სიახლეები „ტოიოტა პრიუსის" ეკონომიურობა ბლეფია - მევლუდ მელაძე 2018, 16 ივლისი, 14:33 "პრიუსის" ეკონომიურობა ბლეფია!!! - არ დამეზარა და ჩავატარე ექსპერიმენტი. 3 დღე ვმოძრაობ ავტომობილით, რომელიც 100 კილომეტრზე 13-14 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ოღონდ დავდივარ ისე, როგორც პრიუსის ხელსაწყოების დაფა მიკარნახებდა. შედეგი სახეზეა! უფრო სწორად ფოტოზე. 34.9 ანუ დაახლოებით 6.7 ლიტრი 100 კილომეტრზე. ეს კი ზუსტად ნახევარია. აქედან დასკვნა - გასაღები მართვის სტილშია და არა აკუმულატორების რაოდენობაში. ტოიოტა სხვაზე ადრე მიხვდა ამას და მიგვაჯაჭვა ხელსაწყოების დაფაზე გამოსახულ ციფრებს ისედაც დანერვოზებული ხალხი. მოკლედ შეიძინეთ ნებისმიერი დაბალკუბატურიანი და შედარებით ახალი ავტომობილი პრიუსის ფასად და გარწმუნებთ უფრო დიდხანს იცხოვრებთ
ერთი რამე გამომრჩა, კონდიციონერიც ჩართული მქონდა და ეხლა ვნანობ, თორემ ეჭვი მაქვს, პრიუსის შედეგსაც დავსვავდი 2595 5-ს მოსწონს 4-ს არა |
ძნელია დამიჯერეთ, მევლუდი ნებისმიერი მანქანის ძრავის მოსმენით უნახავად გეტყვით ძრავის ტიპს და სიმძლავრეს.
ერთია რას წვავს ვაკეზე და მეორეა რას წვავს ქალაქის ან გზატკეცილზე, უღელტეხილის გადალახვისას.
იყიდიან 20 000 დოლარად ჯიპს და გაზის აპარატურას უყენებენ. :))
რეკლამა გამომივა, თორემ გეტყოდით რომელი ოპერატორის საწვავი ჩაასხათ მანქანებში. ძრავაც სრული სიმძლავრით იმუშავებს და საწვავსაც დაზოგავთ.