x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ - ავთანდილ ხურციძე

imageქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მას რუსეთის სახელით ასპარეზობა სურს.


"რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ აღარ. ის თბილისელი სომეხი ვერ შევამჩნიე. ქართველები და სომხები ჩამოგვანან ერთმანეთს.მე რუსის პონტში ვარ ჰაჰაჰა. რავარი მაგარი "პადერჟკა" ცოდნიათ რუსებს, ჩვენ რომ ვიძახით ქართველები გასაჭირში ვუდგევართ ერთმანეთსო თუ არა ლხინში ყველა კი დადგება ბიძიაო ჰაჰააჰა, ლექსიც როგორი შინაარსიანი დამიწერა რუსმა, სვანური ქუდი ეხურა თავზე და ესე დამამახსოვრა თავი. ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ. აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია. დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ თავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით), ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება. მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს. რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ჩაქუჩა კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე მსროკავდნენ. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს "კლიჩკა" სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წსრმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად.ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს.ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?! "


image

7
301
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
301
  
2018, 3 სექტემბერი, 14:47
კაი დაემართა მერე? მოხვდა ციხეში.. რომ გეუბნებიან რომ არ იურთიერთო კრიმინალებთან, არ უნდა იურთიერთო... მაგარი ბიჭი :)) ეგ რომ კაი იყოს ხურციძე ვერ დამასწრებდა ნამდვილად :დ
2018, 20 ივლისი, 16:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 20 ივლისი, 16:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 19 ივლისი, 22:51
100%
2018, 19 ივლისი, 13:38
მაინც არ ხარ მართალი, ავთანდილ... შენი ნებაა, ვისი დროშა აფრიალო წინ და უკან, მაგრამ მთავრობას და სამშობლოს ნუ აურევ, ძამა, ერთმანეთში((
2018, 19 ივლისი, 11:24
ეს უკვე შანტაჟია, თუმცა თავის მხრივ მართალიცაა. უცხოეთში ქართველი პრაქტიკულად უპატრონოდაა მიტოვებული იმ ქვეყნის მოქალაქე თუ არაა.
ჩვენს საელჩოებს და საკონსულოებს მათი ბედი ნაკლებად აღელვებთ.
0 1 7