x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წარსულის 10 საღად მოაზროვნე ადამიანის ისტორია, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ქალთევზები ნახეს (ნაწილი II)

image




(იხილეთ სტატიის დასაწყისი. I ნაწილი)



როცა ეკიპაჟი ნაპირს მიუახლოვდა, ქალთევზა შენიშნეს, რომელიც ნავების გარშემო დაცურავდა. უიტბორნის სიტყვებით, ის ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ჯერ წყლის ქვეშ პატარა სიღრმეზე ჩადიოდა, შემდეგ წყლის ზედაპირზე ამოდიოდა ისე მაღლა, რომ მისი შიშველი ადამიანური მხრები და ზურგი გარკვევით ჩანდა. უიტბორნი ნანობდა, რომ თვითონ ვერ შეათვალიერა ქალთევზას სახე. არსება მიცურდა ერთ-ერთ ნავთან და შეეცადა კიდეც მასში აძრომას, მაგრამ ერთ-ერთი მატროსი შეშინდა და თავში ნიჩაბი ჩასცხო. ქალთევზას ამან დიდი ზიანი ვერ მიაყენა, მან უბრალოდ სხვა ნავისკენ გასწია, რის შემდეგაც მთელმა ეკიპაჟმა შეშინებულებმა სწრაფად გასცურეს ნაპირისკენ.


image


უიტბორნის მოხსენება შეტანილი იქნა საბორტო ჟურნალში თანაბარი და თანმიმდევრული ხელწერით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ავტორი ალკოჰოლის (ამ შემთხვევაში რომის) ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.


3. კაპიტანი ჯონ სმიტი


კიდევ ერთი ინგლისელი მკვლევარი, კაპიტანი ჯონ სმიტი მოხვდა ისტორიაში ძირითადათ თავისი რომანის (ინდიელ პოკახონტასთან) წყალობით. იგი არჩეული იყო ჯეიმსთაუნის მეთაურად და მშვიდობიანად ვაჭრობდა ინდიელებთან იმ საუკუნეში, როცა სხვა თეთრკანიანები მათ ადამიანებად არ თვლდნენ. მას აღწერდნენ როგორც გაწონასწორებულ, პატიოსან, განათლებულ და საღად მოაზროვნე ადამიანად.

1614 წელს ჯონ სმიტმა წყალში დაინახა შავთმიანი, მომწვანო შეფერილობის კანის მქონე ქალი, გარეგნულად "საკმაოდ მიმზიდველი". თავდაპირველად იფიქრა, რომ ის ერთ-ერთი ინდიელთაგანია, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა, რომ მას თევზის კუდი ჰქონდა და შოკირებული დარჩა.


image


ისევე, როგორც კოლუმბის შემთხვევაში, სმიტსაც იმას მიაწერენ, რომ ლამანტინი მიიჩნია ქალთევზად. ლამანტინები ხომ ამ ადგილების ხშირი სტუმრები არიან.


2. მეკობრე "შავი წვერი"


შესაძლოა მეკობრე "შავი წვერი" არ იყო ისე საღად მოაზროვნე და საიმედო ადამიანი, როგორც ამ ჩამონათვალის სხვა ადამიანები არიან, თუმცა არც მას მიაწერენ ზღვის ურჩხულების და სხვ. შესახებ თავის შეთხზულ ისტორიებს.


image


"შავმა წვერმა"-ედვარდ ტიჩმა თავისი "კარიერა" ბრიტანული ფლოტის გემზე დაიწყო, უმცროს მატროსად. მოგვიანებით მეკობრე ჰორნიგოლდს შეუერთდა, ხოლო როცა გემი "დედოფალ ანას შურისძიება" იყიდა, თვითონ გახდა კარიბის ზღვის ყაჩაღების ბანდის მეთაური. 1718 წელს გემი მეჩეჩზე შეჯდა, რაც შავწვერას "დიდებული კარიერის" დასასრულის დასაწყისი გახდა. მალე ის დაიჭირეს და თავი მოკვეთეს. ტყვედ ჩავარდნამდე ცოტა ხნით ადრე, თავის საბორტო ჟურნალში შავწვერამ აღწერა, თუ როგორ უბრძანა თავის მეზღვაურებს თავი შორს დაეჭირათ "მოჯადოებული წყლებისგან", სადაც ქალთევზები ცხოვრობენ. იქვე აღნიშნა, რომ პირადად ნახა ერთ-ერთი ამ არსებათაგანი და შიშობდა, რომ იგი თავს დაესხმეოდა და მოაჯადოვებდა.



image


1. ჰენრი ლოაქსი


ლოაქსი მეთევზე იყო და მუშაობდა პენსილვანიაში. მონაყოლით, იგი საიმედო და პატიოსანი ადამიანი იყო. 1881 წელს, ლოაქსისგან ხუთჯერ იყო შეტყობინება იმის შესახებ, რომ მდინარე სასკუეხანასთან ქალთევზები ნახა. მისი სიტყვებით, გამთენიისას და შებინდებისას ისინი წყლის ზედაპირზე ამოდიოდნენ ხოლმე და გარკვეული ხნის განმავლობაში ცურავდნენ, შემდეგ ნელ-ნელა ისევ იწყებდნენ სიღრმეში ჩასვლას და მომწვანო წყალში მათი გაშლილი თმების ნახვა კიდევ დიდხანს შეიძლებოდა. ლოაქსის სიტყვებით, მას უნდოდა ერთ-ერთისთვის ესროლა და მისი სხეული ჩაეგდო ხელში, მაგრამ ქალთევზები იმდენად ადამიანურები იყვნენ, შეეშინდა, რომ შემდგომ მკვლელობის ბრალდება არ წაეყენებინათ. მას ჰკითხეს, მისი აზრით, სად ცხოვრობდნენ ეს არსებები, პასუხი - სავარაუდოდ წყალქვეშა გამოქვაბულში.


image


ლოაქსის დაკვირვებებზე ბევრს წერდნენ გაზეთებში, ცოცხლად შეპყრობილი ქალთევზასთვის ჯილდოც კი იყო დაწესებული. მაგრამ სამწუხაროდ ჯილდოსთვის არავის გამოცხადებულა.

რთულია იმის თქმა, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ისტორიები, ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია, დაიჯეროთ თუ არა ქალთევზების არსებობა.


image










იხილეთ სხვა სტატიები:





არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება

image


თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?)

image


ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image


საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3, 5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო)

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცხოველებისა და ადამიანის კლონირების შესახებ

image






0
201
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
201