x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138426
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
3 მთავარი ცნება ინტიმური ჰიგიენის შესახებ. დაიმახსოვრეთ!
image


ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი და მთავარი საწინდარი ინტიმური ჰიგიენაა. რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს ეს თემა, მისი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და კარგი იქნება თუ ყურადღებით წაიკითხავთ და აუცილებლად გაითავისებთ.


თავის მოვლის დარგში ვიცით, რომ თმა, სახე და ტანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტიმური ჰიგიენა და ამ ჰიგიენის სწორად დაცვა. დღევანდელ სტატიაში კი სწორედ ინტიმური ჰიგიენის სამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე ვისაუბრებთ, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება უბრალოდ აუცილებელია.


1. რატომ უნდა დავიბანოთ ინტიმური ადგილები? გენიტალიები ძალიან ფაქიზი და დაუცველია, საშვილოსნოს ღრუ კი სტერილური, მაგრამ თუ კი იქ ვირუსული ან პათოგენური მიკროორგანიზმები შეაღწევენ, უსისტემოდ გამრავლდებიან და გამოიწვევენ ანთებასა და ქალურ სხვადასხვა დაავადებებს, რამაც შეიძლება სავალალო შედეგამდეც მიგიყვანოთ. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ გინეკოლოგები ინტიმური ჰიგიენის დაცვისკენ, რომლის სწორად დაცვაც ასევე ამ ცნებების ერთ-ერთი შემადგენელი ფაქტორია და მომდევნო საკითხში განვიხილავთ.




2. როგორ დავიბანოთ სწორად ინტიმური ადგილები? საშო თავისთავად სუფთავდება, ამიტომ შიგნიდან დაბანა მხოლოდ იშვიათად და ამის აუცილებელობის შემთხვევაში გვიწევს. თუ კი თქვენ დაარღვევთ pH–ის (წყალბადის იონების კონცენტრაციაა, რომელიც გამოხატავს კანის მჟავა–ტუტოვან წონასწორობას) ბალანსს, შეუქმნით კერას მტრულ ბაქტერიებს. საშოში pH–ის დონე შედარებით დაბალია და იმისთვის არსებობს, რომ თავიდან აგვაცილოს მიკრობები, რომლებიც ზრდის ვაგინალურ ინფექციებს.


სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინების გამო გენიტალიების დაბანა უნდა მოხდეს მხოლოდ გარედან მისადგომ ადგილებზე და ძალიან დიდი სინაზით. შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო საპონი ფერისა და სუნის გარეშე. შხაპის შემდეგ საგულდაგულოდ გამოიმშრალეთ გენიტალიების ყოველი ჭრილი თუ ნაოჭი, რათა ტენიანობის გამო არ გავხადოთ ინფექციების კერა. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ჰიგიენის ამ პროცედურისთვის იქონიოთ ცალკე პირსახოცი, რომელიც ყოველთვის იქნება სუფთა და მშრალი.



3. როგორ არ უნდა დავიბანოთ ინტიმური ადგილები? ინტიმური ჰიგიენის კოსმეტიკური კომპანიები მრავალ საშუალებებს გვთავაზობენ, თუმცა ზედა ორი პუნქტიდან უკვე შეიტყვეთ, რომ აუცილებელია pH–ის დონის შენარჩუნება და ამისათვის საშოს შიგნიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოთ. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ გინეკოლოგები, რომ აუცილებლად გადადოთ და არ გამოიყენოთ ის ინტიმური გელები და სხვა საბანი საშუალებები, რომლებიც გაქვთ შეძენილი, მითუმეტეს როცა არ ვიცით მათი ნამდვილი შემადგენლობა და უვნებლობა ჩვენს ჯანმრთელობაზე.


სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ თქვენს საშოს თვითგასუფთავების ბუნებრივი ფუნქცია გააჩნია, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ თუ არ არსებობს ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც გინეკოლოგის ჩარევაა საჭირო, ამიტომ ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქციის შეძენა და ხშირი გამოყენება მხოლოდ ფინანსების ზედმეტ ხარჯვაზეა მოტივირებული. უმჯობესია ეს სახსრები დაახარჯოთ მანიკურს, სუნამოს, ტუჩსაცხებს და ა.შ და მისცეთ უფლება საშოს თავად იზრუნოს საკუთარ თავზე.



იხილეთ აგრეთვე:


რა მოგვივა თუ ტანს 2 დღე არ დავიბანთ? გაითვალისწინეთ

სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება



0
3373
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0