x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138435
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ამოირჩიე ხილი და ბოსტნეული და გაიგე როგორი ადამიანი ხარ. 5 წუთიანი ფსიქოლოგიური ტესტი
რა უფრო გიყვართ?


ა)კიტრი თუ პომიდორი


ბ)ნესვი თუ საზამთრო.

image


თუ უკვე ამოირჩიეთ იხილეთ პასუხები:


კიტრი და ნესვი:image


ასეთი არჩევანი უფრო მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი. ამ ტიპის კაცები მამაკაცურები და სერიოზულები არიან. ისინი იშვიათად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ და არ აქვთ მიდრეკილება ალკოჰოლიზმისკენ. მათ შორის ბევრი არიან სპორტსმენები და მოგზაურობის მოყვარულები. ქალები ასეთ მამაკაცთან თავს ისე გრძნობენ, როგორც ქვის კედელს ამოფარებულნი. მათი პასუხისმგებლობა ვრცელდება ოჯახურ ურთიერთობებზეც. ისინი მიზანდასახულები არიან და ადვილად აღწევენ კიდევაც მიზანს. მაგრამ მათ ნაკლოვანებებიც გააჩნიათ- რომანტიზმი აკლიათ და ქალები ასეთი ტიპის მამაკაცებისგან ტყვილად ელოდებიან საჩუქრად ყვავილებს.

ამ ტიპის ქალები ხშირად დიდ თანამდებობეს აღწევენ, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ბავშვებივით დაუცველები და უსუსურები არიან-ისინი ცუდი მზარეულები არიან, ოჯახის ბიუჯეტს არასწორად ანაწილებენ და არ უყვართ სარეცხის და ჭურჭლის რეცხვა. სამაგიეროდ ამ ტიპის ქალის სახით მამაკაცი ერთგულ და გაგებულ პარტნიორს შეიძენს.



პომიდორი და საზამთრო

image

ამ ტიპის ადამიანები ძალიან მხიარულები და აქტიურები არიან. ისინი კომუნიკაბელურები არიან, მაგრამ ზოგჯერ მათი ფეთქებადი ხასიათის გამო სკანდალებში ეხვევიან.


მამაკაცები არიან გურმანები, ზარმაცები. უპირატესობას ანიჭებენ ხალათსა და ჩუსტებს, ვიდრე საძილე ტომრებში ძილს.

ქალები არიან ემოციურები, უყვართ ცხოველები და სახლში ყოფნა. მათ გარშემო ყოველთვის თბილი და მყუდრო გარემოა. არ ეხერხებათ ინტრიგების ხლართვა, ვერ იტანენ უტაქტობას და ყოველთვის იმას ამბობენ რასაც ფიქრობენ.

ამ ტიპის ადამიანების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა-გულწრფელობა და უშუალობა.


კიტრი და საზამთრო:
image

ამ ტიპის ადამიანები მუდმივად დაბნეულები არიან. მათი გარეგნული სიმშვიდისა და თავშეკავებულობის მიღმა შიდა დაძაბულობაა. ასეთ მამაკაცთან ცხოვრება ნიშნავს ვულკანთან ცხოვრებას, როცა არც კი იცი როდის ამოხეთქავს. ვერასოდეს ვერ მიხვდები რას ფიქრობს და რა იდეები უტრიალებს თავში.

ქალები არ აწყობენ სკანდალებს წვრილმანებზე. ისინი წყენას გულში იგროვებენ და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ჭურჭელიც კი დაგამსხვრიონ თავზე.


კიტრი-საზამთროს ტიპის ადამიანები შემოქმედი ადამიანები არიან. მათ შორის ბევრი მეცნიერი და გამომგონებელია.



ნესვი და პომიდორი:

image

ამ ტიპის ადამიანები ტაქტიკურები, გაწონასწორებულები და წყნარები არიან. ისინი შინაგანი მგრძნობელობით და ლამაზი სულით არიან დაჯილდოვებულები. უყვართ ლამაზი ნივთები და კარგი გემოვნება აქვთ. ამ ტიპის მამაკაცები უფრო ქალურები არიან. მათგან ხშირად მხატვრები, მუსიკოსები და ხელოვანი ადამიანები გამოდიან. ისინი ნარცისები არიან.

ქალები სიყვარულისთვის არიან დაბადებული და ძალიან ვნებიანნი არიან. ამ ტიპის ქალები ძალიან ერთგული და მზრუნველი მეუღლეები ხდებიან.




საუკეთესო წყვილები:


კაცი "ნესვი-კიტრი" და ქალი "კიტრი-საზამთრო";
კაცი "ნესვი-პომიდორი" და ქალი "ნესვი-კიტრი";
კაცი "კიტრი-საზამთრო" და ქალი "პომიდორი-საზამთრო";
კაცი "პომიდორი-საზამთრო" და ქალი "პომიდორი- ნესვი".


თუ მოგეწონათ ტესტი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!


მსგავსი სიახლეებიimage#ამოირჩიეთ სურათზე მოცემული გამოსახულება და გაიგეთ თქვენი ძლიერი მხარეების შესახებ


#საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი-წინასწარმეტყველება. გაიგეთ რა გელით მომავალში


#მკითხაობა-"ნოსტარდამუსის წრე". მიიღეთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე

0
2173
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0