x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138431
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ეს საშინელება მასწავლებელმა 9 წლის მოსწავლეს სხეულზე შენიშნა
ალბათ ყველა მშობელს გქონიათ შემთხვევა, როდესაც ბავშვს სიცელქითა და დაუმორჩილებლობით გამოუყვანიხართ მდგომარეობიდან და მიგიტყეპიათ, თუმცა ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მომხდარმა ინციდენტმა სრულიად მკითხველი თუ გამგონი შეძრა, უსაშინლესი ფაქტის ჩამდენს კი ვერანაირი გამართლება ვერ მოეძებნა.


გაკვეთილების მსვლელობის დროს მასწავლებელმა ერთ-ერთ მოსწავლეს კანზე ძალადობის კვალი შეამჩნია, გაკვეთილების დასრულებისთანავე კი მას დარჩენა სთხოვა და საკუთარი ვარაუდი გადაამოწმა. 9 წლის მოსწავლის მთელი სხეული საშინელი "შრამებით" (ნაწიბური) იყო დაფარული. გულმოსულ მსაწავლებელს ბევრი ხვეწნა არ დაჭირვებია სიმართლე გაეგო, პატარა ბიჭმა მას მომხდარზე სიმართლე თვითონ უამბო. აღმოჩნდა, რომ ასე სასტიკად 9 წლის ბავშვი დედინაცვალმა ამჯერად მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ მან "პინოქიოზე" ზღაპარი არ წაიკითხა.


imageimageimageimage

როგორც გაირკვა არაბიოლოგიური დედა დიდი ხნის მანძილზე სასტიკად ძალადობდა პატარაზე ლახტით, რეზინის მილით (დუბინკა), ცხელი წყლით. ბედის ყველაზე დიდი ირონია კი მდგომარეობს იმაში, რომ ბიოლოგიურმა დედამ საკუთარ დას ვაჟიშვილი 6 წლის ასაკში საკუთარი სურვილით მისცა "აღსაზრდელად". ბიჭის დეიდა დიდ ქალაქში შეძლებულად ცხოვრობდა, ბიოლოგიური დედ-მამა კი სადღაც გადაკარგულ რაიონში და სიდუხჭირეში, ამიტომ მშობლებმა ჩათვალეს, რომ ვაჟი კარგ აღზრდა-განათლებას მიიღებდა ქალაქის ცენტრში, სადაც ფინანსურად გამართული დეიდა აღზრდიდა.



ბიჭი ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნეს, დედინაცვალ-დეიდას კი სასამართლო პროცესი ელოდება. იმედია, რომ განაჩენი სამართლიანი იქნება და ბავშვზე მოძალადე დედინაცვალი ბოროტად არ გამოიყენებს საკუთარ სახსრებსა და გავლენებს.



იხილეთ აგრეთვე:


რატომ გააშიშვლა მამამ საკუთარი ქალიშვილი, რის შემდეგაც იგი შუა ქუჩაში გაათრია.


ყველაზე დიდი შეცდომები, რომელთაც შვილის აღზრდის დროს ვუშვებთ


იმისათვის, რომ შვილი სწორად ავღზარდოთ...

2
847
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
847
  
2016, 2 დეკემბერი, 14:33
ის ალქაჯი უნდა დაასისხლიანო ამაზე ათჯერ მეტად.
2016, 2 დეკემბერი, 13:03
ასეთი ცხოველები არ უნდა იბადებოდნენ...
0 1 2