x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
12 ყველაზე სკანდალური ეროტიული სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაში
image
კინემატოგრაფიას საფუძველი ოდითგანვე აქვს ჩაყრილი, უამრავი ფილმიც ნამდვილ შედევრს წარმოადგენს თავისი შინაარსით, ხიბლით, მსახიობებითა და ვიზუალური მხარეებით. ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.


ისიც აღსანიშნავია, რომ Hollywood-ში ეროტიული სცენები არავის უკვირს, თვით ოსკაროსანი მსახიობებიც არ თაკილობენ შემოთავაზებულ მსგავს როლზე თანხმობის თქმას. უმეტესმა მათგანმა პიკანტური როლით დაიწყო კარიერა, რათა ურთულეს როლში თავის გამოცდის მცდელობისას უხერხულობა არ განეცადა. თუმცაღა ხდება ასეც, რომ ეროტიული სცენის დროს კადრებს აინსტალირებენ და ამონტაჟებენ, სადაც სხვის შიშველ სხეულს ანაცვლებენ. დღევანდელ სტატიაში კი, სადაც წარმოგიდგენთ 12 ყველაზე სკანდალურ ეროტიულ სცენას კინემატოგრაფიის ისტორიიდან, ყველა მსახიობი ნატურალურად თამაშობს ეროტიულ სცენას.


image



მაშ წარმოგიდგენთ 12 ყველაზე სკანდალურ, ნატურალურ ეროტიულ სცენას კინემატოგრაფიის ისტორიიდან, ჩამონათვალს კი უკუსვლით დავიწყებ.





1. "Basic Instinct". (ძირითადი ინსტიქტი)


ყველაზე ლეგენდარული სცენა ამ ფილმისა, სამუდამოდ დარჩება ამოტვიფრული კინოს ისტორიაში. ცნობილი დაკითხვის დროს, თეთრ კაბაში გამოწყობილმა Sharon Stone-მა გამომწვევად გადაიდო ფეხი-ფეხზე, სადაც ფიგურირებდა მისი ღირსება. ამიტომ ეს სცენა დარჩა ყველაზე პიკანტურად. შერონმა აღიარა, რომ არაფერი იცოდა თუ მსგავსი რამ მოხდა და ასე გაუშვეს კადრი ფილმში, რის გამოც რეჟისორს მისი მუშტიც კი მოხვდა.

image





2. "Boogie Nights". (ღამეები ბუგის სტილში)


ფილმი არის ზრდასრულებისთვის, რადგან შეიცავს გარკვეული რაოდენობით შიშველ სცენებს. ფილმში Heather Graham-ი განასახიერებდა პორნო მსახიობს. მას შემდეგ მან გზა გაუხსნა ბევრ რეჟისორს მსგავსი ფილმების გადასაღებად, სადაც ეროტიულ როლში მას იწვევდნენ.

image






3. "Blue Velvet". (ლურჯი ხავერდი)


1980-ნი წლების ერთ-ერთი უდიდესი ფილმია, სადაც იტალიელი კლასიკური ლამაზმანი Isabella Rossellini რეჟისორმა David Lynch-მა აღმოაჩინა. ფილმი იყოფა უცნაურ და კრიმინალურ სიტუაციებად, თუმცა ყველაზე დიდი კი ირეალური სიყვარულის სცენებია.

image






4. "Password Swordfish". (პაროლი- მახვილი თევზი)


ჭორების დონეზე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ფილმში, სადაც შიშველი სხეული უნდა გამოეჩინა Halle Berry-ს, სანაცვლოდ მიიღო 2, 5 მილიონი $, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სცენა იყო საკმაოდ იაფფასიანი, ვინაიდან ფილმი მსგავს სიუჟეტს არ საჭიროებდა. გადამღები ჯგუფის ფირმის სალარო ფილმის შემოსავლებით გაივსო.

image






5. "Dreamers". (მეოცნებენი)


