x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ყველაზე საშიში, ისტორიაში შესული დაავადება, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საუკუნეების წინ მედიცინა იმდენად დაბალ საფეხურზე იდგა, მომატებული ტემპერატურისა და ბატონების- ე.წ. "ჩუტყვავილას" შედეგად იღუპებოდნენ. თუმცა დროის მატებასთან ერთად იმატა ექიმბაშებისა და მეცნიერების გონებრივმა შესაძლებლობებმა და მათ უფრო მეტი და მეტის აღმოფხვრა იწყეს სამედიცინო კვლევების შედეგად. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინა საკმაოდ განვითარებული დარგია, მაინც არსებობს დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც იგი უძლურია. ქვეყნიერების არსებობის ისტორიაში კი გამოყვეს 10 ყველაზე საშინელი დაავადება, რომელთაგან რამოდენიმე დღესაც იკიდებს ფეხს და ვერ გაექცა კაცობრიობა.


მაშ, გთავაზობთ ისტორიაში შესულ ყველაზე საშინელი ეპიდემიებისა და დაავადებების ათეულს, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.



1. ტიფი.


ტიფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც იწვევს ბაქტერია Rickettsia. სიტყვა ტიფი- "typhos" კი ბერძნულიდან მომდინარეობს და პირდაპირი თარგმანით ნისლს, ბურუსს ნიშნავს. პირველად დაავადება აღწერეს ესპანეთის ბლოკადაში 1489 წელს, რომელიც ხასიათდებოდა ცხელებით და წითელი ლაქებით ხელებზე, გულ-მკერდსა და ზურგზე. ალყის დროს ესპანელებმა დაკარგეს 3000 მეომარი, თუმცა 17 000 სწორედ რომ ტიფით გარდაიცვალა. მთელს ევროპაში დაავადება ფართოდ იყო გავრცელებული 16-19 საუკუნეებში- ინგლისის სამოქალაქო ომის, ოცდაათწლიანი ომისა და ნაპოლეონის ომიების დროს. ორმოცდაათწლიანი ომის დროს კი 8 მილიონი გერმანელი დაიღუპა ტიფით. 1812 წელს კი რუსეთ-საფრანგეთის ომის დროს ნაპოლეონმა უკან დაიხია, ვინაიდან სწორედ ტიფით დაიხოცა იმაზე მეტი ფრანგი მეომარი, ვიდრე რუსების ტყვიის მსხვერპლის რიცხვია.


image





2. ვირუსი ებოლა.


სახელწოდება "ებოლა" დაავადებამ მიიღო ადგილიდან, სადაც იგი პირველად აღმოაჩინეს. სწორედ მდინარე ებოლაში დაფიქსირდა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში მძვინვარებს, მისი გამავრცელებელი ცხოველებიც სწორედ იქ ბინადრობენ, თუმცა არის საშიშროება, რომ ვირუსი გავრცელდეს. ორი ამერიკელი დაინფიცირდა აფრიკაში დაავადებულების მოვლის დროს, რომლებიც უმალ მოათავსეს ატლანტას საავადმყოფოში (ა.შ.შ) და ახლა ისინი გამოჯანმრთელების გზას ადგანან.

ამჟამად ვირუსის კლინიკური ვაქცინა არ არსებობს, თუმცა იმუნოლოგიის და ვაქცინაციის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით კი 2015 წლისთვის მიღებული უნდა იქნას ვაქცინა. ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია დაიწყებს ტესტირებას მომდევნო თვეში.


ვირუსის გამავრცელებელი მფრინავი მელიაა, რომლის ხორციც მიირთვა მოსახლეობამ. ამიტომ ყოველთვის რეკომენდაციას იძლევიან მივირთვად ღრმად შემწვარი ხორცი, ხოლო როდესაც საქმე ინფექციებს ეხება, უმჯობესია იკვებოთ მხოლოდ ბოსტნეულით.

ებოლას ერთ-ერთი მთავარი ფაქტია ის, რომ სიკვდილიანობის მაღალი 50-90% მაჩვენებლი გააჩნია, საფრთხე კი ძირითადად ეხება მათ, რომელთაც უკვე გადაიტანეს ეს დაავადება.


