x
image
გიო16
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 80 წლის იუბილესადმი

imageმინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ბიძინას მილოცვა პატრიარქისადმი.ეს გამოქვეყნებულია მის ოფიციალურ გვერძე.სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ.

"თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ 80 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს.განუზომელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში.თქვენი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი - აღმშენებლობის ასეთი მასშტაბი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.თქვენი ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს.როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო და სულიერი მამა, თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითს გვაძლევთ ყველას, თქვენს სულიერ შვილებს.გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ."

0
48
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიო16
გიო16
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0