Eva Green-ი ჰოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავია, მას ხომ მიღებული აქვს უდიდეს ფილმებში მონაწილეობა- "კაზინო როიალი", "300 სპარტანელი", "იმპერიის განთიადი" და სხვა, თუმცა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მისმა გამბედაობამ პირველივე როლით, ფილმში "მეოცნებენი" გამოიწვია, სადაც ის სრულიად გაშიშვლდა.

image






6. "Eastern Promises". (აღმოსავლური დაპირებები)


ფილმში სცენა შთამბეჭდავია ვისცერული ბუნებითა და აგრესიული შიშველი სცენებით. Viggo Mortensen-ი თამაშობს რუსი განგსტერის როლს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ბრძოლაში ატარებს. ფილმი მთავრდება გაბედული დრამატული ეპიზოდით, სადაც ვიგო სრულიად შიშველი განასახიერებს მას.

image






7. "Taking Lives". (სიცოცხლის მტაცებელი)


ფილმში მთავარ როლს განსახიერებს სილამაზის ეტალონი Angelina Jolie, რომელიც არის გამომძიებელი და უყვარდება სერიული მკვლელი, რომელმაც შეიცვალა სახე, პასპორტი და მხატვრად გაეცნო მას. ენჯიმ პროვოკაციული, სექსის სცენა განასახიერა ფილმში მკვლელთან- მსახიობ Ethan Hawke-სთან ერთად. დიდი რეიტინგის მოლოდინში, სასტიკმა შემფასებლებმა შესაბამისი ქულები არ დაწერეს და ფილმის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.

image

image






8. "American Pie". (ამერიკული ნამცხვარი)


ბევრისთვის კარგად ნაცნობი კინოკომედიაა, სადაც პიკანტურ სცენას ნადიას როლში მყოფი Shannon Elizabeth-ი განასახიერებს. სტრიპტიზის სცენა ფილმიდან ერთ-ერთი პიკანტურია, რომელიც კინემატოგრაფიის ისტორიაში შევიდა.

image






9. "Loves - does not love". (ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ)


კომედიური ჟანრის მსახიობი Sarah Silverman-ი ფილმში შიშვლდება სატრენაჟოროს საშხაპეში, სამი მეგობრის გარემოცვაში.

image





10. "Shame". (სირცხვილი)


ფილმის მთავარმა გმირმა Michael Fassbender-მა უამრავი ფილმით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ფილმში "სირცხვილი" ის წარმოადგენს სექსზე დამოუკიდებლად მყოფ მამაკაცს, რომელსაც შეუყვარდება ქალი და მიეცემა საშუალება დატკბეს არსებული რეალობით.

image






11. "Titanic". (ტიტანიკი)


ყველა დროის ერთ-ერთი პოპულარული ფილმია, რომელმაც მილიონობით შემოსავალი მოუტანა ჯეიმს კამერონს. განსაკუთრებით კი შთამბეჭდავი იყო მასში სასიყვარულო სცენები, რომელიც ასევე ინტიმურ მხარეებსაც მოიცავდა. მთავარი გმირი Kate Winslet-ი გაშიშვლდა ფილმისთვის, რათა იგი მის რჩეულ "ჯეკს" დაეხატა. ფილმმა დაიპყრო დედამიწის ზურგზე ყველა კინოთეატრი.

image






12. "Rapid changes in college Ridgemont". (სწრაფი ცვლილებები კოლეჯ რიჯმონტში)


1980-ნი წლების თინეიჯერების კუმირი Phoebe Cates-ი თამაშობს პიკანტურ როლს ამ ფილმში, სადაც იგი მოზარდებთან ერთად აუზში ცურაობს საცურაო კოსტიუმით, შემდეგ კი იხდის ბიუსტჰალტერს.

image

2
14312
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
14312
  
2015, 10 თებერვალი, 19:27
მადლობა ;)
2015, 6 თებერვალი, 23:59
კარგია მომწონს
0 1 2