x
image
ბოჩოლა
მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა
88 წლის ასაკში, თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა. image

მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იყო მოთავსებული.image

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1_ელ აგვისტოს თბილისში დაიბადა. image

1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. image


პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში " ქაჯანა", სადაც კატოს როლი შეასრულა. image

სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში " ქეთო და კოტე" და " გაზაფხული საკენში". image

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებში " ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", " ჭრიჭინა", "აბეზარა", " მაია წყნეთელი", "შეხვედრა მთაში" შესრულებული როლებისთვის. image

იყო მხატვრული ფილმების "მოლოდინი" (1970), "კოშკები სდუმან" (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის "თბილისი, პარიზი, თბილისი) სცენარის ავტორი და რეჟისორი.









0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჩოლა
ბოჩოლა
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0