x
image
lasha1993
ყოფილი პატიმრების მონაყოლიდან

imageეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი.პატიმარი ციხეში შესვლის პირველივე წუთებიდან გრძნობს, რომ სრულიად უცხო და სასტიკ სამყაროში მოხვდა.კარანტინი-ერთი საშუალო ზომის ოთახია რომლის ფანჯრებიც საგულდაგულოდაა დაგმანული და უამრავი ადამიანია მოთავსებული.კარანტინში იმდენ დღეს გაჩერებენ, რამდენიც პარასკევამდეა დარჩენილი, რადგან სწორედ პარასკევს ხდება ე.წ კარანტინის დაშლა.კედელზე მიმაგრებულია რამდენიმე შპონკა ანუ ნარი ანუ საწოლი, რომელზეც რათქმა უნდა ლეიბი არ აგია, ლეიბი მაშინ აგებდნენ, როდესაც სახალხო დამცველი შემოდიოდა, სუნთქვა შეუძლებელია ჰაერი არ გყოფნის. დილით თითო პატიმარი თითო პურს მიიღებს საჭმელს კი ამდენ ადამიანს 2 გობით აწვდიან, საიდანაც ყველა ერთად ჭამს.კარანტინში ტუალეტი არის, მაგრამ არ არის ტუალეტის ქაღალდი. კარანტინში სიგარეტის მოწევა არ შეიძლება და ამის გამო ისეთი ლომკა გაქვს, რომ სხვა ვერაფერზე ფიქრობ.საკანში რომ შედიხარ, დამხვდური პატიმრებიგეცნობიან, უნდა მოუყვე რისთვის ზიხარ, შემდეგ ქცევის წესებს გაცნობენ, მაგალითად როცა რომელიმე პატიმარი ლოცულობს ან სანთელი ანთია ტუალეტში შესვლა არ შეიძლება.

შემოცვივდებოდნენ საკანში და დაიძახებდნენ, -აბა ყველანი შპონკის ქვეშ შეძვერითო!თავმოყვარე ადამიანი არ შეძვრება, რათქმა უნდა ზოგიერთი მაშინვე ასრულებდა ბრძანებას, იცი მაინც უნდა მოგხვდეს და ბუნებრივია თავს არ დაიმცირებ. ვინც არ შევიდოდა ძალით ტენიდნენ, შემდეგ დაიბარებდნენ, სანამ არ გეტყვით არ გამოხვიდეთო, ბუნებრივია იქ არავინ ჩერდებოდა. ყველაზე მეტად დღესასწაულები გვძულდა.ცოდვის ტრიალი იყო მაგ დღეებში, რადგანციხის თანამშრომლები მთვრალები იყვნენ და აგრესია ემატებოდათ. არ გასულა დღესასწაული რომ არ ვეცემეთ.

2
223
4-ს მოსწონს
ავტორი:lasha1993
lasha1993
223
  
2012, 29 სექტემბერი, 9:55
ჯანდაბაააააააააააააააა,მეზიზღება ყველა ფორმიანი უკვე
0 1 2