ადამიანებს შეუძლიათ ასევე გადასდონ ერთმანეთს ეს ვირუსი, თუ ვირუსმა შეაღწია მათ სისხლსა და სხვა სეკრეტებში. ხოლო როდესაც სიმპტომები ისპობა, მამაკაცს "სპერმის" საშუალებით მაინც შეუძლია ვირუსი გადასდოს სხვას 60 დღის განმავლობაში.

ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებია კუნთების, თავის, ყელის ტკივილი, ისე როგორც ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპს ახასიათებს, შემდეგ კი იწყება გულისრევა, დიარეა, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, ზოგიერთის შემთხვევაში კი შიდა და გარე სისიხლდენა.


მიმდინარე ეპიდემიებს შორის ებოლა უმსხვილესია მედიცინის ისტორიაში. 2014 წლის 6 აგვისტოს მონაცემებით 1779 ადამიანი იყო დაინფიცირებული ებოლას ვირუსით, რომელთაგან 961 დაიღუპა.

image





3. მალარია.


მალარიის დამახასიათებელი სიმპტომებია ანემია, ცხელება, ციება, კომა და სიკვდილიც კი. მისი გამავრცელებელი კი კოღოა, რომელმაც დაკბინა ჯერ ინფიცირებული და შემდეგ ჯანმრთელი ადამიანი. ყოველ წელს 400 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მალარიის, რასაც დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მალარია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სერიოზული პრობლემები ახასიათებს. ამჟამად არ არსებობს ვაქცინა, რომელიც პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას დაეხმარება, თუმცა მისი განვითარება ხორციელდება მუდმივად.

image






4. ქოლერა.


ქოლერა სერიოზული ეპიდემიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია კანის სიმშრალე, შოკი, ფეხების კრუნჩხვა, ღებინება, ცხვირიდან სისხლდენა, დიარეა და სიკვდილიც კი. თუ დაავადების გამოვლინების შემთხვევაში სამი საათის მანძილზე არ ჩაუტარდა პაციენტს სამედიცინო დახმარება, ის იღუპება. ქოლერა პირველად დაფიქსირდა ბენგალში, საიდანაც ის გადაედო ინდოეთს, ჩინეთს, მალაიზიასა და კასპიის ზღვის ქვეყნებს. 1826 წლისათვის მხოლოდ ინდოეთში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 15 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. დღეს კი მისი განკურნება შესაძლებელია რეჰიდრატაციული თერაპიისა და ანტიბიოტიკების მეშვეობით.

image



5. ყვავილი.


ყვავილი ის უძველესი დაავადებაა, რომელიც გამოჩნდა ჩვ.წ. აღრიცხვამდე. იგი ყოველწლიურად კლავდა 400 000 ადამიანს. მისი დამახასიათებელი თვისებაა ჭრილობები კანზე. დაავადებას თან ახლავს ღებინება, ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და სიბრმავე. მოიაზრებენ, რომ ყვავილი გაჩნდა ძველი ეგვიპტური მუმიებისგან და ინდოეთში ის სწორედ, რომ ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სადაც დაავადებამ 2000 წელზე მეტ ხანს დაჰყო. 19-20 საუკუნეებში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და 1979 წლის დეკემბერში ის სამუდამოდ გაანადგურეს. მაშასადამე, ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.

image





6. ესპანური გრიპი.


1918 წელი სპეციფიკური იყო გრიპის პანდემიით, რომელსაც ესპანური გრიპი შეარქვეს და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ისტორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ვირუსის გეოგრაფიული წარმოშობა. პანდემია გრძელდებოდა 1918 წლის მარტიდან- 1920 წლის ივნისამდე და საერთო ჯამში 20 100 მილიონი (ოცი მილიონ ასი ათასი) ადამიანი დაიღუპა მთელს მსოფლიოში. ამ სასიკვდილო ვირუსის ქვეტიპია (H1N1), რაც იგივეა, რაც დღევანდელი ღორის გრიპი. მსხვერპლი უმეტესად ჯანმრთელ და მოზარდ ადამიანებში იყო, ვიდრე ხანდაზმულებს, დასუსტებულებსა და ბავშვებში.

image






7. ყვითელი ცხელება.


