლასიკა)- წებოვანი ლენტა, წერს Metro. დიახ, თქვენ სწორად ამოიკითხეთ, და ეს მშვენივრად წარმოაჩინა Black Tape Project -მა მაიამიში გამართულ საცურაო კოსტიუმების კვირეულზე. პროექტი „შავი საიზოლაციო ლენტი“ - მხატვარ ჯოელ ალვარესის ნამუშევარია. მან მოდელების სხეულები მოხატა საიზოლაციო ლენტით, დაუფარა რა ყველა ინტიმური ნაწილები.![]() ყველაზე საინტერესო საიზოლაციო ლენტში არის ის, რომ არ იწელება ან არ ვარდება, როგორც ჩვეულებრივი საცურაო კოსტიუმი და ერთნაირიც არასოდეს იქნება -შესაძლებელია შექმნა სხვადასხვა გიჟური მოდელები. ![]() Getty Images კონსტრუქციები საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ გვიჩნდება რამოდენიმე შეკითხვა. ![]() Getty Images არ აძვრება ასეთი „საცურაო კოსტიუმი“ მზის დამცავ კრემს რომ წავისვამთ, ჩავიძირებით ზღვის წყალში ან უბრალოდ როდესაც გავოფლიანდებით? ![]() Getty Images თუ საიზოლაციო ლენტი უბრალოდ ჩამოსრიალდება და გამოაჩენს მკერდს ან ბიკინის ზონას, განა ეს ლამაზი იქნება? ![]() რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: ლენტის მოშორებისას, ეპილაციის მსგავში შეგრძნება იქნება? ![]() ერთის მხრივ დადებითი მხარეა საკუთარი საცურაო კოსტიუმის შექმნა - ის, რომ საჭირო არაა მაღაზიებში სიარული და შესაფერისი ზომის მოძებნა- თქვენ მარტივად მიიწეპებთ ლენტებს იქ, სადაც გჭირდებათ. ![]() ![]() გარდა ამისა, ეს ტენდენცია ბოლოსდაბოლოს შესაძლებლობას იძლევა მთლიანად გამოყენებულ იქნას ყუთებში შემორჩენილი მთელი საიზოლაციო ლენტი. მოგეწონათ ასეთი იდეა? ***იხილეთ ასევე:1. სკანდალი რეკლამაში: ჩაუცმელი მამაკაცები ( + 18 )2. ესთეტიკისა და ვულგარულობის სახიფათო სიახლოვე***1895 12-ს მოსწონს
|