ფსიქოლოგია რატომ ვამჩნევთ ბეწვს სხვის თვალში და ვერ ვამჩნევთ დირეს საკუთარში გუშინ, 21:33 ![]() პროექციის იდეა ამბობს, რომ ნებისმიერი გარეგანი თვისება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა ადამიანებში, განსაკუთრებით, ნეგატიურ თვისებას სხვებში და ეს თვისება ჩვენში იწვევს ემოციურ გამოძახილს, ეს თვისება გვაქვს ჩვენ თვითონაც. მეძავს სხვისი მეძავობა აღიზიანებს, ჰგონია, ქურდბაცაცას - სხვისი ქურდბაცაცობა, მატყუარას- სხვისი ტყუილები, ჰომოსექსუალს, სხვისი ჰომოსექსუალიზმი. და ამ ფენომენს, ბევრი ცნობილი ფსიქოლოგი სწავლობდა და სწავლობს დღემდე. სწორედ ჩვენი ფსიქიკა განსაზღვრავს, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რა არის მეორეხარისხოვანი, ემოციური გამოხმაურება კი მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც, რაც გარეთ დავინახეთ და გაიარა ჩვენი ფსიქიკა, მოინიშნა ჩვენს ფსიქიკაში როგორც მნიშვნელოვანი. რატომ დაინახავს ადამიანის სხვა ადამიანში იმას, რაც მისთვის არაა მნიშვნელოვანი და უაზრობას წარმოადგენს? ასეა მოწყობილი ადამიანის ფსიქოლოგია. როცა კარლ გუსტავ იუნგი საუბრობდა ჩრდილის ფენომენზე ანუ ალტერ ეგოზე, აღნიშნავს და, რომ ჩრდილს აქვს შინაგანი ასპექტები, რომელიც დაკავშირებულია საკუთარ განვითარებაზე, თვითაქტუალიზაციაზე, შინაგანი მთლიანობისა და ჰარმონიის მიღწევებზე, მაგრამ არის ასევე გარეგანი ასპექტი, რომელიც კოლექტიურ ჩრდილთანაა დაკავშირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ხშირად სწორედ კოლექტიური ჩრდილით ხდება პროექციების გამოწვევა, მაგალითად, ის, რაც მოხდა ნაცისტურ გერმანიაში, იუნგის აზრით სწორედ გერმანელი ერის კოლექტიური ჩრდილის უძლიერესი პროექცია იყო შესაბამის ლიდერზე. და ეს არ ნიშნავს, რომ ის, რაც ერთხელ მოხდა, აღარასდროს განმეორდება. სინამდვილეში, ნებისმიერი სერიოზული მოვლენა, კრიზისი იქნება, პანდემია, ომი, კატასტროფა თუ ნებისმიერი, იწვევს რეაქციას - მხსნელის მოლოდინის რეაქციას. მხსნელისა, რომელიც მოვა და წესრიგს დაამყარებს. ეს იდეა მრავალ მითშია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მხსნელად გვევლინება რომელიმე პოლიტიკოსი, რომელზეც უზარმაზარი რაოდენობის ხალხი ახდენს მხსნელის მისიის პროეცირებას. რა თქმა უნდა, იშვიათად და იშვიათი პოლიტიკოსი რჩება ადამიანად და არ უვარდება თავში ამ არქეტიპული შინაარსის გამო, რომ თავი მხსნელად წარმოაჩინოს. ნაცისტური გერმანია მართლაც საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ სევდიანად შეიძლება დასრულდეს მხსნელის მოლოდინის პროექცია ლიდერზე. პროექციაზე იუნგამდე ზიგმუნდ ფროიდიც წერდა. თუმცა მითებს თუ თვალს გადავავლებთ, ადრეული მითები სავსეა ამ იდეით. და ყველაზე ნათლად ეს იდეა წარმოჩენილია ათი მცნებიდან მეორეში: არა ქმნა თავისა შენისა კერპი“. განვიხილოთ, რა წინასწარი გზავნილებით იბადება პროექციის იდეა. მოდი დავიწყოთ იმის გარკვევით, ერთსა და იმავე საგნებსა და მოვლენებს სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად რატომ უდგებიან და აღიქვამენ. ეს ყველაზე უკეთ ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან მიმართებით იკვეთება. ზოგისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი სანაპიროებშიო, ტყეებში, ქუჩებში აგროვებენ ნარჩენებს, აფასოებენ, ცდილობენ, მაქსიმალურად დაიცვან გარემო დაბინძურებისგან. