x
image
პერსეპოლისი
PayPal-მა რუსეთში მომსახურება შეაჩერა

image

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები დღითი დღე იზრდება და უამრავი კომპანია გადის უდიდესი ქვეყნის ბაზრიდან. მოქმედი შეზღუდვებიდან გამომდინარე, რუსების ყოფა უკვე შეუძლებელიც კი გახდა და ქვეყნიდან ხალხი მასობრივად გაედინება. ამჟამად, დაწესებულ სანქციებს კომპანაია PayPal შეუერთდა.


Reuters-ის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, PayPal-მა დროებით შეწყვიტა თავისი სერვისების შეთავაზება რუსეთში. უკრაინის ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა ტვიტერში გააზიარა PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორის დენ შულმანის წერილი, რომელიც ადასტურებს ამ ნაბიჯს. „შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვაჩერებთ PayPal სერვისებს რუსეთში“, - ნათქვამია შულმანის წერილში. „PayPal მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. გმობს რუსეთის ძალადობრივ სამხედრო აგრესიას უკრაინაში".


PayPal-ის სპიკერმა განუცხადა როიტერს, რომ კომპანია გააგრძელებს თანხის განაღდების დაშვებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანგარიშის ნაშთები განულდეს მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. ამ ბოლო გადაწყვეტილებამდე, კომპანიამ შეწყვიტა ახალი რუსი მომხმარებლების მიღება 2 მარტიდან. PayPal-ის ამჟამინდელი შეჩერება მოიცავს მისი ფულის გადარიცხვის სერვისს. აღსანიშნავია, რომ დასავლურმა სანქციებმა უკვე მიაღწია იმას, რომ რუს მომხმარებლებს არ შეეძლოთ ონლაინ შესყიდვები გაეკეთებინათ აშშ-სა და ევროკავშირში რეგისტრირებული საცალო ვაჭრობიდან.


ასევე დაგაინტერესებთ:

"უსაზღვროდ აღფრთოვანებული და აღელვებული ვიყავი მისით" - შონ პენმა ზელენსკის შესახებ ისაუბრა
image
შონ პენი კიევიდან პოლონეთის საზღვრისკენ ფეხით მიემართება
image
რუსეთი დისნეის გარეშე
image
მარველის სუპერგმირები უკრაინის დასახმარებლად
image
ისევ და ისევ სიმფსონების წინასწარმეტყველება
image
0
10
შეფასება არ არის
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0