x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი დიღომში გაიხსნა!
image

თოდუას კლინიკის კიდევ ერთი ფილიალი ამჯერად დიღომში, ლუბლიანას 21 ნომერში გაიხსნა.


პროფესიონალი ექიმების გუნდი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა, ხარისხის თანამედროვე სტანდარტი და გამარტივებული ხელმისაწვდომობა სერვისებზე!- ეს ის მთავარი უპირატესობებია, რომელთა დამსახურებითაც თოდუას კლინიკა რეგიონში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა. სწორედ აღნიშნული კომპონენტებით არის გამორჩეული კლინიკის ახალი ფილიალიც დიღომში, რომლის დიზაინიც სრულიად განსხვავებული, თანამედროვე კონცეფციით დაიგეგმა და რომელიც მას აბსოლუტურად უნიკალურ ხასიათს სძენს.

image


თოდუას კლინიკა დიღომში პაციენტებს სრული ამბულატორიული სერვისით მოემსახურება:

დიაგნოსტიკური კვლევების სრული სპექტრი (მრტ, კტ, ულტრაბგერა, მამოგრაფია, რენტგენი, დენსიტომეტრია, ენდოსკოპია, ლაბორატორია)


ასევე: კარდიოლოგია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია, ჰეპატოლოგია, გინეკოლოგია, გასტროენტეროლოგია, უროლოგია, რევმატოლოგია, დერმატოლოგია, პროქტოლოგია, საოჯახო მედიცინა, Check-up - პროფილაქტიკური მედიცინის ცენტრი.


პაციენტების მოთხოვნის გათვალისწინებით, ფილიალს დაემატა ახალი მიმართულება-მოზრდილთა ფსიქიატრიაც.

image

დიღმის ფილიალი გთავაზობთ ისეთივე ყოვლისმომცველ ამბულატორულ მომსახურებასა და მაღალტექონოლოგიურ მხარდაჭერას როგორც კლინიკის ვერის ფილიალი. ორი 3-ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი და ხუთი ულტრათანამედროვე ულტრაბგერითი აპარატი – ყოველივე ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თოდუას კლინიკის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტის ლოდინის დროს.

image

კლინიკის აღჭურვა და ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ მან ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს. თავისი ფუნქციით და ტექნოლოგიური ბაზით ის პრაქტიკულად უნივერსალური დიაგნოსტიკური ცენტრია.

image

თოდუას კლინიკა დიღომში პაციენტებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00-17:00 საათამდე მოემსახურება. პაციენტების წინასწარი ჩაწერისთვის ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 2 57 57 57.


R


0
45
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0