x
image
ციცი
"გამორიცხულია, მე ქვეყნიდან გავიდე და... სარჩელი, ყადაღა, ინკასო... ახლა უკვე ხანძარი...."-ნიკა გვარამია
image
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში გაჩენილ ხანძარს ნიკა გვარამია სოციალური ქსელით გამოეხმიანა. იგი ამაჯამად საქართველოდან შორს, ოჯახის წევრების მოსანახულებლად ამერიკაში იმყოფება.


"ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც მეუბნებიან (ამერიკაში ვარ), ერთი შეხედვით ზიანი დიდი არაა. თუმცა ხანძრის კერა სწორედ იქაა, სადაც ყველაზე მეტი საკომუნიკაციო კვანძია. ხვალ გვეცოდინება, რამდენად სერიოზულია ზიანი.
p.s პირდაპირი ეთერი არ შეწყდა, რადგან ეთერი დელისის შენობიდან იმართება.
p.p.s გამორიცხულია, მე ქვეყნიდან გავიდე და რუსთავი 2-ის თავს რამე არ მოხდეს - სარჩელი, ყადაღა, ინკასო... ახლა უკვე ხანძარი...."


როგორც მოგეხსენებათ, წუხელ გვინ ღამით რუსთავი 2-ის შენობში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. დამწვარია 40-45 კვ. მეტრის ფართობი. ცეცხლი საწყობში გაჩნდა და დეკორაციების ნაწილი დაიწვა.

გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია და ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.image



image


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ხანძრის შოკიდან გამოყვანა და გამხიარულება მხოლოდ მისმა 10 წლის, წითურმა ბიჭუნამ შეძლო:

"ხანძრის შოკიდან გამოყვანას ცდილობდა მთელი დღე და ბოლობოლო ამწია და გამამხიარულა... ოღონდ 10-ისაც არაა ჯერ
სინამდვილეში, ასე არავის არ ვუყვარვარ სამყაროში. ჩემი რიჟიკა კაცუნა..."-წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" და შილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.image

0
375
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0