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად არ აინტერესებთ გარემოს რა ზიანი მიადგება. რატომაა ასეთი განსხვავებული დამოკიდებულებები ერთი და იმავე პრობლემის მიმართ? ერთი შეხევდით ხომ ყველას გვინდა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება? დიახ, ჩვენ ვიზიარებთ საზოგადოების აზრს, გვაქვს ერთგვარი სოციალური შეთანხმება რაღაცებზე და ეს არა მხოლოდ კანონებია და ფორმალური წესებია, არამედ ეს არის ისიც, თუ როგორ ვცხოვრობთ ყოველდღიურად, მაგრამ ჩვენი ცივილიზაციის ასეთი ქვაკუთხედი თემებიც კი, როგორიცაა თავისუფლება, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, ეკოლოგია, რელიგია, პრინციპულად განსხვავდება, როცა გადავდივართ ერთიდან მეორე ინდივიდზე. რატომ წარმოიქმნება რეზონანსი იმათ შორის, რაც ჩვენს შიგნით არსებობს და რაც და გარეთ? რატომ გამოყოფს ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ფსიქიკა რაღაც ასპექტებს და არ გამოყოფს დანარჩენებს? სწორედ ამ გზით მივდივართ პროექციის იდეამდე. პროექცია ეს არა მარტო ფსიქოლოგიური, ან ფსიქოანალიტიკური ტერმინია, ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება კოპინგ სტრატეგია, რომელიც გამოიყენება სურვილს, იმპულსებსა და სოციალურ გარემოცვას შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საკუთარი მიუღებელი თვისებების სხვა ადამიანზე მიწერის გზით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმოიქმნება კონფლიქტი იმას შორის, რეალურად ვინ ვართ და იმას შორის, როგორ ვუყურებთ საკუთარ თავს. ჩვენ საკუთარ თავებს ვხედავთ ქათქათას და ღუნღულას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენში ღრმად არის რაღაც სხვა ძინძგლიანი და უხეში, რისი მიღებაც ჩვენთვის ძნელია და გვინდა, რომ ეს თვისებები ჩვენი არ იყოს და ვახდენთ მის პროეცირებას სხვა ადამიანებზე. ამით კონფლიქტი ჩვენს შიგნით მოგვარებულია, რადგან ჩვენ კი არ ვართ ასეთი ცუდები, არამედ აი, აი, ისინი, საშინლები, საზიზღრები, გათახსირებულები, ჰომოსექსუალები, მატყუარები, ბაცაცები და ა.შ. პროექცია არაერთადერთი საშუალებაა, რომლითაც ასეთ შინაგან კონფლიქტს აგვარებს ადამიანი, არის სხვა სტრატეგიებიც. მაგალითად, დათრგუნვა, როცა ჩვენ ვმალავთ, ვთრგუნავთ, რაღაცებს ღრმად ჩავფლავთ ჩვენს ქვეცნობიერში, თუთქოს ეს ჩვენი არც არის, არც არაფერი მომხდარა მსგავსი ჩვენს თავს. არც ვფიქრობ, არც არის. ეს შეიძლება იყოს რეგრესია ან ინფანტილიზაცია - სერია“ მე ანგელოზი ვარ, ჩემთვის ეს დაუშვებელია, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, არ მინდა ამაზე ფიქრიც კი და ბლა-ბლა-ბლა. ![]() აი, მივრბივართ მანდ ანუ ვიქცევით როგორც ბავშვები. კოპინგ სტრატეგიის კიდევ ერთი ვარიანტია უარყოფის სტრატეგია, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს ერთი მხრივ ვინც ვარ მე სინამდვილეში და მეორე მხრივ, ჩემ მიერ შექმნილ ჩემს სახეს შორის: მე მაქვს რაღაც ცუდი თვისება, მაგრამ ირგვლივ ყველას უნდა ვუმტკიცო, რომ მე მაქვს ამ თვისების საპირისპირო და ამ ჩემი თვისების საპირისპიროს ქადაგებას დავიწყებ. დავმოძღვრავ ხალხს ამ მიმართულებით, რომ საგულდაგულოდ გადავფარო ჩემში ეს თვისება და გადავმალო ყველასგან. აქედან მომდინარეობს ის იდეა, რომ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად აგრესიული ჰომოფობები არიან, ისინი ლატენტურ ჰომოსექსუალებს წარმოადგენენ. ამის ექსპერიმენტული მტკიცებულებებიც არსებობს სოციალურ ფსიქოლოგიაში. სუბლიმაციას კოპინგ სტრატეგიის ვარიანტია, როცა ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ კონფრონტაციაში ვიყოთ წარმოქმნილ კონფლიქტთან, მე უბრალოდ ვახდენ მის ტრანსფორმირებას და ვიზუალიზებას ვახდენ ნახატებად, მუსიკად, ცეკვად. მოკლედ შემოქმედებითად. თუმცა პროექცია გაცილებით უფრო უნივერსალურია, რადგან იგი პრაქტიკულად ყოველთვის წარმოიქმნება, როცა ადამიანებთან ინტერაქციისა და ურთიერთქმედებისას, განსაკუთრებით, როცა ეს ახლო ურთიერთობაა, მეგობრული, სასიყვარულო. პროექცია ეს ავტომატური პროცესია, რომლის საშუალებითაც საკუთარი არაცნობიერის შინაარსები ინდივიდის მიერ აღიქმება როგორც შესაძლებელი არა მისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვის. ცნობილი იუნგიანელი ვალერი ზელენსკი წერს, რომ პროექციის ზოგადი ფსიქოლოგიური მიზეზი ყოველთვის არის გააქტიურებული არაცნობიერი, რომელიც ეძებს საკუთარ გამოხატვას. ანუ პროექციის საშუალებით ჩვენი პიროვნება აჩვენებს, რომ ჩვენს შიგნით არსებობს კონფლიქტი, რომელიც ისეთ სტადიამდე მივიდა, როცა მას სჭირდება მოგვარება. კარგი მაგალითი აქვს მარია ლუიზა ფონ ფრანცს- იუნგის ცნობილ მოსწავლეს თავის ნაშრომში, რომელსაც ჰქვია დაბრუნების პროექცია- იუნგის ფსიქოლოგიის პროექციები. „უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის რაც პროეცირდება, ეს არა მარტო მეხსიერების სახეებია, როგორც შეიძლებოდა გვევარაუდა თავდაპირველად, არამედ იმ ნიშანდობლივი თვისებების ჯამია, რომელიც დაკვირვების ობიექტს ახასიათებს. მაგალითად, თუ ვაჟი ბავშვობაში მამის ტირანიის მოწმე იყო, შემდგომ ცხოვრებაში, უმეტეს შემთხვევაში, ის არა მარტო ამ თვისების პროეცირებას მოახდენს ავტორიტეტულ ადამიანებსა და მამობრივ ფიგურებზე, როგორებიცაა მისი ექიმი, სამსახურის ხელმძღვანელები, სახელმწიფო, არამედ მოიქცევა ასეთივე დესპოტურებით, თუმცა გაუცნობიერებლად. ![]() მთავარი ისაა, რომ თვითონ ადამიანი, რომელზეც პროეცირება ხდება, მაგალითად, ტირანიული სახება, არაა აუცილებელი იყოს ტირანი, მან შეიძლება ცხოვრებაში ერთადერთხელ გამოავლინოს ეს თვისება და ამის გამო ყველა ისინი, ვისაც აქვს შინაგანი კონფლიქტი, დაკავშირებული მამის ტირანიულ სახებასთან, ჩაეჭიდებიან ამ ერთ შემთხვევას. შეიძლება სამსახურის უფროსი მართლაც იყოს ტირანი, მაგრამ ეს სრულებით არაა საჭირო. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ, რაც კორექციას აქვს. ერთი პატარა ხელჩასაჭიდი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის მთელი სახება შეიცვალოს. კიდევ ერთი მთავარი ნიშანია გაცნობიერების არარსებობა., სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაცნობიერი პროექცია. აი, რას წერს ამაზე იუნგი: “ პროექცია ეფუძნება სუბიექტისა და ობიექტის არქაულ ვინაობას და პროექციის სახელის დარქმევა ამაზე შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ამ ვინაობის ობიექტისგან განცალკევების საჭიროება წარმოიქმნება. ეს საჭიროება წარმოიქმნება მაშინ, როცა ვინაობა ხდება დაბრკოლება. ანუ როცა პროეცირებული შინაარსის არარსებობა იწყებს ადაპტაციისთვის არსებითად ხელისშეშლას და სუბიექტისკენ დაბრუნებული პროეცირებული შინაარსი ხდება სასურველი. ამ მომენტიდან მოყოლებული, . მანამდელი ნაწილობრივი ვინაობა პროექციის თვისებებს იღებს. ამიტომ სიტყვა „პროექცია“ აღნიშნავს იდენტიფიცირების მდგომარეობას, რომელიც გახდა შესამჩნევი და ამის შედეგად კრიტიკას დაქვემდებარებული. თითქოს და სუბიექტის საკუთარ კრიტიკას ან ვინმე სხვის კრიტიკას“. პირველი მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ დაკავშირებული ვართ ბევრ ადამიანთან სწორედ პროექციის სისტემით და ეს ნორმალურიცაა. ამ პროექციების დიდი წილის გაცნობიერება არ ხდება, მაგრამ მთლიანობაში ისინი ჩვენ გვაწყობს. ანუ ჩვენი სოციუმთან ადაპტაცია, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ჰარმონიულადაა და თუ ის ჰარმონიულადაა, მაშინ პროექციაში არანაირი პრობლემა არაა. მაგრამ როდესაც ირღვევა ადაპტაცია და წარმოიქმნება შინაგანი კონფლიქტი, რომელიც გამოიხატება აფექტით ან სხვა რომელიმე ემოციური მდგომარეობით, მაშინ დგება პროექციასთან დაკავშირებული პრობლემა. ამიტომ გაცნობიერება და პროექციასთან ანალიტიკური მუშაობა, თვითრეფლექსია და ა.შ. აუცილებელია, როცა დგება ადაპტაციური კრიზისი. ყველაფერი, რასაც აღვიქვამთ, არის პროექცია. ჩვენ არ შეგვიძლია რეალური სამყაროს აღქმა. ჩვენ აღვიქვამთ ჩვენი გრძნობათა ორგანოების საშუალებით, და ჩვენი ცნობიერებით, ანუ ცნობიერების პრიზმაში გავლით. ამიტომ ჩვენ ვაგებთ სამყაროს გარკვეულ მოდელს, რეალური სამყაროსას, მაგრამ მაინც მოდელურს. და სანამ ეს მოდელი მუშაობს, რატომ უნდა შევეხოთ? არ მოიქავოთ იქ, სადაც არ გექავებათ. და კონკრეტულად რით განსხვავდება პროექცია შეცდომისგან? პირველი ვარიანტია, როცა ადგილი აქვს ჩვენი აზროვნების კოგნიტიურ გამრუდებას ანუ რაციონალურ აზროვნებაში რაღაც დარღვეულია და მეორე ვარიანტია, როცა ემოციურად ჩაძირული ვართ პრობლემაში. ასეთ შემთხვევებში პროექცია შესაძლებელია. ხოლო როცა კოგნიტიური გამრუდება არ არის ანუ სწორად ვაზროვნებთ, მაგრამ მაინც გვაქვს ემოციური ჩართულობა პრობლემაში და ამის გაგება არ შეგვიძლია, ეს უკვე მიუთითებს პროექციის მოჭარბებაზე. თუ კოგნიტიური გამრუდებაა, მაგრამ არაა ემოციური ჩართულობა ანუ ჩვენ ვაზროვნებთ არასწორად, მაგრამ ემოციურად დიდად არ გვაწუხებს და არც კი ვიცით ამაზე, მაშინ უკვე ადგილი აქვს არა პროექციას, არამედ მარტივ ბანალურ შეცდომას. თუ არც კოგნიტიური გამრუდებაა და არც ემოციური ჩართულობა, მაშინ ეს იდეალური მდგომარეობაა და შეგვიძლია შამპანური გავხსნათ და მოვწრუპოთ. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ძალიან ადვილია განვასხვაოთ შეცდომა და პროექცია ერთმანეთისგან. შეცდომა გამოსწორებადია. კოგნიტიურ გამრუდებას ჯანსაღი აზრის რაციონალიზაციისა და რეფლექსიის გზით გამოასწორებ. პროექციის გასწორება კი არ შეიძლება. მარია ლუიზა ფონ ფრანცი ამბობს, რომ პროექციასა და შეცდომას შორის განსხვავება იმაშია, რომ შეცდომის გასწორება შეიძლება დიდი შრომის გარეშე, სწორი ინფორმაციის მიღების გზით, რუის შედეგადაც ის განზავდება როგორც დილის ნისლი მზის პირველი სხივების ფონზე. პროექციის შემთხვევაში კი, სუბიექტი ქმნის რა პროექციას, თვითონვე იცავს მას გამოსწორებისგან, უმეტეს შემთხვევაში დიდი ძალისხმევით ან როცა მიიღებს შესწორებას, ვარდება დეპრესიაში. რის შედეგადაც ის დასუსტებული და განხიბლულია, რადგან ფსიქიკური ენერგია, რომელიც ჩადო პროექციაში, არ დაბრუნდა სუბიექტთან არამედ მოიჭრა მისგან. პროექციაზე საუბრისას, კარგი იქნება შევეხოთ უკუეფექტს - ინტროექციას, როცა ჩვენ ვახდენთ საკუთარი თავის რაღაც თვისებების ინტროიცირებას, რომელთაც. ან თვითონ ვპროეცირებთ. ან სხვები პროეცირებენ ჩვენზე, ისინი შეიძლება გამოვლინდნენ სრულიად გაუცნობიერებლად. მაგალითად, როცა ტირანიული მამის სახება, როცა სხვა ადამიანებს აქვთ შესაბამისი კაუჭი, რომ, შესაბამისი სახება მოიჭიდონ, არის კიდევ ძალიან ცუდი მაგალითი, როცა ადამიანი ახდენს რა განსაზღვრული შინაარსის პროეცირებას სხვებზე, იწყებს ისეთივე ქცევების განხორციელებას თვითონ და ეს ხშირადაა შესამჩნევი, მაგალითად, როცა ადამიანი ლაპარაკობს ტირანიულ მამაზე და ამ თვისების პროეცირებას ახდენს სხვა ადამიანებზე, თვითონ ხდება ტირანი. გარდა ამისა, როცა ჩვენ ამ თვისების პროეცირებას ვახდენთ სხვაზე, ჩვენ გაუცნობიერებლად ვამყარებთ ამავე თვისებას საკუთარ თავში. გამოდის, რომ ზოგიერთი ტრენდისგან თავის დაღწევის მცდელობისას, ვიყენებთ რა ამგვარ დამცავ სტრატეგიას, ჩვენ პრობლემას კი არ გადავჭრით, არამედ ვაღრმავებთ. თვითონ იმ ადამიანშიც, ვისზეც ვახდენთ პროეცირებას. ამაზე წერს მელანი კლაინი და თანამედროვე დისკურსში. ამას ჰქვია პროექციული იდენტიფიკაცია. როგორ მუშაობს: 1. კაუჭის დანახვა 2. რაღაც თვისების პროეცირება სხვა ადამიანზე. 3. იმოქმედო იმგვარად, თითქოს ეს თვისება მას აქვს 4. ადამიანს ეს თვისება უაქტიურდება. მაგალითად, ადამიანში ვხედავ ხელმოსაჭიდს, შესაბამისად, ვახდენ თვისების პროეცირებას მასზე. შემდეგ ვმოქმედებ ისე, რომ თითქოს ამ ადამიანს ეს თვისება ნამდვილად აქვს. ანუ დავინახე ავტორიტარული გამოვლინება ადამიანში, მე თავში მაქვს, ტირანიული მამის სახება და ვაკეთებ პროეცირებას ამ ადამიანზე და ამის შემდეგ ამ ადამიანთან ისე ვიქცევი, თითქოს ტირანია. ყველაზე სევდიანი ისაა, რომ ამ ადამიანმა მართლა მოახდინოს ამ თვისების ინტროეცირება საკუთარ თავში (შეძახილმა ხე გაახმო) და რეალურად იქცეს ტირანად. ის იწყებს ისე მოქცევას, რომ თითქოს ნამდვილადაა ის პროექცია, რომელიც მასზე მოვახდინე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვარ მე და არის კიდევ ათეული თანამშრომელი. თუ თითოეულმა მოახდინა ამ სახის პროეცირება უფროსზე, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეს უფროსი ამ მასზე პროეცირებულ იდენტიფიკაციას? როცა ვსაუბრობდით კოლექტიურ ჩრდილზე, წარმოიდგინეთ პოლიტიკოსი, რომელზეც მილიონი ადამიანი ახდენს მხსნელის სახების პროეცირებას, შეიძლება ამას გაუმკლავდეს? თუ კი შეიძლება, რანაირად? 11 1-ს მოსწონს
|