x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
9 უსაშინლესი ტრაგედია ფილმის გადაღების დროს
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.

კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

1895 წელს, პარიზში კაპუცინების ბულვარზე ძმებმა ლიუმერებმა წარმოადგინეს ახალი სანახაობა- მათ კინო სწორედ როგორც ატრაქციონი ისე ჩაიფიქრეს. ლიუმერებმა გამოაცოცხლეს გამოსახულება. ოღონდ ეს გამოსახულება ფოტოქაღალდის ნაცვლად ცელულოიდის ფირზე იქნა დაბეჭდილი. მათ წარმოადგინეს ორი ფილმი: დოკუმენტური- „მატარებლის შემოსვლა“ და მხატვრული- „ გაწუწული მებაღე“.


თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).

წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, თუმცა მაყურებელს ალბათ არც კი წარმოუდგენია მათ საყვარელ მსახიობებს წარმატებული კადრისთვის თავგანწირული შრომის გარდა "ტრაგედიების" გადატანა რომ უწევთ.


მაშ წარმოგიდგენთ 9 უსაშინლეს ტრაგედიას ფილმის გადაღების დროს:



1. Illusion of deception. (მოჩვენებითი ილუზია) ფილმში, Henley Reeves-ის წყლის პალატიდან გაქცევის ეპიზოდის გადაღების დროს მსახიობი Isla Fisher-ი კინაღამ დაიხრჩო, რადგან ჯაჭვის ხელბორკილი გაიჭედა და მას წყლის ქვეშ ყოფნა მოუწია სამი წუთის განმავლობაში.


image



2. The Expendables 2. (შეუჩერებელნი 2) ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დროს, სადაც მოხდა რეზინის ნავის აფეთქება, დაიღუპა ერთი კასკადიორი, მეორე მძიმედ დაშავდა, ხოლო 5 საათის განმავლობაში დუბლიორს ასულიერებდნენ.

image



3. Harry Potter and the Deathly Hallows. (ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები) ფილმის ეპიზოდში, სადაც კასკადიორი David Holmes ასრულებდა ფრენის სცენას, დაეჯახა კედელს კისრით, რამაც გამოიწვია მისი ტანსზევით მთლიანი პარალიზება.

image



4. The Hangover 2. (მამაკაცები ვეგასში 2) ამ ფილმში, კასკადიორმა Scott McLean-მა მიიღო თავის ტრავმა და სხვა დაზიანებები ეპიზოდის გადაღებისას, სადაც ორი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახების დროს ის გადმოვარდა ავტომობილის ფანჯრიდან. საბოლოოდ კი კასკადიორმა უჩივლა კომპანია Warner Bros-ს და მოითხოვა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

image



5. The Dark Knight. (შავი რაინდი) ფილმის გადაღების დროს დაიღუპა ოპერატორი onway Wickliffe, ვინაიდან მკვეთრ მოსახვევში ავტომობილმა, რომელშიც ის იჯდა ვერ მოუხვია და სიჩქარით შეეჯახა ხეს.

image



6. raven. (ყორანი) წარმოუდგენელმა ტრაგედიამ მთელი Hollywood-ის შოკი გამოიწვია, ვინაიდან ფილმის გადაღების დროს, ყალბი იარაღიდან ბრმად გასროლილმა ჩაჩმა (თალფაკი), რომელიც ლეგენდარულ მსახიობ ბრიუს ლის ვაჟს Brandon Lee-ს მუცელში მოხვდა, გამოიწვია ჭრილობა და მსახიობი შეუჩერებელი სისხლდენით გარდაიცვალა.

image



7. xXx. (სამი იქსი) ფილმის გადაღების დროს, მსახიობ Vin Diesel-ის დუბლიორი Garry O'Connor-ი თამაშობდა ეპიზოდში, სადაც პარაპლანით უნდა დაშვებულიყო კატერზე დიდი სიჩქარით, თუმცა ტრაექტორია ვერ გათვალა და შეეჯახა ხიდს. ის ადგილზე გარდაიცვალა. კადრი ფილმში ორიგინალით გაუშვეს, თუმცა ამოღებულია მისი სიკვდილის სცენა, რითიც უდიდესი პატივი მიაგეს O'Connor-ის უკანასკნელ ნამუშევარს.

image



8. Top Gun. (საუკეთესო მსროლელი) მფრინავი (პილოტი) და კასკადიორი Art Scholl-ი ბლოკბასტერში- საუკეთესო მსროლელი, იღებდა მონაწილეობას, სადაც ის ასრულებდა თვითმფრინავით უმაღლეს ფიგურულ პილოტაჟს, თუმცა დაკარგა საჭის კონტროლი და ჩავარდა წყნარ ოკეანეში. დღემდე ვერ იპოვა სამაშველო გუნდმა ვერც მისი ცხედარი და ვერც თვითმფრინავი.

image



9. The Twilight Zone. (ბინდიანი ზონა) ვიეტნამის ბრძოლის გადაღების პროცესში, ერთ-ერთი ეპიზოდის დროს მფრინავმა დაკარგა საჭის კონტროლი და მიწაზე დაეცა, რის გამოც გარდაიცვალა თვითმფრინავში მყოფი სამი მსახიობი- Vic Morrow, 7 წლის Mu-Sa Ding Li და 6 წლის Renee Shin-Yi. ასევე თვითმფრინავის, შემთხვევით გატყორცნილი ხრახნიანი ნაწილების გამო თავი მოეკვეთა მშვიდობიან მოქალაქე მამა-შვილს. ფილმის რეჟისორს John Landis სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, თუმცა ტრაგედიის კადრების ნახვის შემდეგ, მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო.

image

9
11280
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
11280
  
2018, 14 ივნისი, 0:17
ვაიმე მაკა
2017, 22 აგვისტო, 18:32
http://intermedia.ge/სტატია/70786-გარდაცვლილი-უკვდავი-გენიები-რომელთაც-თავიანთი-სიკვდილი-იწინასწარმეტყვე/2/
2017, 22 აგვისტო, 18:29
ამბობენ, ვისაც შეუძლია ინტუიციის ხმას უსმინოს, აუცილებლად იგრძნობს სიკვდილის მოახლოვებასო და ბევრი ცნობილი გვყავს, რომელტაც საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველეს. ამაზე სტატიაც დავწერე ადრე, თუ ვიპოვე, აუცილებლად გავაზიარებ აქ და სურვილის შემთხვევაში ნახეთ.
2017, 22 აგვისტო, 18:22
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გარდაცვალებამდე ბრენდონ ლი ამბობდა, რომ ის მამამისივით ახალგაზრდა გარდაიცვლებოდა და ეს მოხდებოდა გადასაღებ მოედანზე. ანუ ზუსტად იწინასრაწმეტყველა საკუთარი სიკვდილი
2016, 10 მარტი, 10:49
ლეელ :* გაიხარე
2016, 10 მარტი, 10:49
მადლობა ალექს ;)
2016, 10 მარტი, 10:48
ხო მეც მაგაზე გავამახვილე ყურადღება ძალიან დამენანა მითუმეტეს თ იყო ბრიუს ლის შტამომავალი
2016, 10 მარტი, 10:42
შემზარავი ფაქტებია, განსაკუთრებით ბრენდონ ლის ტრაგიკული შემთხვევა. სტატია თავისთავად – არაჩვეულებრივი!
2016, 10 მარტი, 10:04
ძალიან საინტერესო და საიტისთვის უცხო სტატიიაა.. შესანიშნავია..გავაზიარე
0 1 9