ვარსკვლავები ასაკი მხოლოდ ციფრებია - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ბებია 2018, 20 ივლისი, 14:55 დედამიწაზე ცხოვრობენ ისეთი ქალებიც, რომლების ასაკის გაგონებაზე გაოცებულნი ვრჩებით, შესაძლოა ჩვენს გარშემოც გვყვავდეს ასეთები. რას მიირთმევენ და როგორ ახერხებენ სილამაზის შენარჩუნებას, რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს. დღევანდელი ჩვენი სტატიის ვარსკვლავი სერბი სუპერმოდელი ზაკლინა ბერიდო პისანოა ზაკლინა ბერიდო პისანო წარმოშობით სერბია და ამჟამად ცხოვრობს იტალიაში, პროფესიით მოდელია, ძალიან უყვარს მეუღლე და დროის უმეტეს ნაწილს შვილიშვილებთან ერთად ატარებს. მისი ერთ-ერთი უპირატესობა სიმაღლეა, ლამაზი ფეხების, ვიწრო წელის და საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის მიუხედავად, მას 2 შვილიშვილი ჰყავს. ნამდვილად, ეს ულამაზესი მოდელი 29 წლის ქალიშვილის დედაა და ასევე 2 ბავშვის ბებიაა, აქედან ერთი ბიჭი, ხოლო მეორე გოგონაა. "მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბებია:" - ზაკლინა ბერიდო პისანო წელს 48 წლის გახდება. მოდელი ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც უზომოდ შეუყვარდა მამაკაცი, რომელიც ახლა მისი მეუღლეა და მასთან ერთად ულამაზესი ოჯახი შექმნა. ბავშვის გაჩენის შემდეგ, ზაკლინა მალევე დაუბრუნდა თავის ფორმას. სპორტი და სწორი კვება მისი სექსუალურობის უპირველესი საიდუმლოა. ინსტაგრამის ანგარიშზე, მას მილიონობით გამომწერი ჰყავს. ხშირად უსმამენ კითხვას, თუ როგორ ინარჩუნებს სილამაზეს, ასაკის მიუხედავად... ზაკლინა რა თქმა უნდა, თაყვანისცემლებს თავის საიდუმლოს უმხელს, მისი თქმით, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ სწორ კვებას და რეგულარულ სპორტს. ძირითადად იკვებება თევზეულობით, თუმცა ხშირად ამზადებს სადილზე ხორცის კერძებსაც. ყოველდღე აუცილებლად მიირთმევს ავოკადოს და სხვადასხვა ხილის სახეობებს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ზაკლინას აზრით, სპორტის გარეშე არაფერი გამოვა... როგორც ცნობილია, ზაკლინა 10 წლიდან ყოველდღე 45 წუთს ატარებს სპორტ-დარბაზში. "სპორტის და სწორის კვების გარდა, აუცილებლად უნდა იყოთ სულიერად მშვიდი და პოზიტიური", არ უნდა იყოთ ნევროზით დაავადებული, რაც ადამიანს ყველაზე მეტად უბიძგებს სიბერისკენ" "ყველაზე ძლიერი გრძნობა, რაც კი დღეს გამაჩნია, არის ის, რომ მე ვარ ბებია და ჩემი შვილიშვილები ამგავრად მომმართავენ, სულიერად ვმვიდდები და ვწყნარდები, მივხვდი, რომ ეს არის საუკეთესო გრძნობა, რასაც დღეს ვგრძნობ" - წერს საკუთარ ინსტაგრამის ანგარიშზე. როგორც ცნობილია, მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ბებია დღეში საშუალოდ 6 საათს ატარებს შვილიშვილებთან ერთად. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. რას ნიშნავს იყო ორი შვილის დედა - სახალისო ილუსტრაციები 2. დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება 3. ცხოვრება ბუნების სიღრმეში. წარმოგიდგენთ ულამაზეს მთის სახლებს (+40 ფოტო) 4. ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც ადამიანის გამოცნობა ყველაზე კარგად შეუძლია 5. ჰგავს თუ არა სანდრას მისი რძალი? - ვინ არის მადინა მელა? 11846 7-ს მოსწონს
|