x
image
beko777
დიდება გმირებს! გულისამაჩუყებელი ღონისძიება ყვარლის კულტურის სახლში

image

25 მაისს ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, არაჩვეულებრივი წარმოდგენა გაიმართა, სახელწოდებით - “დიდება გმირებს“. წარმოდგენას ესწრებოდნენ თბილისიდან მიწვეული სტუმრები, მათ შორის, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ტელეკომპანია “ვარსკვლავების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე.


ყვარლის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათი ღირსეული პედაგოგის, ქალბატონ თინა ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, მეტად ემოციური წარმოდგენა გაუმართეს დარბაზში მყოფ ოთხასიოდე მაყურებელს.

მოსწავლეებმა, თანამედროვე ქართველი გმირების როლი მოირგეს და ამ გმირების თქმული თუ უთქმელად დარჩენილი სიტყვებით მიმართეს მსმენელს.
სულისშემძვრელი იყო ამ პატარა გოგო ბიჭების ემოციებით გამსჭვალული სახეების ხილვა, მათ მიერ წარმოთქმულ ყოველ ფრაზაში იგრძნობოდა, ის პასუხისმგებლობა რომელსაც ბავშვები გძნობდნენ, ასეთი როლის მორგების დროს.
ჟიული შარტავა, ზაზა დამენია, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ომარ ასლანიძე, ეს იმ მგმირების არასრული ჩამონათვალია ვისი როლიც მოირგეს პატარა ყვარლელებმა


ასეთი წარმოდგენის ხილვის დროს, როდესაც ხედავ სცენაზე მდგარ პატარა გოგო ბიჭების, რომლებიც სიამაყით აცნობიერებენ თუ რამხელა სიმამაცე, ძალა და თავდადება გამოიჩინეს ჩვენმა გმირებმა, რათა დღეს ამ ბავშვებს მშვიდობიან და თავისუფალ საქართველოში ეცხოვრათ. ამ დიდებული ადამიანების საქციელი იყო მათთვის სამაგალითო და არც ისინი დაიხევენ უკან - მამული, ენა, სარწმუნოების დასაცავად.

ღონისძიება რამდენიმე მუსიკალური და საცეკვაო ნომრით იყო გამდიდრებული. სადაც არაერთმა პატრიოტულმა სიმღერამ გაიჟღერა. რომელიც ყვარლის ქალთა ტრიომ შეასრულა. ამ არაჩვეულებრივი ქალბატონების ცოცხლად ნამღერის მოსმენის დროს კიდევ ერთხელ რწმუნდება მსმენელი, რომ - ქართველებს ნამდვილად ღვთისგან ბოძებული ნიჭი გვაქვს სიმღერის.

განსაკუთრებთ უნდა აღინიშნოს ქალბატონ თინა ზურაბიშვილის უდიდესი შრომა და მონდომება, რომელიც წარმოდგენის ხარისხზე უთუოდ აისახა. ბევრ ასეთ პედაგოგს ვისურვებდი საქართველოს სკოლებში.


აქვე უნდა ვახსენოთ ყვარლის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელი - იოანე ქართველი, რომელმაც არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაუწია აღნიშნულ ღონიძიებას. მან აგრევთვე ფრიად მოულოდნელი და სასიამოვნო საჩუქარი გადასცა ღონისძიების საპატიო სტუმარს - ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს, ერეკლე მეფის ულამაზესი ნახატი რომლის ავტორიც გახლავთ, მხატვარი ვალოდია გელაშვილი.

ავტორი ლელა ფაჩულია


imageimageimageimageimage


0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0