x
image
natia.a
ერეკლე II-ის შვილიშვილისა და მუსულმანი პოეტის თავბრუდამხვევი სიყვარულის ამბავი - უცნობი ისტორია...
image


საქართველოს ისტორიაში ბევრი ამაღელვებელი სასიყვარულო ამბავია, რომელთა შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. მათ შორის არის მეფე ერეკლეს შვილიშვილის, ანასტასია ციციშვილის ტრაგიკული სიყვარული...


ანასტასია ერეკლე მეორის ქალიშვილის, მარიამ ბატონიშვილისა და თბილისის მოურავის, დავით ციციშვილის ასული იყო. იგი ზაზა ანდრონიკოვზე ყოფილა დანიშნული, თუმცა ეს ნიშნობა მხოლოდ გარიგების შედეგი იყო და ახალგაზრდებს ერთმანეთის მიმართ გრძნობა არ ჰქონიათ. თუმცა ამ ურთიერთობას ბედნიერი დასასრული არ ეწერა - ზაზა ანდრონიკაშვილი ქორწილამდე მდინარეში ბანაობისას დაიხრჩო. მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიას საქმრო არ უყვარდა, მისი სიკვდილი მაინც ძალიან განიცადა და საშინელ დეპრესიაში ჩავარდა.


იმ დროს საქართველოში ძალიან პოპულარული იყო აშუღური პოეზია. აშუღი იყო საზანდარ-მოშაირე, სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. აშუღური პოეზია უმეტესწილად სამიჯნურო ხასიათის იყო და ავტორი თავადმე ასრულებდა სიმღერას რომელიმე სიმებიანი საკრავის თანხლებით. აშუღებს ხშირად იწვევდნენ ქართველი დიდგვაროვნების სახლებში ქეიფებისა და ლხინის დროს სტუმრების გასამხიარულებლად.




image


სწორედ ერთ-ერთი ასეთი აშუღი, ალავერდა საზანდარი მოუყვანეს ანასტასიას გასამხიარულებლად.


ალავერდა იმდროინდელ თბილისში სახელგანთქმული აშუღი და ქალაქის არისტოკრატული ოჯახების ხშირი სტუმარი იყო. მის შესახებ გრიგოლ ორბელიანიც წერდა თავის ერთ-ერთ ლექსში:


„სულით ერთნო, მოლხინენო, აწ შეკრბით,

თასით, ჯამით, ყანწით, აზარფეშებით.

ალავერდა დასვით თასით ნაქებით,

ხოჯა ბულბულ ტკბილის ხმით აღუღუნეთ“.



თუმცა ალავერდა ანასტასიას ახლობლებმა მხოლოდ პოეტური ნიჭის გამო არ შეარჩიეს - მას ადამიანებთან ურთიერთობისა და თანადგომის განსაკუთრებბული უნარი ჰქონდა, რაც იმ დროს დეპრესიაში მყოფ ქალიშვილს ასე სჭირდებოდა.


ახალგაზრდა პოეტმა მართლა მოახერხა დამწუხრებული ანასტასიას დამშვიდება და ტკივილიც დაავიწყა... თუმცა უფრო დიდი ტკივილი წინ ელოდათ...


ანასტასიას და ახალგაზრდა ალავერდას ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ორივემ კარგად იცოდა, რომ მათ ერთად ყოფნას არავინ მხარს არ დაუჭერდა, ამიტომ ახალგაზრდა კაცმა სატრფო მოიტაცა და თავის სახლში წაიყვანა, თბილისის აბანოებთან.


ამ ამბავმა არა მხოლოდ ანასტასიას ახლობლები, არამედ მთელი საქართველოს დიდგვაროვნები, მათ შორის კათალიკოს-პატრიარქიც აღაშფოთა და ქალიშვლი სახლში დააბრუნეს. "ის (ალავერდა) მაშინ შევიდა გოგილოს აბანოსთან გამოქვაბულში. მთელი ქალაქი მოდიოდა მისი აზანის (ლოცვა) საყურებლად" - ვკითხულობთ მედეა მაღალაშვილის წიგნში, „XIX საუკუნის პორტრეტები“.


მოგვიანებით ანასტასია გენერალ ივანე ორბელიანის მეუღლე გახდა და ექვსი შვილი შეეძინა: სალომე, ელისაბედი, ელენე, დავითი, ლუარსაბი და სამარაგდონი. აქედან პირველი ცოლად გაჰყვა ყველასათვის კარგად ცნობილ პოეტს -ალექსანდრე ჭავჭავაძეს.


imageსალომე ორბელიანი და ალექსანდრე ჭავჭავაძე


ალავერდა კი სიცოცხლის ბოლომდე ანასტასიას სიყვარულის ერთგული დარჩა. "ანასტასია რომ მოკვდა, იმან სალამური გატეხა, თარი აიღო. მერე აღარც ცოლი შეურთავს“ ( მედეა მაღალაშვილი, „XIX საუკუნის პორტრეტები“).


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ქართველი ქალი, რომელიც ქმარმა ბანქოში წააგო, გერმანელმა პრინცმა კი ცოლად შეირთო - დაუჯერებელი ისტორიაimage


2. ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილიimage


3. იცით ვინ არის ტყვე ბიჭი, რომელიც ჰიმლერს ასე დაჟინებით უყურებს? - დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია...image


4. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარულიimage


5. რატომ მიათხოვეს თამარ მეფის უკანონო და ქართველთა მეფეზე შეყვარებულ უფლისწულსimage


6. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ...image


7. ქალი, რომელმაც ილია ჭავჭავაძის სიყვარული უარყო - მივიწყებული ისტორია...image


5
2300
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2300
  
2018, 3 იანვარი, 2:21
საინტერესო სტატიაა და თან გამოდის,რომ ეკატერინე ჭავჭავაძე და ტატო ბარათაშვილი ნათესავები ყოფილან. ეს აქამდე არ ვიცოდი.
2017, 19 დეკემბერი, 0:57
საინტერესო სტატიაა ნამდვილად.
2017, 18 დეკემბერი, 22:03
არაფერს... ეჰჰჰ. ეჰჰ
2017, 18 დეკემბერი, 21:57
გენაცვალე... მადლობა.
2017, 18 დეკემბერი, 21:54
დამგრუზააა.. საინტერესო იყო ნათი
0 1 5