x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138553
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512214
ჩვენი კუმირი გმირები პირველ და "უკანასკნელ" როლში
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.

კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

1895 წელს, პარიზში კაპუცინების ბულვარზე ძმებმა ლიუმერებმა წარმოადგინეს ახალი სანახაობა- მათ კინო სწორედ როგორც ატრაქციონი ისე ჩაიფიქრეს. ლიუმერებმა გამოაცოცხლეს გამოსახულება. ოღონდ ეს გამოსახულება ფოტოქაღალდის ნაცვლად ცელულოიდის ფირზე იქნა დაბეჭდილი. მათ წარმოადგინეს ორი ფილმი: დოკუმენტური- „მატარებლის შემოსვლა“ და მხატვრული- „ გაწუწული მებაღე“.

თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი.(რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).

წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, თუმცა მაყურებელს ალბათ არც კი წარმოუდგენია მათ საყვარელ მსახიობებს წარმატებული კადრისთვის თავგანწირული შრომის გარდა "ტრაგედიების" გადატანა რომ უწევთ. ბევრს ისიც ვერ გაუცნობიერებია, რომ ჩვენმა კუმირმა გმირებმა გარკვეული ასაკის შემდეგ დაიწყეს კარიერა და ჩვენთვის საყვარელ როლში საკმაოდ ხანდაზმულიც კი გვევლინება, ბოლოს და ბოლოს პოპულარობა და წარმატება ყოველთვის დროულად ხომ არ მოდის, ზოგიერთის შემთხვევაში კი შეიძლება ითქვას, რომ წარმატება აკვნიდან თანხვედრი გახდა.


მოდით ერთად გადავხედოთ ჩვენი კუმირი გმირების სახეცვლილებას მათი პირველიდან, უკანასკნელ როლამდე.



1. Leonardo DiCaprio. ბევრისთვის საყვარელი მსახიობი, რომელმაც მრავალწლიანი და წარმატებული როლების მიუხედავად ოსკარი წელს პირველად მიიღო, სამსახიობო კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად საპნის ოპერებში ჰქონდა ეპიზოდური როლები, თუმცა მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო 1993 წელს- "ამ ბიჭის ცხოვრება" (This Boy's Life), უკანასკნელი (ჯერ-ჯერობით) კი 2015 წელს -"გადარჩენილი" (Survivor).

image




2. Angelina Jolie. ჰოლივუდის სექს-სიმბოლო სამსახიობო კარიერაში ასევე 90-იან წლებში ჩაება. მისი პირველი როლი შედგა 1995 წელს ფილმში "ხაკერები" (Hackers), ბოლო როლი კი 2015 წელს ფილმში "Riviera".

image



3. Samuel L. Jackson. მისი პირველი როლი შედგა 1989 წელს ფილმში "Do the Right Thing" (მოიქეცი როგორც საჭიროა), ბოლო კი 2016 წელს ფილმში "ლეგენდა ტარზანზე".

image



4. Brad Pitt. ბრედის პირველი როლი შედგა 1989 წელს ფილმში "Cutting Class". მისი ბოლო როლი კი იყო 2015 წელს ფილმში "bearish".

image



5. Robert De Niro. დენიროს პირველი კინო-როლი შედგა 1968 წელს ფილმში "Cheers", ხოლო ბოლო კი 2016 წელს ფილმში "Grandfather of easy virtue".

image



6. Salma Hayek. სელმას პირველი როლი შედგა 1996 წელს ფილმში "From Dusk Till Dawn", ხოლო ბოლო კი 2015 წელს "საშიში ზღაპრები".

image



7. Meryl Streep. მერილ სტრიპის პირველი როლი შედგა 1978 წელს ფილმში "ირმებზე მონადირე" ("The Deer Hunter"), ხოლო უკანასკნელი კი 2016 წელს ფილმში "Florence Foster Jenkins".

image



8. Sandra Bullock. სანდრას პირველი როლი იყო 1993 წელს ფილმში "გაუჩინარება" (Disappearance), ბოლო კი 2015 წელს ფილმში "ჩვენი ბრენდი- კრიზისი" (Our brand - the Crisis).

