x
image
alex999
საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას.


image


"საქართველო კვლავაც მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით.


პოზიტიური დღის წესრიგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში. რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}

1. დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება

2. ცხოვრება ბუნების სიღრმეში. წარმოგიდგენთ ულამაზეს მთის სახლებს (+40 ფოტო)

3. ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც ადამიანის გამოცნობა ყველაზე კარგად შეუძლია

4. ჰგავს თუ არა სანდრას მისი რძალი? - ვინ არის მადინა მელა?

5. მიზეზი გაგაოცებთ - რატომ არ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს?

1
125
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
125
  
2018, 20 ივლისი, 0:57
მშვენიერი პასუხია. რას ითხოვს ის დედაწაკლული რუსი მაშინ თქვას და შეთავაზება გაგვიკეთოს რის ნაცვლად რას შვება... ულტიმატუმის ენით გვეუბნება ნატოზე უარი თქვითო, უარი რომ ვთქვა შენ რას აკეთებ მერე შე წაკლა მაიმუნო? ბოლომდე რომ ადვილად მომინელო იმიტომ ვთქვა უარიო ნატოზე? რამე შეთავაზება მაინც გაგვიკეთოს რომ ტერიტორიებს მოგცემთ და ვითანამშრომლოთო....
0 1 1