x
image
worldsport.ge
მიშელ პლატინი: “ჩაწყობილი თამაშები ფეხბურთის უმთავრესი პრობლემაა”

imageუეფას პრეზიდენტმა მიშელმა პლატინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია არ მოითმენს ჩაწყობილი თამაშების არსებობას, რადგან სწორედ ის მიაჩნია სპორტის ამ სახეობის განვითარების გზაზე უმთავრეს პრობლემად.
სამშაბათს ევროპის ეროვნულმა ასოციაციამ, რომელიც უეფაში კლუბებით (ევროპული კლუბების ასოციაცია), ლიგებით (ევროპის პროფესიული ფეხბურთის ლიგები) და ფეხბურთელებითაა (ევროპის პროფკავშირის განყოფილება) წარმოდგენილი, ერთსულოვნად მიიღო რეზოლუცია. მისი მიხედვით შემუშავდა კონკრეტული გეგმა ფეხბურთში ეთიკური ნორმების დაცვისა და შეთანხმებული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლისა. მოგვიანებით, ბულგარეთში, კერძოდ კი სოფიაში, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ამ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.
მიშელ პლატინიმ მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე უეფას ოფიციალურ საიტთან ისაუბრა: “თუ რაიმე მნიშვნელოვანს შევიტყობთ, თუ გვექნება მტკიცებულებები იმისა, რომ ამა თუ იმ თამაშის შედეგი წინასწარ იყო შეთანხმებული, ნულოვანი ტოლერანტობით უმკაცრეს სანქციებს მივიღებთ. მწამს, რომ საფეხბურთო სამყარო, ყველა ის ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ამ ბოროტების დამარცხებაში დაგვეხმარება. ჩაწყობილი თამაშები ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში არსებობს.
თუ თქვენ ხვალ თამაშზე წახვალთ, რომლის შედეგიც წინასწარ იქნება ცნობილი, სტადიონზე მისვლასაც ხომ აზრი აღარ ექნება?! ასეთ შემთხვევაში სპორტის ეს სახეობა მოკვდება. ჩვენი მიზანია დავიცვათ ფეხბურთი და ოდნავი დანდობის გარეშე მივუდგეთ იმ ადამიანებს, ვინც წესებს არღვევს. მნიშვნელობა არა აქვს, ფეხბურთელებთან გვექნება საქმე, მსაჯებთან თუ ოფიციალურ პირებთან. უკან დახევას არ ვაპირებთ”.


www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0