image



9. Denzel Washington. დენზელის პირველი როლი იყო ფილმში "ზუსტი ასლი" 1981 წელს, ბოლო კი 2014 წელს ფილმში "დიდებული მათანაბრებელი" (Great Equalizer).

image



10. Tom Hanks. მისი პირველი როლი 1980 წელს ფილმში "მან იცის, რომ მარტო ხართ" შედგა. ბოლო კი 2016 წელს ფილმში "ჰოლოგრამა მეფისთვის".

image



11. Reese Witherspoon. მისი პირველი კინოროლი შედგა 1991 წელს ფილმში "ადამიანი მთვარეზე" (Man on the Moon), ხოლო ბოლო კი 2015 წელს ფილმში "Pretty Woman on the run" (ლამაზმანები გადარბენით).

image



12. Julia Roberts. ლამაზმანიდან ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობის კარიერას საფუძველი 1988 წელს ჩაეყარა ფილმში "მისტიური პიცა" ("Mystic Pizza), ბოლო როლი კი შეასრულა 2016 წელს ფილმში "ფინანსური მონსტრი" (financial monster).

image



13. Lucy Liu. ჩარლის ერთ-ერთმა ანგელოზმა კი სახელი 1999 წელს გაითქვა ფილმიდან "ანგარიშის გასწორება" (The Reckoning), მისი ბოლო როლი კი იყო 2012 წელს ფილმში "რკინის ფისტულა" (Iron Fist).

image



14. Harrison Ford. 90-ნი წლების ერთ-ერთი ფავორიტი მამაკაცის სამსახიობო კარიერა 1973 წელს დაიწყო ფილმით "American Graffiti" (ამერიკული გრაფიტი), ბოლო როლი კი 2015 წელს ფილმში "Star Wars: The Awakening forces" (ვარსკვლავური ომები: ძალთა გამოღვიძება) ითამაშა.

image



15. Will Smith. ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა თავისი პირველი როლი 1992 წელს ფილმში "დღე ანგელოზების ქალაქში" (A Day in the City of Angels) შეასრულა. მისი ბოლო როლი კი 2016 წელს, ფილმში "სუიციდთა რაზმი"(suicide squad) იყო.

image



16. Matthew McConaughey. მისი პირველი როლი შედგა 1993 წელს ფილმში "წამლის ზემოქმედებისა და თავგზააბნეულობის მიღმა" (Dazed and Confused). ბოლო როლი კი ითამაშა 2016 წელს ფილმში "ჯონსის თავისუფალი შტატი" (The Free State of Jones).

image



17. Tom Cruise. ტომის პირველი კინოროლი შედგა 1981 წელს ფილმში "დასასრული" (End), ბოლო კი 2015 წელს ფილმში "მისია შეუსრულებელია: თაღლითი ტყვე" ( Mission Impossible: Tribe rogue).

image



18. Halle Berry. ჰოლის პირველი კინოროლი შედგა 1991 წელს ფილმში "მხოლოდ ბიზნესი" (Just Business), ბოლო კი 2014 წელს ფილმში "ადამიანი X-ბი: მომავლის დღეები" (X-Men: Days of Future Past).

image



19. Johnny Depp. ლეგენდარული ჯონი დეპის პირველი კინოროლი 1984 წელს შედგა ფილმში "საშინელება ვიაზების ქუჩაზე" (A Nightmare on Elm Street), ბოლო კი 2016 წელს ფილმში "ალისა სარკის მიღმა" (Through the Looking-Glass).

image



20. Morgan Freeman. მისი პირველი კინოროლი შედგა 1987 წელს ფილმში "ქუჩის ბიჭი" (Street guy), ბოლო კი 2016 წელს ფილმში "მოტყუების ილუზია2" (Now You See Me 2).

image



21. Kate Winslet. ფილმი ტიტანიკიდან განთქმული ქეითის სამსახიობო კარიერა გაცილებით ადრე დაიწყო. მისი პირველი კინოროლი შედგა 1994 წელს ფილმში "ციური არსებები" (Heavenly Creatures), ხოლო ბოლო როლი კი შეასრულა 2016 წელს ფილმში "სამი ცხრიანი" (Three Nine).

image


2
1846
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1846
  
2017, 10 აპრილი, 13:15
დენიროს პირველი როლი: Greetings (1968)
0 1 2