x
image
აბრაგი
ცრემლებს ტკივილგამაყუჩებელი ძალა აქვს
imageჩვენმა წინაპრებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რამდენად საჭირო და ამავდროულად სასარგებლოა ტირილი. საუკუნეების წინათ ტირილი, როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის, სულაც არ იყო სამარცხვინო.

სამწუხაროდ. თანამედროვე მსოფლიო ხშირად ივიწყებს ძველ სიბრძნეს.პატარაობიდანვე ვასწავლით შვილებს, რომ ტირილისაგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ხალხის თანდასწრებით. იქნებ სწორედ ეს არის ფსიქოსომატური დაავადებების გახშირების მიზეზი? თუმცა არც თვალის დაავადებების სიხშირეა ნაკლები. სამწუხაროდ, სკოლის დამთავრების შემდეგ (ესოდენ ადრეულ ასაკში) ბავშვებში თავს იჩენს მხედველობის პრობლემები. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჯამრთელობისათვის ცრემლები აუცილებელია.

ჯადოსნური ძალა მხოლოდ ბუნებრივ ცრემლებს აქვს ანუ როცა ისინი ძლიერი ემოციის შედეგია.

ცრემლებით, სხვათა შორის, მრავალ დაავადებას მკურნავს. კუჭის წყლულიდან დაწყებული კბილის ტკივილით დამთავრებული.


როცა კბილი ძალიან აგტკივდებათ, იტირეთ, ნუ შეგრცხვებათ. შემდეგ ცრემლები ბამბით მოიწმინდეთ და დასველებული ტამპონი მტკივნეულ კბილზე ან ღრძილზე დაიდეთ. მცირე ხნის შემდეგ ტკივილი აშკარად შეგიმსუბუქდებათ, ბოლოს კი გაგიქრებათ. ამ რეცეპტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ცრემლის შემადგენლობაში შედის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები. ყველამ კარგად იცის, რომ კბილის ტკივილის გასაყუჩებლად ეფექტურია მარილიანი წყლის გამოვლება, ის ტკივილს მხოლოდ დროებით აყუჩებს.

ბევრ ადამიანს ქარიან ამინდსა და სიცივეში ცრემლდენა ეწყება, რაც ბუნებრივია. იგი არახელსაყრელ პირობებში თვალის თავდაცვის საუკეთესო საშვალებაა.

რა არის ცრემლი?

ცნობილია, რომ ცრემლი გამჭვირვალე, მარილიანი სითხე, რომლის წარმოქმნაც უმიზეზოდ არ ხდება. ცრემლი ორი სახისაა პირველი– მუდმივად გამომუშავდება და თვალს დაზიანებისგან იცავს, მეორე კი მოჭარბებული ემოციების წყალობით ჩნდებ.

თუ ჯამრთელი თვალები გაქვთ, მაშინ ცრემლის გამოყოფა ყოველდღიურად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ტირილის დროს ძალიან მცირე რაოდენობის ცრემლი გვდის. მისი რაოდენობა მთელი ცხოვრების მანძილზე 70 ლიტრამდე აღწევს, რაც თვალს გამოშრობის საშვალებას არ აძლევს.

3
141
4-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
141
  
2013, 6 ივლისი, 15:55
საინტერესოა:))
2013, 22 ივნისი, 20:38
არაფრის
2013, 22 ივნისი, 20:32
ძალიან საინტერესო სტატიაა. ცრემლის ასეთი ეფექტის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი. დიდი მადლობა ავტორს.
0 1 3