ისინი მომხიბვლელები და ელეგანტურები არიან, ყურადღებიანი
ქალის მიმართ, ეხერხებათ კომპლიმენტები, შესანიშნავი მოსაუბრე და
საყვარლები არიან....მსგავსი მამაკაცისგან ძნელია ქალმა თავი შეიკავოს და
არ შეიყვაროს...მაგრამ ეს შეიძლება სუსტი სქესის წარმომადგენელს ძალიან
ძვირი დაუჯდეს.
ჟიგოლო-მამაკაცები მიზანმიმართულად კონცეტრირებული არიან შეძლებული
ქალებისკენ, სხვათა შორის ეს მათი ერთადერთი მიზანია, დანარჩენი-ასაკს,
სილამაზეს, ინტელექტს თუ მკერდის ზომას მათთვის არსებითი მნიშვნელობა არა
აქვს.თავიანთ ქსელში ალფონსები ქალს აუჩქარებლად, ჭკვიანურად ხლართავენ,
თავიდან ფინანსებსაც არ ინანებენ "საქმეში" ჩასადებად, ტაქსისთვის,
რესტორნისთვის, ყვავილებისთვის და სხვა საჩუქრებისთვის, ეს ხომ მათთვის
ინვესტიციაა, რომელსაც მალე დივიდენდები მოჰყვება.
რაც უფრო გამოცდილია ალფონსი, მით უფრო ძნელია მისი ზრახვების
ამოცნობა, ნამდვილი პროფესიონალები ძალიან დელიკატურად მუშაობენ, ხშირად
ალფონსი ქალს აჯერებს, რომ მის გარეშე იგი არარაობაა, რომ მას შეუძლია
უყვარდეს ის ასე ძლიერ და მხოლოდ მას შეუძლია იყოს მის მიმართ
ყურადღებიანი.ამიტომაც მარტოხელა ქალები ექცევიან ფსიქოლოგიურ წნეხში და
ისინიც იხდიან და იხდიან, რომ შეინარჩუნონ "სანუკვარი არსება".ზოგიერთი
ალფონსი იმისთანა გამომგონებლური აფერისტობით გამოირჩევა, რომ ის უფრო ადვილია დაიჯერო, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობს, ვიდრე ტყუილს.
ჟიგოლო-ალფონსი-ეს პროფესია რთული და კრეატიულია.იგი sale-მენეჯერია,
რომელმაც თავისი თავი და იდეები მიჰყიდა ქალს.ზოგიერთი მათგანი ერთბაშად
რამდენიმე ქალთან აბავს რომანს.ქალისთვის ალფონსის ამოცნობა ძნელია,
ხშირად სხვები მიუთითებენ, ცდილობენ თვალი აუხილონ, ფაქტები და
მაგალითები მოჰყავთ, მაგრამ ქალი მაგ მომენტში "ბრმა და ყრუა".
P.S.-2013 წლის ივნისში პიატიგორსკში პოლიციას მიმართა ორმა
ქალმა, 32 წლის მამაკაცმა ქალებს აწაპნა საერთო ჯამში 5 მილიონი
რუბლი.როგორც გაირკვა ერთ მათგანს მთელი ერთი წელი ხვდებოდა, ამ ხნის
განმავლობაში თაღლითმა ალფონსმა მოახეხა და ქალის სახელზე რამდენიმე
საკრედიტო სესხი გააფორმა, შემდეგ თანხა მიიღო და უკვალოდ გაქრა, (3, 5
მილიონი რუბლი), იგივე პრობლემა ჰქონდა მეორე ქალსაც, მანაც აიღო კრედიტი
1, 2 მილიონი რუბლი და თავის "საყვარელ" ადამიანს მისცა, იქიდანაც რა
თქმა უნდა მამაკაცი უკვალოდ აორთქლდა.