x
image
lady.ge
წყვილების შეთავსება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვის ეწყობა ვერძი?
image


ვერძი ქალი ვერძი მამაკაცი-საკმაოდ კარგი კავშირია, ორივეს ესმის და აფასებს ერთმანეთის დამოუკიდებლობას, ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთის სამომავლო მისწრაფებებსა თუ სურვილებს, რომელიც სხვას შეიძლება უტოპიური მოეჩვენოს. მთავარი პრობლემა აქ არის სიფიცხე, რის შედეგადაც შესაძლოა მათ ოჯახში თეფშებმა იფრინონ, მაგრამ წყენა მალე გაივლის და მეუღლეები ისევ ერთად იქნებიან.



ვერძი ქალი-კურო მამაკაცი საკმაოდ პერსპექტიული კავშირია. ეს წყვილი ხშირად ქმნის კარგ ოჯახს. მთავარია ვერძმა კუროს მთელი ფული არ გაანიავოს. კურომ კი ხანდახან მაინც მოახერხოს სიჯუტის დათმობა.


ვერძი კაცი-კურო ქალი- გაცილებით რთული კავშირია ვიდრე პირიქით, თუმცა ხშირია ასეთი წყვილიც. მთავარია კურო ქალი ზედმეტად არ იქცეს სახლში გამოკეტილ, თავწაკრულ დიასახლისად (ვერძ კაცს არ მოსწონს ასეთი ქალები!), თავად ვერძმა კი ფულის უყაირათოდ ფლანგვას მოუკლოს ცოლის თანდასწრებით.


ვერძი ქალი ტყუპი მამაკაცი-ტყუპი ერთერთი მეტნაკლებად კარგი პარტნიორია ვერძი ქალისთვის. მათ მუდამ ექნებათ სალაპარაკო და საჩხუბარი თემა, მოკლედ ერთად ეს ორი არ მოიწყენს.



ვერძი კაცი ტყუპი ქალი-ენერგიული, მხიარული და ხმაურიანი ოჯახის შექმნის წინაპირობას ქმნიან, თუმცა ამ ოჯახში ხშირი იქნება ალბათ კამათები და კინკლაობები. სამაგიეროდ მათი სახლის კარი მეგობრებისთვის მუდამ ღიაა.


ვერძი ქალი კიბო მამაკაცი-საკმაოდ არასაიმედო კავშირია. ტიპიური ვერძისთვის კიბო, ძალიან რბილი, წუწუნა და პესიმისტი ნატურაა. ასეთ მოსაწყენ მამაკაცთან კი ვერძი ქალი ნაკლებად გაძლებს. თუ მაინც მოახერხა კიბომ მისი მარწუხებში მოქცევა და ცოლად მოყვანა, მერე გამუდმებული კინკლაობა გარანტირებული აქვს, რადგან ქალი ვერძი ვერ აიტანს ვინმესგან თავისუფლების შეზღუდვას, თუნდაც ეს ვინმე მისი ქმარი იყოს.


ვერძი კაცი კიბო ქალი- გაცილებით უკეთესი კავშირია. რადგან ვერძ კაცს მშვენივრად აწყობს რაინდის როლის თამაში უმწეო, სუსტი და დაუცველი ქალის გვერდით, ამ როლის შესრულება კი კიბო ქალზე უკეთ არავის შეუძლია.


image

ვერძი ქალი ლომი მამაკაცი-ერთერთი საუკეთესო კავშირია ვერძისთვის. მამაკაცი ლომი ის მამაკაცია, რომელთანაც ქალი ვერძი თავს მართლა ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს. მართალია ამ ორის ცხოვრება კინკლაობების გარეშე არ ჩაივლის ლომის ეჭვიანობის და მესაკუთრეობის გამო, მაგრამ ეს წვრილმანებია.



ვერძი კაცი ლომი ქალი-საკმაოდ კარგი კავშირია, თუკი ვერძი კაცი თავისი დაუფიქრებელი და იმპულსური საქციელით თავმოყვარეობას საქვეყნოდ არ შეულახავს ლომს. ამ შემთხვევაში ცხოველთა დედოფალი ნაკლებად შესძლებს აპატიოს მას ეს "მდაბიო" საქციელი.

ვერძი ქალი ქალწული მამაკაცი-იშვიათი და პრობლემური კავშირია. რადგან ქალწულს თავისი პრაგმატული, ზედმეტად კრიტიკული საქციელით და პედანტობით წყობიდან გამოყავს ვერძი ქალი. ამას გარდა მისთვის ქალწული საშინელად ძუნწი და მოსაწყენი ტიპია. აქედან გამომდინარე, მას რომ ცოლად გაყვეს ძალიან უნდა იყოს დაღლილი ვერძი ცხოვრებისგან.


ვერძი კაცი ქალწული ქალი- საკმაოდ კარგი წყვილია. ქალწულს შეუძლია ძალიან კარგი "ბექგრაუნდი" შეუქმნას თავის ვერძ ქმარს საიმისოდ რომ მან კარგი კარიერა გაიკეთოს, რაც შესაბამისად მის მიერ გამომუშავებული ხელფასის რაოდენობაზე აისახება. ქალწულს კი მოგეხსენებათ ფული უყვარს!


ვერძი ქალი მორიელი მამაკაცი- საკმაოდ საინტერესო წყვილია, იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთს ომი არ გამოუცხადეს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ორივე დესტრუქციული ნიშანია, ამიტომ მათი ურთიერთობა მშვიდი არასოდეს იქნება. განსაკუთრებით კარგად ეწყობიან ერთმანეთს სექსში.