ყვითელი ცხელების სიმპტომებია- შეკრულობა, ციება, ცხელება, ღებინება, გულის ნელი ცემა. დაავადება იწვევდა 30 000 ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად. ყვითელი ცხელების ეპიდემია იყო ფილადელფიასა და პენსილვანიაში 1973 წელს. მხოლოდ ფილადელფიაში 10 000 ადამიანი დაიღუპა ერთ თვეში. შეშინებული მოსახლეობა და მათ შორის პრეზიდენტიც ქალაქიდან გაიქცნენ, თუმცა საბედნიეროდ ისევ აღდგა ქვეყნის ხელისუფლება. (სურათზე აღნიშნულია მაღალი საკარანტინო ყვითელი ცხელების მაგალითი).

image





8. ტუბერკულოზი.


ტუბერკულოზმა, როგორც ირკვევა ყველაზე დიდი შეშფოთება გამოიწვია მოსახლეობაში 19-ე საუკუნის ადრეულ ხანასა და 20 საუკუნეებში. 1815 წელს ყოველი მეოთხე ფატალური შემთხვევა ინგლისში დაკავშირებული იყო ტუბერკულოზთან. 1918 წელს კი ყოველი მეექვსე ფატალური შემთხვევა სწორედ ტუბერკულოზის მიზეზით ხდებოდა საფრანგეთში. 20-ე საუკუნისთვის კი ამ მიზეზით 100 მილიონზე ადამიანი დაიღუპა ჯამში. ტუბერკულოზი დღესაც ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც მედიცინა კვლავ ებრძვის. ტუბერკულოზი როგორც მოგეხსენებათ ფილტვის დაავადებაა, რომელსაც ახლავს ხველა, წონის დაქვეითება (კლება), ოფლიანობა, სისხლიანი ნერწყვი. ძვლის ნაშთები აჩვენებს, რომ ტუბის ჩხირი ჩვ.წ. აღ-მდე 7000 წლით ადრე გამოჩნდა. ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, გარდა ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები, შარდის ბუშტი და ა.შ. – ე.წ. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი). ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად.

image




9. პოლიომიელიტი.


პოლიომიელიტი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ც.ნ.ს-სა (ცენტრალური ნერვული სისტემა) და ხერხემალზე. ამიტომ ხშირად, პილიოთი დაავადებულები პარალიზებულნი რჩებიან. სიმპტომები - თავის ტკივილი, კისრის, ზურგის და მუცლის ტკივილი, ღებინება, ცხელება და გაღიზიანება. 1952 წელს ეპიდემიის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 000 ბავშვი დარჩა პარალიზებული, ხოლო 3000 დაიღუპა. მას შემდეგ კი, რაც ვაქცინა შეიქმნა, დაავადების განვითარების რისკი ნაკლებია. პოლიომიელიტი (პოლიოს - რუხი, მყელოს - ზურგის ტვინი; სინონიმები: ბავშვთა მწვავე თავ-ზურგტვინის დამბლა, ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა, ჰეინე-მედინის დაავადება) მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის (უმეტესად - ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების) დაზიანება, ასევე - ნაწლავებისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები.
პოლიომიელიტის გამომწვევი (პოლიოვირუს ჰომინის) ეკუთვნის ენტეროვირუსების გვარს, პიკორნავირუსების ოჯახს.

image

imageimageimage




10. ბუბონის ჭირი.


დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია- ლიმფური კვანძების გადიდება, კანის გაწითლება და შემდეგ გაშავება, მძიმე სუნთქვა, კიდურების ლპობა, სისხლის ღებინება და საშინელი ტკივილი. 1300 წლებში ევროპაში ყველაზე საშინელ პანდემად ითვლებოდა ეს დაავადება, რომელსაც 200 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მას "შავი სიკვდილი" შეარქვეს. დაავადების გამავრცელებელია ინფიცირებული რწყილი. დღეს შექმნილია ვაქცინა, რომელიც კურნავს შავ ჭირს, თუმცა გასულ საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე საშიში იყო დაავადებათა შორის.

image

2
9175
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
9175
  
2014, 7 დეკემბერი, 12:30
გეთანხმები ;)
2014, 6 დეკემბერი, 14:21
საშინელებაა,სიკვდილი სიკვდილია,მაგრამ ასეთი წვალებით გაასმაგეული ტანჯვაა
0 1 2