მსოფლიო ტრამპი აღიარებს რუსეთის სიძლიერეს: ექსპერტი ვაშინგტონ-რუსეთის მოლაპარაკებას აფასებს 2018, 17 ივლისი, 12:52 "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰელსინკის სამიტზე იყო ძალიან ძლიერი" – განაცხადა შეერთებული შტატების ლიდერმა, დონალდ ტრამპმა. " მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არაჩვეულებრივად გავატარეთ დრო და მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები"- ამბობს დონალდ ტრამპი. "ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის: ბირთული შეიარაღება, ომი და მშვიდობა, სირია, ეკონომიკა, უკრაინა და ასევე ისრაელი. პოლიტოლოგმა იგორ რიაბოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს შორის შეხვედრის დეტალები მსოფლიოში ყველაზე აქტუალურად განიხილებოდა. "ორ ქვეყანას შორის საუბრის რადიკალურად ახალი ტონი გამოიკვეთა. განსაკუთრებით ეს ეხება ტრამპს - ეს არის პოლიტიკოსი, რომლის ქმედებებშიც ბევრი პიროვნულია. ტრამპი ახლა ამერიკის მთლიან საგარეო პოლიტიკას გადახედავს ახლებურად, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობას, მოლაპარაკებების შედეგებით ის კმაყოფილი უნდა იყოს. სხვა საქმეა, ახლა რა სირთულეები დგას ტრამპის წინაშე ამერიკის მედიაში ატეხილი ისტერიკის გამო. ტრამპის ოპონენტები მას უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებენ, მას "თავისუფალი სამყაროს" მოღალატეს უწოდებენ მოლაპარაკებების ჩატარების გამო, - აღნიშნა იგორ რიაბოვმა ექსპერტის თქმით, ამ ისტერიის ტალღა ნათელია. ტრამპი დამნაშავეა მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ სურს იცხოვროს ძველ ვირტუალურ სამყაროში პოლიტიკურ ფეიკებთან ერთად. გლობალისტური ხედვის ანგაჟირება მსოფლიოში და იდეოლოგიური ზეწოლა ქვეყანის, რომელსაც აქვს მსოფლმხედველობა და სურვილი, იბრძოლოს სუვერენიტეტისთვის. რუსეთმა უკვე დიდი ხანია დაიბრუნა სუვერენიტეტი, ამერიკული ელიტა კი დარჩა სადღაც 1990 წელში. მათ ეჩვენებათ, რომ აგრესიული ანტი-რუსული პროპაგანდა, საინფორმაციო და პოლიტიკური პროვოკაციები და სანქციები დააბრუნებს რუსეთს ამერიკის მსოფლმხედველობის დაქვემდებარებაში. ტრამპმა გათვალა რეალური პოლიტიკის სცენარები და არა ვირტუალური სამყაროსი. ამ სცენარებში ის აღიარებს რუსეთის ძლიერებას და ჩვენ ქვეყნას ძლიერ კონკურენტად მიიჩნევს. მაგრამ ისინი, ვინც ილუზიაში ცხოვრობენ, ძალიან შიშობენ, რომ აშშ-ს ლიდერი ანგრევს ბოლო ათწლეულების მანძილზე კოლოსალური რესურსებით შექმნილ ილუზიების სამყაროს და თვლიან, რომ როდესაც ასეთი სამყარო ჩამოინგრევა, ეს ნამდვილად კრიზისი იქნება. მსოფლმხედველობის მსოფლიო კრიზისი აშშ-ში შიდა პოლიტიკურ თემას წარმოადგენს და არაა ჩვენი პრობლემა ", - დასძინა ექსპერტმა. პოლიტოლოგის აზრით, ტრამპმა პუტინის დახმარებაც მიიღო. აშკარად მოლაპარაკებების ძლიერი ნაწილია ის ფაქტი, რომ გაჟღერდა 2016 წელს კლინტონის კამპანიის შტაბ-ბინაში დემოკრატიული კამპანიის დაფინანსების წმინდა დანაშაულებრივი სქემები . როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ჩვენ დავინახავთ ამ შეხვედრის შედეგებს, რომელსაც სერიოზულად შეუძლია შეცვალოს მსოფლიო" – ამბობს რიაბოვი. 98 შეფასება არ არის
|