ვერძი კაცი მორიელი ქალი-გაცილებით უკეთესი კომბინაციაა ვიდრე პირიქით. ქალი მორიელი ვერძ კაცს ძალიან ადვილად "ათვინიერებს" თან ისე რომ ეს უკანასკნელი ვერც კი გრძნობს ამ პროცესს.



ქალი ვერძი მამაკაცი მშვილდოსანი-საკმაოდ კარგი კავშირია. მათ ერთნაირი ტემპერამენტი და ხასითი აქვთ. თუმცა ოჯახურ ცხოვრებაში, საქმეს ართულებს მშვილდოსნის მიდრეკილება "ყველა კაბას გაეკიდოს" მზერით მაინც, რაც ვერძი ქალისთვის აფსოლუტურად მიუღებელია.



ვერძი მამაკაცი მშვილდოსანი ქალი- საკმაოდ კარგ წყვილს ქმნიან. მათ სახლში ოპტიმისტური, მხიარული და ძალზე ჯანსაღი გარემო სუფევს. ერთადერთი რასაც აქ ვერ ნახავთ წესრიგია, თუმცა არც ვერძს არც მშვილდოსანს ეს დიდად არ ადარდებს.


ვერძი ქალი თხის რქა მამაკაცი-საკმაოდ რთული, თუმცა პერსპექტიული კავშირია. უფრო დიდ ასაკში გვხვდება ასეთი წყვილები. ვერძისთვის რთულია თხის რქის მოზომილ ხასიათს შეეგუოს, თხის რქას კი ვერძის სიფიცხე და იმპულსურობა აფრთხობს. თუმცა ოჯახის შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ კარგად მონახონ საერთო ენა.


ვერძი კაცი თხის რქა ქალი-გაცილებით უკეთესი კავშირია ვიდრე საპირისპირო კომბინაცია. თხის რქა ქალს მოსწონს პერსპექტიული მამაკაცები, ვერძს კი ყველა შანსი აქვს საიმისოდ რომ კარგი კარიერა გაიკეთოს.რაშიც თხის რქა ცოლი ხელს მონდომებით შეუწყობს მას.


ვერძი ქალი მერწყული მამაკაცი-საკმაოდ კარგი წყვილია. მათი კავშირი უფრო ინტელექტუალური დაინტერესების საფუძველზეა დამყარებული ვიდრე გრძნობების. მერწყულისთვის ვერძი საინტერესო "კვლევის საგანია", ვერძისთვის კი მერწყული მუდმივად სასაუბროდ მზადმყოფი საინტერესო მოსაუბრე. ერთად ნამდვილად არ მოიწყენენ.


ვერძი კაცი მერწყული ქალი-საკმაოდ ხშირი და წარმატებული კავშირია. მერწყული ქალი ადვილად ატარებს ვერძის სიფიცხეს და იმპულსურ საქციელებს. ამასთან ერთად მას შეუძლია დაამშვიდოს ხოლმე მთელ ქვეყანაზე გაცოფებული ვერძი ქმარი და ამით მის თვალში ერთგული მოკავშირის ადგილი დაიკავოს, გარდა მოსიყვარულე ცოლისა. ასეთ წყვილებს განსაკუთრებით ლამაზი და ნიჭიერი ბავშვები ყავთ!


ვერძი ქალი თევზი მამაკაცი-საკმაოდ რთული, თუმცა არცთუ იშვიათი წყვილია, ბუნებით რბილ თევზ კაცს იზიდავს ვერძისნაირი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები. აქედან გამომდინარე ხშირად იქმნება ამ ორს შორის ოჯახი, ისიც ყოველთვის ვერძი ქალის ინიციატივით. თუმცა კონფლიქტების და წყენის ალბათობა დიდია.


ვერძი კაცი თევზი ქალი-კავშირი შესაძლებელია, თუმცა თევზი ქალის ხშირი ცრემლების ხარჯზე. ვერძ კაცს უხეშობა და დაუკვირვებელი საქციელები ახასიათებს, რითაც იგი ბევრჯერ ატკენს გულს (ოღონდ გაუცნობიერებლად) ბუნებით სათუთ და რბილ თევზებს.

9
17792
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
17792
  
2013, 4 ივლისი, 19:13
ქალწული?
2013, 26 აპრილი, 11:55
ძლივს დაემთხვა ჩემს შემთხვევას. :)
2012, 8 დეკემბერი, 14:15
მშვილდოსანაი ვარ და მართლაც ყველა კაბისკენ თვალი გამირბის და რა უბედურებაა რა არი :D
2012, 12 სექტემბერი, 15:10
ვერძი ვარ და მშვენივრად ვეწყობი ქალწულს." ძუნწია" ყველაზე ნაკლებად შეეფერება ჩემ ქალწულს:))
2012, 30 ივლისი, 22:14
და სასწორი რო გამოგრჩათ არაუშავს?? :D:D:D:D
2012, 14 ივნისი, 11:57
ვერძი და თევზები
თევზებს ბევრი ნერვი უნდა დაახარჯოს ვერძმა :D რთულია მაგრამ საინტერესო ))
2012, 8 ივნისი, 2:23
სასწორი ? :)
2012, 4 მაისი, 19:22
ყველას დავწერ რიგრიგობით, რა თქმა უნდა მორიელსაც
2012, 4 მაისი, 16:47
მორიელ ქალზეც დაწერეთ რა...
0 1 9