x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
საინტერესო ფაქტები მე-5 წერტილზე (უკანალზე)
ქალები ხშირად არიან უკმაყოფილონი თავიანთი სხეულის გარკვეული ნაწილებითა თუ ფიგურით. ყველაზე მიმზიდველ ქალსაც კი ათჯერ ათვალიერების შემდეგ შეუძლია წუნი დასდოს და გარკვეული ხარვეზი იპოვოს საკუთარ გარეგნობაში - ვაიმე, რა მოკლე თითები მაქვს, არადა ოდნავ გრძელი რომ ყოფილიყო... რა უბედურებაა, ზოგს ასკდება, მე კი მკერდი არ მაქვს; ფეხის სიგრძე არ მაწყენდა (ზომა არ იგულისხმება); რამხელა უკანალი მაქვს; ეჰ, უკანალი მაინც მქონოდა და კიდევ რამდენი, მსგავსი ფრაზა ისმის მათგან და ალბათ ბევრმა თავიც ამოიცნო. თუმცა, სჯობს არ დაღონდეთ, რადგან მამაკაცებს ამაზე განსხვავებული შეხედულება აქვთ და რამდენიმე ნაწილს, რომლებიც ქალებს არ მოწონთ საკუთარ სხეულში, სექსუალურსაც კი ეძახიან.



image




ქუსლები, ხელები, თითები, ზურგი, ოდნავ მეტი წონა, სავსე მკერდი - ეს ის ორგანოები თუ ფაქტორებია, რომლებიც მამაკაცს ქალის სხეულში ყველაზე მეტად მოწონთ, თუმცა არის ყველაზე სასურველი ნაწილი, რომელზეც ყველა მამაკაცს აკანკალებს და ეს უკანალია. გარდა იმისა, რომ ლამაზი უკანალი ყველა მამაკაცის ყველაზე სასურველი ორგანოა ქალის სხეულში, მას დადებითი მხარეებიც გააჩნია: დუნდულები, ჩვენს სხეულზე არსებულ კუნთებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ყველაზე დიდია; დიდი უკანალი ამცირებს გულისა და სხვა დაავადებების არსებობის რისკს; დუნდულების სუსტი და მოდუნებული კუნთები ხელს უწყობს ზურგის პრობლემების განვითარებას; უკანალის სისხლძარღვების შეკუმშვა შეიძლება რადიკულიტის მიზეზი გახდეს.




უკანასკნელ წლებში დიდი უკანალი ქალის სილამაზის განმსაზღვრელი და ტენდენციური გახდა. სუსტი სქესის წარმომადგენლები პლასტიკური ქირურგიის გარდა, სასურველი დუნდულების და უკანალის ფორმების მისაღებად, სპორტდარბაზებს მიმართავენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტენდენციის მიმდევართა სიმრავლემ კიდევ უფრო გაამარტივა სურვილის შედეგიანობა, რაც გულისხმობს სახლის პირობებში ვარჯიშს. სასურველი შედეგის სრული გარანტია კი მხოლოდ ორი ფაქტორია: ზუსტი ვარჯიში და სწორი კვება.




არსებობს გარკვეული ფაქტები უკანალზე, რომელთა შესახებ შეასძლოა არ იცოდეთ.


საინტერესო ფაქტები მე-5 წერტილზე (უკანალზე)




1. დუნდულები, ჩვენს სხეულზე არსებულ კუნთებში ყველაზე ძლიერი და ყველაზე დიდია.


image



უბრალოდ დაფიქრდით: დუნდულმა თეძოებს არამარტო მოძრაობის საშუალება უნდა მისცეს, არამედ გაასწოროს და დაიჭიროს თქვენი ტანი!




2. შესაძლოა თქვენი უკანალი უფრო დიდია, ვიდრე თქვენი მეგობრის, ან პირიქით, რადგან ესტროგენი უბრძანებს ცხიმს ამ უბნებში დაგროვდეს.


(ბუნებამ დააბალანსა სიმძიმე და თუ ქალს ორსულობისას უწევს დიდი მუცლის ტვირთვა, მაშინ მამაკაცის მთელი ცხიმი და წონა კუჭსა და მუცელზეა გადატანილი.)




3. რაც უფრო დიდია უკანალი, მით უფრო ჭკვიანია ქალბატონი.

ასეთი დასკვნები გააკეთეს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათი თქმით, სავსე უკანალით ქალს მეტი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აქვს, რაც ტვინის განვითარებას უწყობს ხელს.




4. აღსანიშნავია, რომ დუნდულების სექსუალური მიზიდულობის აღნიშვნაც კი არსებობს.

ამას პიგოფილია ჰქვია.




5. დადგინდა, რომ დიდი რბილი უკანალის მქონე ქალებს უფრო ნაკლები რისკი აქვთ სერიოზული ავადმყოფობის.



image


ეს დასკვნაც ოქსფორდის კვლევამ აჩვენა, რომ უფრო სავსე ქალები ნაკლებად განიცდიან დიაბეტის და გულის დაავადებების განვითარებას, თუმცა ეს დაავადებები ძირითადად ასოცირდება სიმსუქნესთან.


ზოგადად, ცხიმის დეპოზიტები ზურგის ქვედა ნაწილში წარმოქმნის ნაკლებ ნივთიერებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი. ამიტომ, თუ ცხიმის ძირითადი რეზერვი იქ, მე-5 წერტილში არის კონცენტრირებული, ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ცხიმი წელის ირგვლივ.






იხილეთ აგრეთვე:



რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი - 6 საინტერესო ფაქტი "დუნდულებზე"image

0
762
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0