სხვა როგორ გავათეთორთ ფერშეცვლილი და დალაქავებული თეთრი სამოსი 2018, 13 ივლისი, 13:55 როდესაც სახლში პატარა ბავშვია, სარეცხი არ ილევა. ზოგიერთი ლაქა კი ისეთი რთულად ამოსაყვანია, რომ ჩვეულებრივი სარეცხის ფხვნილები ვერ უმკლავდებიან და გვიწევს უარი ვთქვათ საყვარელ მაისურსა თუ პერანგზე.
გთავაზობთ გათეთრების საუკეთესო მეთოდს. მისი უპირატესობა ისაა, რომ ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან მზადდება და ძვირადღირებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჩამორჩება.
დაგჭირდებათ:
10 ლიტრი მდუღარე წყალი
1 ჭიქა სარეცხის ფხვნილი 1 ს.კ. სოდა 4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი 4 ს.კ. მათეთრებელი 1. მოამზადეთ სამოსი რეცხვისთვის. ნუ შეგეშინდებთ, თუ ფერადი პრინტითიაა. 2. ჩაყარეთ ემალირებულ ჭურჭელში ყველა ინგრედიენტი და დაასხით მდუღარე წყალი. 3.კარგად აურიეთ ხის ჯოხით, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად გაიხსნას წყალში. 4.მოათავსეთ ამ სითხეში ტანსაცმელი და დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 20 წთ-ის განმავლობაში. 5.გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ ნივთები იგივე სითხეში გასაცივებლად მთელი ღამით. 6.დილით ამოიღეთ ტანსაცმელი სითხიდან და გარეცხეთ სარეცხის მანქანაში. რეცხვის შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ლაქები, რომელთაც ადრე ქიმიური საშუალებებით ვერ უმკლავდებოდით, უკვალოდ გაქრება თუ ლაქები არასაყოფაცხოვრებო წარმოშობისაა: მანქანის ზეთი, საღებავი, ქიმიური რეაქტივები... მათი ამოყვანა უფრო რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ნიშადურის სპირტი და თხევადი საპონი გახსენით ცივ წყალში, თანაბარი პროპორციებით.ჩაალბეთ ამ სითხეში დალაქავებული ადგილი და 10 წუთის შემდეგ ეს ადგილი ხელით კარგად გარეცხეთ, ამოჭეჭყეთ :) ამის შემდეგ კი სარეცხის მანქანაშიც გარეცხეთ. 62 შეფასება არ არის
|