მსოფლიო რა საკითხები განიხილეს დონალდ ტრამპმა და პუტინმა ერთიერთზე ორ საათზე მეტხანს? 2018, 16 ივლისი, 19:51 ![]() შეხვედრა ჰელსინკში რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ერთიერთზე შედგა. დაგეგმილი იყო, რომ ორ ლიდერს შორის კომუნიკაცია საათნახევარს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მოლაპარაკებამ ორ საათზე მეტხანს გასტანა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს ლიდერთან დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰელსინკის მოლაპარაკებები წარმატებული იყო. " მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბატონ დონალდ ტრამპთან შეხვედრა შედგა გულწრფელ და საქმიან ატმოსფეროში. მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა ძალიან წარმატებული და სასარგებლოა ", - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა მიმდინარე მოვლენების საკითხები და რუსულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივები. ახლა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. 54 შეფასება არ არის
|